ვიკიგაზაფხული 2024
შეფასების სქემა
ქულა
|
მოთხოვნა
|
1
|
სტატია აკმაყოფილებს მინიმალურ მოთხოვნებს: 1) სტატიის ზომა შეადგენს მინიმუმ 3 000 ბაიტს და სიტყვათა რაოდენობა არის 300; 2) სტატიას გააჩნია მინიმუმ ერთი სანდო წყარო (ეს შეიძლება იყოს ლიტერატურის, ინტერნეტ-რესურსის ან სქოლიოს სახით); 3) სტატიას არ გააჩნია პრობლემური თარგი; 4) სტატია სტილისტურად და ენობრივად გამართულია.
|
2
|
1) სტატიაში სიტყვების რაოდენობა 300-ზე მეტია; 2) სტატიას გააჩნია ორი ან ორზე მეტი სანდო წყარო (ეს შეიძლება იყოს ლიტერატურის, ინტერნეტ-რესურსის ან სქოლიოს სახით); 3) სტატია სტილისტურად და ენობრივად სრულად გამართულია; 4) სტატიაში მითითებულია 2-ზე მეტი კატეგორია.
|
3
|
1) სტატიაში სიტყვების რაოდენობა 350 ან მეტია; 2) სტატიას გააჩნია ოთხი ან ოთხზე მეტი სანდო წყარო (ეს შეიძლება იყოს ლიტერატურის, ინტერნეტ-რესურსის ან სქოლიოს სახით); 3) სტატია სტილისტურად და ენობრივად უნაკლოა; 4) სტატიაში მოცემულია ინფოდაფა და ფოტო(ებ)ი; 5) სტატიაში მითითებულია 3-ზე მეტი კატეგორია.
|
4
|
1) სტატიაში სიტყვების რაოდენობა 400 ან მეტია; 2) სტატიას გააჩნია ექვსი ან ექვსზე მეტი სამივე სახეობის (ლიტერატურა, რესურსები ინტერნეტში და სქოლიო) სანდო წყარო; 3) სტატია სტილისტურად და ენობრივად სრულად გამართულია; 4) სტატიაში მოცემულია ინფოდაფა და ფოტო(ებ)ი; 5) სტატიაში მითითებულია 4-ზე მეტი კატეგორია.
|
5
|
1) სტატიაში სიტყვების რაოდენობა 500 ან მეტია; 2) სტატიას გააჩნია რვა ან რვაზე მეტი სამივე სახეობის (ლიტერატურა, რესურსები ინტერნეტში და სქოლიო) სანდო წყარო; 3) სტატია სტილისტურად და ენობრივად სრულად გამართულია; 4) სტატიაში მოცემულია ინფოდაფა და ფოტო(ებ)ი; 5) სტატიაში მითითებულია 5-ზე მეტი კატეგორია.
|
- თუ სტატია მოთხოვნილი კრიტერიუმების უმრავლესობას (მათ შორის აუცილებლად სიტყვების რაოდენობას) აკმაყოფილებს, სტატიის შეფასებაზე საბოლოო გადაწყვეტილებას იღებს ჟიური და მას შეუძლია იგი შეაფასოს მის ხელთ არსებული უმაღლესი შეფასებით.
-
- შეფასების აღნიშნულ სქემა მოქმედებს გაუმჯობესებულ სტატიებზეც. დაითვლება მხოლოდ მომხმარებლის მიერ კონკურსის ფარგლებში შეტანილი წვლილი.
შედეგები
კონკურსში მონაწილეობა 4-მა მომხმარებელმა მიიღო, სულ შეიქმნა 236 ახალი სტატია. „ვიკიმედიის მომხმარებელთა საქართველოს ჯგუფი“ კონკურსში მიღებული ქულების რაოდენობით გამარჯვებულ მონაწილეებს (ოთხი საპრიზო ადგილი) პრიზებით დააჯილდოებს.
სტატისტიკა
საბოლოო შედეგები
გამარჯვებულები
- I ადგილი: Ekkatterrinna
- II ადგილი: მიმოზა
- III ადგილი: Irmaguru