ვიკიმედია საქართველო/სამეურვეო საბჭო/ოქმები/2023/2023-04

25.12.2023
ი. ჭავჭავაძის გამზ. 37მ,
ქ. თბილისი





ვიკიმედიის მომხმარებელთა საქართველოს ჯგუფის სამეურვეო საბჭოს კრების ოქმი №2023-04
(არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი „ვიკიმედიის მომხმარებელთა საქართველოს ჯგუფი“ [ს/ნ 400272110])





ა(ა)იპ „ვიკიმედიის მომხმარებელთა საქართველოს ჯგუფის“ (ს/ნ 400272110) სამეურვეო საბჭოს სხდომა შედგა 2023 წლის 25 ნოემბერს, 12:00 საათზე. სხდომა ჩატარდა ქალაქ თბილისში, ილია ჭავჭავაძის გამზ., 37მ (აქსის თაუერსი) მისამართზე. სხდომას ესწრებოდა სამეურვეო საბჭოს ყველა წევრი, შესაბამისად, სხდომა უფლებამოსილია.

სხდომის ჩატარების შესახებ არჩეულმა წევრებმა გადაწყვეტილება ერთობლივად, სხდომის თარიღის, დროისა და ადგილის მითითებით, 2023 წლის 24 დეკემბერს, ორგანიზაციის წევრთა საერთო ფორუმის დროს შეთანხმდნენ, წესდებისა და კანონმდებლობის სრული დაცვით.

სხდომას თავმჯდომარეობდა დავით ასრიაშვილი, ხოლო სხდომის მდივანი იყო მარიამ ქვარცხავა.

კრებას ესწრებოდნენ

  1. დავით ასრიაშვილი;
  2. მარიამ ქვარცხავა;
  3. ეკატერინე მაისურაძე;
  4. ბექა ბაიაშვილი;
  5. გიგა დოგუზოვი.

დღის წესრიგი

  1. „ვიკიმედიის მომხმარებელთა საქართველოს ჯგუფის“ წესდების ახალი რედაქციის თანახმად, სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარის არჩევა.
  2. „ვიკიმედიის მომხმარებელთა საქართველოს ჯგუფის“ წესდების ახალი რედაქციის თანახმად, აღმასრულებელი დირექტორის დანიშვნა.

კრებამ იმსჯელა / დაადგინა

  1. „ვიკიმედიის მომხმარებელთა საქართველოს ჯგუფის“ სამეურვეო საბჭოს თავჯდომარედ, საბჭოს წევრთა ერთხმად, არჩეულ იქნა დავით ასრიაშვილი.
  2. „ვიკიმედიის მომხმარებელთა საქართველოს ჯგუფის“ სამეურვეო საბჭომ, ერთხმად მხარი დაუჭირეს ორგანიზაციის აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობაზე, მეჰმან იბრაგიმოვის დანიშვნას, ორგანიზაციის წესდების ახალი რედაქციის თანახმად.



[ხელმოწერა] დავით ასრიაშვილი (სხდომის თავმჯდომარე)
[ხელმოწერა] მარიამ ქვარცხავა (სხდომის მდივანი)
[ხელმოწერა] ეკატერინე მაისურაძე (სამეურვეო საბჭოს წევრი)
[ხელმოწერა] ბექა ბაიაშვილი (სამეურვეო საბჭოს წევრი)
[ხელმოწერა] გიგა დოგუზოვი (სამეურვეო საბჭოს წევრი)