ვმ საქართველო/კონკურსები/2021/ქალები ვიკიპედიაში
წესები
- მოთხოვნები სტატიისთვის
- ახალი სტატია შექმნილი უნდა იყოს თქვენ მიერ 2021 წლის
15 თებერვლის 0:00 (UTC)-დან - 15 მარტის 23:59 (UTC)-მდე.
UTC დროის სანახავად დააჭირეთ აქ.
შენიშვნა: საქართველო UTC+4 დროის სარტყელში მდებარეობს, შესაბამისად UTC 14:00 საათი საქართველოს დროით (UTC +4) 18:00 საათია. საქართველოს დროით კონკურსის ვადებია 2021 წლის 15 თებერვლის 04:00-დან 16 მარტის, 03:59-მდე - სტატიის მოცულობა უნდა იყოს სულ მცირე 3 000 ბაიტი და შედგებოდეს არანაკლებ 300 სიტყვისაგან.
1 ბაიტი = (მიახლოებით) 1 ასო-ნიშანი - სტატია უნდა იყოს მხოლოდ ქალების შესახებ.
- სტატია უნდა აკმაყოფილებდეს ცნობადობისა და ვიკიპედიის საბაზისო კრიტერიუმებს.
- სტატიას მითითებული უნდა ჰქონდეს საკმარისი აკადემიური წყაროები; საეჭვო ან ურთიერთგამომრიცხავი წინადადებები გამყარებული უნდა იყოს შესაბამისი წყაროებით.
- სტატია არ უნდა იყოს მანქანური თარგმანი და უნდა იყოს დაწერილი გამართული სალიტერატურო ენით.
- სტატია უნდა იყოს უნაკლო (ქართული ვიკიპედიის წესებთან შესაბამისი ფორმატირება (ვიკიფიცირება), წყაროების გამოყენება და ციტირების წესები, ტეგებისა და თარგების სათანადო გამოყენება, ილუსტრირება) კონკურსის დასრულებისთვის, ანუ 16 მარტის, 04:00 (UTC)-თვის.
- სტატია არ უნდა იყოს სია.
- სტატია უნდა იყოს ინფორმაციული.
- დაუშვებელია პლაგიატი - თუ სტატია იქნება დაწერილი მხოლოდ ერთ წყაროზე დაყრდნობით, მაშინ სტატიის ტექსტი სრულიად გადასხვაფერებული უნდა იყოს და არ ემთხვეოდეს წყაროს ტექსტს.
- სავალდებულო მოთხოვნები კონკურსანტისადმი
- კონკურსანტი დარეგისტრირებული უნდა იყოს ვიკიპედიაში.
- ყოველი კონკურსანტი მონაწილეობს მხოლოდ ერთი ანგარიშით.
- მონაწილეს ანგარიშზე მიბმული უნდა ჰქონდეს ელექტრონული ფოსტის მისამართი.
- აკრძალვები
- კონკურსის კოორდინატორისთვის საპრიზო ადგილისთვის კონკურსში მონაწილეობა აკრძალულია.
- ჟიურის წევრებისთვის საპრიზო ადგილისთვის კონკურსში მონაწილეობა აკრძალულია.
- ვმ საქართველოს ბორდის წევრებისთვის საპრიზო ადგილისთვის კონკურსში მონაწილეობა აკრძალულია.
- აკრძალულია ერთდროულად ორ ან მეტ სტატიაში თარგ {{subst:მუშავდება}}-ს გამოყენება.
- პასუხისმგებლობა
- საბოლოო გადაწყვეტილებას ამა თუ იმ სტატიის მიღების ან უარყოფის შესახებ ადგილობრივი ვიკიპედიის ჟიური იღებს.
- ჟიურის გადაწყვეტილება საბოლოოა და არ ექვემდებარება გასაჩივრებას.
- ჟიურის შეუძლია აუკრძალოს კონკურსში მონაწილეობა კონკურსანტს კონკურსის ნებისმიერ ეტაპზე და ყველა იმ შემთხვევაში, რომელიც, ჟიურის მოსაზრებით, ეწინააღმდეგება „სამართლიანი თამაშის“ წესს.
- კონკურსის ორგანიზატორები არ არიან პასუხისმგებელნი, თუ კონკურსის მონაწილემ დაარღვია საავტორო უფლებები.
- კონკურსის ორგანიზატორები არ არიან პასუხისმგებელნი კონკურსის მონაწილეთა მიერ შექმნილი გვერდების ვიკიპედიიდან შესაძლო წაშლაზე.
პრიზი
„ვიკიმედია მომხმარებელთა საქართველოს ჯგუფი“ კონკურსში მიღებული ქულების რაოდენობით გამარჯვებულ მონაწილეებს (ხუთი საპრიზო ადგილი) დააჯილდოებს შემდეგი პრიზებით:
- პირველი ადგილი : ტელევიზორი (TCL)
- მეორე ადგილი : პლანშეტი (Amazon Fire)
- მესამე ადგილი : წყალგაუმტარი ქურთუკი (THE NORTH FACE)
- 4 მეოთხე ადგილი : სკეიტბორდი + ვიკიპედიის მაისური
- 5 მეხუთე ადგილი : სალაშქრო ზურგჩანთა + ვიკიპედიის მაისური
- შენიშვნა
- პირველ ადგილზე პრეტენზიის მქონე მონაწილეს, კონკურსის ფარგლებში, მინიმუმ 30 სტატია უნდა ჰქონდეს შექმნილი.
- მეორე ადგილზე პრეტენზიის მქონე მონაწილეს, კონკურსის ფარგლებში, მინიმუმ 20 სტატია უნდა ჰქონდეს შექმნილი.
- მესამე ადგილზე პრეტენზიის მქონე მონაწილეს, კონკურსის ფარგლებში, მინიმუმ 15 სტატია უნდა ჰქონდეს შექმნილი.
- დანარჩენ ადგილზე პრეტენზიის მქონე მონაწილეს, კონკურსის ფარგლებში, მინიმუმ 10 სტატია უნდა ჰქონდეს შექმნილი.
კოორდინატორი
ჟიური
- მეჰმან იბრაგიმოვი
- ჯაბა ლაბაძე
- Nina1009
შედეგები
შედეგების სანახავად გადადით ამ ბმულზე