ვმ საქართველო/კონკურსები/2021/ვიკიგაზაფხული
ვიკიგაზაფხული — ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ვიკიმედიის (WMCEE) მიერ ორგანიზებული საერთაშორისო კონკურსი, რომლის ფარგლებშიც მონაწილეებმა ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის რეგიონში შემავალი ქვეყნების შესახებ უნდა შექმნან სტატიები.
კონკურსის გამარჯვებულები დაჯილდოვდებიან სხვადასხვა პრიზებით. შეფასების სქემის სანახავად გადადით ბმულზე
წესები
ახალი სტატია უნდა იყოს მხოლოდ ქვემოთ მოცემული სიიდან, მინიმუმ 200 სიტყვა, ზომით 2 000 ბაიტი, არ უნდა იყოს სია.
- ახალი/გაუმჯობესებული სტატია უნდა იყოს მხოლოდ ქვემოთ მოცემული სიიდან.
- კონკურსში მონაწილეობა შეუძლია ნებისმიერ დარეგისტრირებულ მომხმარებელს;
- სტატიები უნდა შეიქმნას/გაუმჯობესდეს 21 მარტი, 2021 0:00-დან - 31 მაისი, 2021 23:59-მდე;
- სტატიები უნდა იყოს ცენტრალური და აღმოსავლეთი ევროპის ქვეყნების შესახებ (დასაწერი სტატიების სია ქვეყნების მიხედვით იხილეთ აქ, გამონაკლისია საკუთარი ქვეყანა (ჩვენ შემთხვევაში საქართველო) რომელზეც საქართველოდან სტატიები არ იწერება;
- კონკურსში მონაწილეობს მხოლოდ მისი მიმდინარეობისას შექმნილი სტატიები;
- სტატია არ უნდა იყოს წყაროდან უცვლელად გადმოკოპირებული და არ უნდა არღვევდეს საავტორო უფლებებს;
- სტატიას მითითებული უნდა ჰქონდეს საკმარისი აკადემიური წყაროები; საეჭვო ან ურთიერთგამომრიცხავი წინადადებები გამყარებული უნდა იყოს შესაბამისი წყაროებით.
- სტატია არ უნდა იყოს მანქანური თარგმანი და უნდა იყოს დაწერილი გამართული სალიტერატურო ენით.
- კონკურსის დასრულებისას, სტატია უნდა იყოს უნაკლო (ქართული ვიკიპედიის წესებთან შესაბამისი ფორმატირება (ვიკიფიცირება), წყაროების გამოყენება და ციტირების წესები, ტეგებისა და თარგების სათანადო გამოყენება, ილუსტრირება).
- სტატია არ უნდა იყოს სია.
- არ გამოიყენოთ თარგი {{subst:L}} ერთდროულად ორზე მეტ სტატიაში;
- თითოეულმა კონკურსანტმა შესაძლებელია გაიმარჯვოს მხოლოდ ერთ ნომინაციაში;
არ დაგავიწყდეთ!
- სავალდებულო მოთხოვნები კონკურსანტისადმი
- კონკურსანტი დარეგისტრირებული უნდა იყოს ვიკიპედიაში.
- ყოველი კონკურსანტი მონაწილეობს მხოლოდ ერთი ანგარიშით.
- მონაწილეს ანგარიშზე მიბმული უნდა ჰქონდეს ელექტრონული ფოსტის მისამართი.
- აკრძალვები
- კონკურსის კოორდინატორისთვის და „ვმ საქართველოს“ ბორდის წევრებისთვის საპრიზო ადგილისთვის კონკურსში მონაწილეობა აკრძალულია.
- ჟიურის წევრებისთვის საპრიზო ადგილისთვის კონკურსში მონაწილეობა აკრძალულია.
- აკრძალულია ერთდროულად ორ ან მეტ სტატიაში თარგ {{subst:მუშავდება}}-ს გამოყენება.
მონაწილე განყოფილებები და დასაწერი სტატიების სია
გამარჯვებულთა გამოვლენა
გამარჯვებულების გამოვლენა მოხდება 1 ივნისიდან 31 ივლისამდე პერიოდში.
პრიზები
კონკურსის გამარჯვებულები დაჯილდოვდებიან სხვადასხვა პრიზებით.
- პირველი ადგილი : სმარტფონი Xiaomi Poco M3 Dual Sim 4GB RAM 64GB LTE
- მეორე ადგილი : სმარტფონი Nokia 3.4 Grey
- მესამე ადგილი : უსადენო ყურსასმენები
- მეოთხე ადგილი : უსადენო ყურსასმენები
- მეხუთე ადგილი : უსადენო ყურსასმენები