ვიკიმედია საქართველო/სამეურვეო საბჭო/ოქმები/2024/2024-03

14.04.2024
დისტანციურად





ვიკიმედიის მომხმარებელთა საქართველოს ჯგუფის სამეურვეო საბჭოს კრების ოქმი №2024-03
(არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი „ვიკიმედიის მომხმარებელთა საქართველოს ჯგუფი“ [ს/ნ 400272110])





ა(ა)იპ „ვიკიმედიის მომხმარებელთა საქართველოს ჯგუფის“ (ს/ნ 400272110) სამეურვეო საბჭოს შეხვედრა შედგა 2024 წლის 14 აპრილს, 21:00 საათზე. სხდომა ჩატარდა ონლაინ პლატფორმა Google Meet-ის საშუალებით. სხდომას ესწრებოდა სამეურვეო საბჭოს ყველა წევრი, შესაბამისად, სხდომა უფლებამოსილია.

სხდომის ჩატარების შესახებ ინფორმაცია წევრებს სხდომის ჩატარებიდან ერთი კვირით ადრე დაეგზავნათ, წესდებისა და კანონმდებლობის სრული დაცვით.

სხდომას თავმჯდომარეობდა დავით ასრიაშვილი, ხოლო სხდომის მდივანი იყო მარიამ ქვარცხავა.

კრებას ესწრებოდნენ

  1. დავით ასრიაშვილი;
  2. მარიამ ქვარცხავა;
  3. ეკატერინე მაისურაძე;
  4. ბექა ბაიაშვილი;
  5. გიგა დოგუზოვი.

დღის წესრიგი

  1. ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ვიკიმედიელების სტამბოლის შეხვედრისთვის დელეგატების შერჩევა.
  2. „ვიკიმედიის მომხმარებელთა საქართველოს ჯგუფის“ წევრობის მსურველი კანდიდატის, ბექა კაციტაძის, განაცხადის განხილვა.

კრებამ იმსჯელა / დაადგინა

  1. ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ვიკიმედიელების სტამბოლის შეხვედრისთვის „ვიკიმედიის მომხმარებელთა საქართველოს ჯგუფის“ დელეგატებად, ხმათა უმრავლესობით, შეირჩნენ ორგანიზაციის წევრები, ზურაბ ლებანიძე და მარიამ ქვარცხავა.
  2. „ვიკიმედიის მომხმარებელთა საქართველოს ჯგუფის“ სამეურვეო საბჭომ იმსჯელა მოქალაქე ბექა კაციტაძის ორგანიზაციის წევრობის შესახებ. სამეურვეო საბჭომ ერთხმად უარი განაცხადე მის წევრობაზე ამ ეტაპზე. სამეურვეო საბჭოს მოსაზრებით, ბექა კაციტაძემ უნდა გააგრძელოს ვიკიმედიის პროექტებში მუშაობა და ორგანიზაციის აქტივობებში აქტიური მონაწილეობა, რომელიც სამომავლოდ შეუქმნის მას გაწევრიანებისთვის წინაპირობას. ამ ეტაპზე ბექა კაციტაძეს ეძლევა რეკომენდაცია გახდეს ორგანიზაციის მოხალისე წევრი.



[ხელმოწერა] დავით ასრიაშვილი (სხდომის თავმჯდომარე)
[ხელმოწერა] მარიამ ქვარცხავა (სხდომის მდივანი)