ვმ საქართველო/კონკურსები/2022/ვიკიპედიის აზიის თვე
წესები
მოკლედ: ახალი სტატია, აზიის შესახებ, კარგი ხარისხი, მინიმუმ 3 000 ბაიტი და 300 სიტყვა, 2022 წლის ნოემბერში შექმნილი და არ უნდა იყოს სია.
კონკრეტულად:
- სტატია შექმნილი უნდა იყოს თქვენ მიერ 2022 წლის
2 ნოემბრის 0:00 (UTC)-დან - 1 დეკემბრის 23:59 (UTC)-მდე.
UTC დროის სანახავად დააჭირეთ აქ.
საქართველო UTC+4 დროის სარტყელში მდებარეობს, შესაბამისად UTC 14:00 საათი საქართველოს დროით (UTC +4) 18:00 საათია. საქართველოს დროით კონკურსის ვადებია 2022 წლის 2 ნოემბრის 04:00-დან 2 დეკემებრის, 03:59-მდე - სტატიის მოცულობა უნდა იყოს სულ მცირე 3 000 ბაიტი და შედგებოდეს არანაკლებ 300 სიტყვისაგან.
- სტატია უნდა აკმაყოფილებდეს ცნობადობის კრიტერიუმებს.
- სტატიას მითითებული უნდა ჰქონდეს საკმარისი აკადემიური წყაროები; საეჭვო ან ურთიერთგამომრიცხავი წინადადებები გამყარებული უნდა იყოს შესაბამისი წყაროებით.
- სტატია არ უნდა იყოს მანქანური თარგმანი და უნდა იყოს დაწერილი გამართული სალიტერატურო ენით.
- სტატია უნდა იყოს უნაკლო (ქართული ვიკიპედიის წესებთან შესაბამისი ფორმატირება (ვიკიფიცირება), წყაროების გამოყენება და ციტირების წესები, ტეგებისა და თარგების სათანადო გამოყენება, ილუსტრირება) კონკურსის დასრულებისთვის, ანუ 2 დეკემბრის, 04:00 (UTC)-თვის.
- სტატია უნდა იყოს ინფორმაციული.
- სტატია არ უნდა იყოს სია.
- სტატია უნდა იყოს აზიის ქვეყნის ან რეგიონის შესახებ (გამონაკლისია საკუთარი ქვეყანა).
- სავალდებულო მოთხოვნები კონკურსანტისადმი
- კონკურსანტი დარეგისტრირებული უნდა იყოს ვიკიპედიაში.
- ყოველი კონკურსანტი მონაწილეობს მხოლოდ ერთი ანგარიშით.
- მონაწილეს ანგარიშზე მიბმული უნდა ჰქონდეს ელექტრონული ფოსტის მისამართი.
- აკრძალვები
- კონკურსის კოორდინატორისთვის საპრიზო ადგილისთვის კონკურსში მონაწილეობა აკრძალულია.
- ჟიურის წევრებისთვის საპრიზო ადგილისთვის კონკურსში მონაწილეობა აკრძალულია.
- აკრძალულია ერთდროულად ორ ან მეტ სტატიაში თარგ {{subst:მუშავდება}}-ს გამოყენება.
- პასუხისმგებლობა
- საბოლოო გადაწყვეტილებას ამა თუ იმ სტატიის მიღების ან უარყოფის შესახებ ადგილობრივი ვიკიპედიის ჟიური იღებს.
- ჟიურის გადაწყვეტილება საბოლოოა და არ ექვემდებარება გასაჩივრებას.
- ჟიურის შეუძლია აუკრძალოს კონკურსში მონაწილეობა კონკურსანტს კონკურსის ნებისმიერ ეტაპზე და ყველა იმ შემთხვევაში, რომელიც, ჟიურის მოსაზრებით, ეწინააღმდეგება „სამართლიანი თამაშის“ წესს.
- კონკურსის ორგანიზატორები არ არიან პასუხისმგებელნი, თუ კონკურსის მონაწილემ დაარღვია საავტორო უფლებები.
- კონკურსის ორგანიზატორები არ არიან პასუხისმგებელნი კონკურსის მონაწილეთა მიერ შექმნილი გვერდების ვიკიპედიიდან შესაძლო წაშლაზე.
- შენიშვნები
- კრიტერიუმების შესაბამისი 4 სტატიის შექმნის შემთხევაში, თქვენ აზიური საზოგადოების ერთ-ერთი წვრისაგან ვიკიპედიის აზიის თვის საფოსტო ბარათს მიიღებთ.
- ვიკიპედიის აზიის ელჩი მიიღებს აზიური განყოფილებისგან ხელმოწერილ სერთიფიკატს და დამატებით საფოსტო ბარათს. დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ კითხვა-პასუხი.
პრიზები
„ვიკიმედია მომხმარებელთა საქართველოს ჯგუფი“ მარათონში მიღებული ქულების რაოდენობით გამარჯვებულ მონაწილეებს (სამი საპრიზო ადგილი) დააჯილდოებს შემდეგი პრიზებით:
- პირველი ადგილი : სმარტ ტელევიზორი
- მეორე ადგილი : სმარტფონი
- მესამე ადგილი : უსადენო ყურსასმენები (Headset)
კოორდინატორები
ჟიური
შედეგები
შედეგების სანახავად გადადით ამ ბმულზე