ვიკის უყვარს კავკასია
შეფასების სქემა
ქულა
|
მოთხოვნა
|
1
|
სტატია აკმაყოფილებს მინიმალურ მოთხოვნებს: 1) სტატიის ზომა შეადგენს მინიმუმ 3 000 ბაიტს და სიტყვათა რაოდენობა არის 250; 2) სტატიას გააჩნია მინიმუმ ერთი სანდო წყარო (ეს შეიძლება იყოს ლიტერატურის, ინტერნეტ-რესურსის ან სქოლიოს სახით); 3) სტატიას არ გააჩნია პრობლემური თარგი; 4) სტატია სტილისტურად და ენობრივად გამართულია; 5) სტატია კავშირშია კავკასიასთან.
|
2
|
1) სტატიაში სიტყვების რაოდენობა 300 ან მეტია; 2) სტატიას გააჩნია ორი ან ორზე მეტი სანდო წყარო (ეს შეიძლება იყოს ლიტერატურის, ინტერნეტ-რესურსის ან სქოლიოს სახით); 3) სტატია სტილისტურად და ენობრივად სრულად გამართულია; 4) სტატიაში მითითებულია 2-ზე მეტი კატეგორია; 5) სტატია კავშირშია კავკასიასთან.
|
3
|
1) სტატიაში სიტყვების რაოდენობა 350 ან მეტია; 2) სტატიას გააჩნია ოთხი ან ოთხზე მეტი სანდო წყარო (ეს შეიძლება იყოს ლიტერატურის, ინტერნეტ-რესურსის ან სქოლიოს სახით); 3) სტატია სტილისტურად და ენობრივად უნაკლოა; 4) სტატიაში მოცემულია ინფოდაფა და ფოტო(ებ)ი; 5) სტატიაში მითითებულია 2-ზე მეტი კატეგორია; 5) სტატია კავშირშია კავკასიასთან.
|
- თუ სტატია მოთხოვნილი კრიტერიუმების უმრავლესობას (მათ შორის აუცილებლად სიტყვების რაოდენობას) აკმაყოფილებს, სტატიის შეფასებაზე საბოლოო გადაწყვეტილებას იღებს ჟიური და მას შეუძლია იგი შეაფასოს მის ხელთ არსებული უმაღლესი შეფასებით.
შედეგები
კონკურსში მონაწილეობა 5-მა მომხმარებელმა მიიღო. სულ შეიქმნა 356 ახალი სტატია. გამოვლინდა 3 გამარჯვებული ავტორი, რომლებსაც გადაეცათ კონკურსის შესაბამისად განსაზღვრული პრიზები.
სტატისტიკა
საბოლოო შედეგები
გამარჯვებულები
- I ადგილი: Rezo1515
- II ადგილი: Nia chelidze3
- III ადგილი: ალექსანდრე ფოფხაძე