ვმ საქართველო/კონკურსები/2022/ვიკის უყვარს კავკასია/შედეგები

ვიკის უყვარს კავკასია

შეფასების სქემა

ქულა მოთხოვნა
1 სტატია აკმაყოფილებს მინიმალურ მოთხოვნებს: 1) სტატიის ზომა შეადგენს მინიმუმ 3 000 ბაიტს და სიტყვათა რაოდენობა არის 250; 2) სტატიას გააჩნია მინიმუმ ერთი სანდო წყარო (ეს შეიძლება იყოს ლიტერატურის, ინტერნეტ-რესურსის ან სქოლიოს სახით); 3) სტატიას არ გააჩნია პრობლემური თარგი; 4) სტატია სტილისტურად და ენობრივად გამართულია; 5) სტატია კავშირშია კავკასიასთან.
2 1) სტატიაში სიტყვების რაოდენობა 300 ან მეტია; 2) სტატიას გააჩნია ორი ან ორზე მეტი სანდო წყარო (ეს შეიძლება იყოს ლიტერატურის, ინტერნეტ-რესურსის ან სქოლიოს სახით); 3) სტატია სტილისტურად და ენობრივად სრულად გამართულია; 4) სტატიაში მითითებულია 2-ზე მეტი კატეგორია; 5) სტატია კავშირშია კავკასიასთან.
3 1) სტატიაში სიტყვების რაოდენობა 350 ან მეტია; 2) სტატიას გააჩნია ოთხი ან ოთხზე მეტი სანდო წყარო (ეს შეიძლება იყოს ლიტერატურის, ინტერნეტ-რესურსის ან სქოლიოს სახით); 3) სტატია სტილისტურად და ენობრივად უნაკლოა; 4) სტატიაში მოცემულია ინფოდაფა და ფოტო(ებ)ი; 5) სტატიაში მითითებულია 2-ზე მეტი კატეგორია; 5) სტატია კავშირშია კავკასიასთან.
  • შენიშვნა:
  1. თუ სტატია მოთხოვნილი კრიტერიუმების უმრავლესობას (მათ შორის აუცილებლად სიტყვების რაოდენობას) აკმაყოფილებს, სტატიის შეფასებაზე საბოლოო გადაწყვეტილებას იღებს ჟიური და მას შეუძლია იგი შეაფასოს მის ხელთ არსებული უმაღლესი შეფასებით.

შედეგები

კონკურსში მონაწილეობა ოთხმა მომხმარებელმა მიიღო, სულ შეიქმნა 59 ახალი სტატია. „ვიკიმედია მომხმარებელთა საქართველოს ჯგუფი“ კონკურსში მიღებული ქულების რაოდენობით გამარჯვებულ მონაწილეებს (სამი საპრიზო ადგილი) პრიზებით დააჯილდოებს.


სტატისტიკა

მომხმარებელი სულ სტატია ჩათვლილი ჩაუთვლელი
Irmaguru 29 29 0
ალექსანდრე ფოფხაძე 18 18 0
ნინო ხუბულავა 9 9 0
ზურა6446 3 3 0

საბოლოო შედეგები

მომხმარებელი ქულა ადგილი
Irmaguru 67,33 1
ალექსანდრე ფოფხაძე 44,33 2
ნინო ხუბულავა 19,33 3
ზურა6446 8,67 4

გამარჯვებულები

  • I ადგილი: Irmaguru
  • II ადგილი: ალექსანდრე ფოფხაძე
  • III ადგილი: ნინო ხუბულავა