ვმ საქართველო/კონკურსები/2020/კინოხელოვნება

კინოხელოვნება

კინოხელოვნებავიკიმედიის მომხმარებელთა საქართველოს ჯგუფის კონკურსი. კონკურსის მიზანია ქართულ ვიკიპედიაში მსოფლიო კინოხელოვნების შესახებ ახალი სტატიების შექმნა.

კონკურსი გაიმართება ქართულენოვან ვიკიპედიაში. მონაწილეებმა უნდა შექმნან ახალი სტატიები. სტატიის მინიმალური შეფასებაა 1 ქულა, ხოლო მაქსიმალური — 3 ქულა.

სტატია 1 დეკემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით უნდა იყოს შექმნილი და მომხმარებლის მიერ კონკურსის განმავლობაში დამატებული ინფორმაცია იყოს მინიმუმ 3 000 ბაიტი და 250 სიტყვა. შეფასების კრიტერიუმები დაწვრილებით შეგიძლიათ იხილოთ ამ ბმულზე.



ახალი სტატიის შესაქმნელად გადადით


შექმნილი სტატიების სია
სტატიის შექმნის შემდეგ დაამატეთ ის პროგრამაში

წესები

მოთხოვნები სტატიისათვის
  • სტატია შექმნილი უნდა იყოს თქვენ მიერ 2020 წლის
    1 დეკემბრის 0:00 (UTC)-დან - 31 დეკემბრის, 23:59 (UTC)-მდე.
    UTC დროის სანახავად დააჭირეთ აქ.
    საქართველო UTC+4 დროის სარტყელში მდებარეობს, შესაბამისად UTC 14:00 საათი საქართველოს დროით (UTC +4) 18:00 საათია. საქართველოს დროით კონკურსის ვადებია 2020 წლის 1 დეკემბრის 04:00-დან 1 იანვრის, 04:00-მდე
  • შექმნილი სტატიის რიცხვითი მოცულობა უნდა იყოს სულ მცირე 3 000 ბაიტი და არანაკლებ 250 სიტყვა.
  • სტატია უნდა აკმაყოფილებდეს ვიკიპედიის საბაზისო კრიტერიუმებს.
  • სტატია შეიძლება შეიქმნას შემდეგ თემებზე: კინოფილმები, ტელესერიალები, მულტფილმები, მსახიობები, რეჟისორები.
  • სტატიას მითითებული უნდა ჰქონდეს საკმარისი აკადემიური წყაროები; საეჭვო ან ურთიერთგამომრიცხავი წინადადებები გამყარებული უნდა იყოს შესაბამისი წყაროებით.
  • სტატია არ უნდა იყოს მანქანური თარგმანი და უნდა იყოს დაწერილი გამართული სალიტერატურო ენით.
  • სტატია უნდა იყოს უნაკლო (ქართული ვიკიპედიის წესებთან შესაბამისი ფორმატირება (ვიკიფიცირება), წყაროების გამოყენება და ციტირების წესები, ტეგებისა და თარგების სათანადო გამოყენება, ილუსტრირება) კონკურსის დასრულებისთვის, ანუ 31 დეკემბერს, 23:59 (UTC)-თვის.
  • სტატია უნდა იყოს ინფორმაციული.
  • დაუშვებელია პლაგიატი — თუ სტატია იქნება დაწერილი მხოლოდ ერთ წყაროზე დაყრდნობით, მაშინ სტატიის ტექსტი სრულიად გადასხვაფერებული უნდა იყოს და არ ემთხვეოდეს წყაროს ტექსტს.
სავალდებულო მოთხოვნები კონკურსანტისადმი
  • კონკურსანტი დარეგისტრირებული უნდა იყოს ვიკიპედიაში.
  • ყოველი კონკურსანტი მონაწილეობს მხოლოდ ერთი ანგარიშით.
  • მონაწილეს ანგარიშზე მიბმული უნდა ჰქონდეს ელექტრონული ფოსტის მისამართი.
აკრძალვები
  • კონკურსის კოორდინატორისთვის საპრიზო ადგილისთვის კონკურსში მონაწილეობა აკრძალულია.
  • ჟიურის წევრებისთვის საპრიზო ადგილისთვის კონკურსში მონაწილეობა აკრძალულია.
  • ვმ საქართველოს ბორდის წევრებისთვის საპრიზო ადგილისთვის კონკურსში მონაწილეობა აკრძალულია.
  • აკრძალულია ერთდროულად ორ ან მეტ სტატიაში თარგ {{subst:მუშავდება}}-ს გამოყენება.
პასუხისმგებლობა
  • საბოლოო გადაწყვეტილებას ამა თუ იმ სტატიის მიღების ან უარყოფის შესახებ ადგილობრივი ვიკიპედიის ჟიური იღებს.
  • ჟიურის გადაწყვეტილება საბოლოოა და არ ექვემდებარება გასაჩივრებას.
  • ჟიურის შეუძლია აუკრძალოს კონკურსში მონაწილეობა კონკურსანტს კონკურსის ნებისმიერ ეტაპზე და ყველა იმ შემთხვევაში, რომელიც, ჟიურის მოსაზრებით, ეწინააღმდეგება „სამართლიანი თამაშის“ წესს.
  • კონკურსის ორგანიზატორები არ არიან პასუხისმგებელნი, თუ კონკურსის მონაწილემ დაარღვია საავტორო უფლებები.
  • კონკურსის ორგანიზატორები არ არიან პასუხისმგებელნი კონკურსის მონაწილეთა მიერ შექმნილი გვერდების ვიკიპედიიდან შესაძლო წაშლაზე.

პრიზი

„ვიკიმედია მომხმარებელთა საქართველოს ჯგუფი“ კონკურსში მიღებული ქულების რაოდენობით გამარჯვებულ მონაწილეებს (ხუთი საპრიზო ადგილი) დააჯილდოებს შემდეგი პრიზებით:

  • პირველი ადგილი : პრინტერი (Canon)
  • მეორე ადგილი : მარშალის ყურსასმენები (უკაბელო)
  • მესამე ადგილი : პორტატული აკუსტიკური სისტემა (დინამიკი)
  • მეოთხე ადგილი : პორტატული დამტენი (UGREEN)
  • მეხუთე ადგილი : პორტატული დამტენი (HOCO)

შენიშვნა: საპრიზო ადგილების პრეტენდენტებმა სრულყოფილად მინიმუმ 10 სტატია მაინც უნდა შექმნან.

კოორდინატორი

ჟიური

შედეგები

შედეგების სანახავად გადადით ამ ბმულზე

ორგანიზატორი

ვიკიმედიის მომხმარებელთა საქართველოს ჯგუფი
contests(_AT_)wikimedia.ge