ვიკიმედიის მომხმარებელთა საქართველოს ჯგუფი/საერთო ფორუმი/დეკემბერი 2023

ვიკიმედიის მომხმარებელთა საქართველოს ჯგუფი 2023 წლის 24 დეკემბერს, დღის 12:00 საათზე ატარებს ორგანიზაციის რიგგარეშე სხდომას, ორგანიზაციის წესდების 7.4. მუხლის თანახმად.

სხდომის დღის წესრიგია:

  1. ორგანიზაციის წევრთა საერთო ფორუმის სხდომის თავმჯდომარისა და სხდომის მდივანის არჩევა.
  2. „ვიკიმედიის მომხმარებელთა საქართველოს ჯგუფის“ (შემდგომში „ორგანიზაცია“) „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს ახალი კანონის და თანმდევი საკანონმდებლო ცვლილებებთან შესაბამისობაში მოსაყვანად, ორგანიზაციის წესდების ახალი რედაქციის დამტკიცება.
  3. „ვიკიმედიის მომხმარებელთა საქართველოს ჯგუფის“ იურიდიული მისამართის ცვლილება.
  4. „ვიკიმედიის მომხმარებელთა საქართველოს ჯგუფის“ „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს ახალი კანონის და თანმდევი საკანონმდებლო ცვლილებების შესაბამისად, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ერთიანი ელექტრონულ პორტალზე რეგისტრაციის დამტკიცება.
  5. „ვიკიმედიის მომხმარებელთა საქართველოს ჯგუფის“ სამეურვეო საბჭოს წევრების არჩევა, ორგანიზაციის წესდების ახალი რედაქციის შესაბამისად.
  6. „ვიკიმედიის მომხმარებელთა საქართველოს ჯგუფის“ 2023 წლის მოხსენების მოსმენა.
  7. „ვიკიმედიის მომხმარებელთა საქართველოს ჯგუფის“ 2024-2026 წლების სტრატეგიული გეგმის დამტკიცება.
  8. „ვიკიმედიის მომხმარებელთა საქართველოს ჯგუფის“ 2024 წლის გეგმის დამტკიცება.

„ვიკიმედიის მომხმარებელთა საქართველოს ჯგუფის“ საერთო ფორუმის სხდომა გაიმართება ილია ჭავჭავაძის გამზ. 37მ (აქსის თაუერსი, მე-5 სართული), თბილისი, საქართველო.

პატივისცემით, ვიკიმედიის მომხმარებელთა საქართველოს ჯგუფის სამეურვეო საბჭო.