ვიკიმედია საქართველო/სამეურვეო საბჭო/ოქმები/2020/2020-01
(გადმომისამართდა ვმ საქართველო/სამეურვეო საბჭო/ოქმები/2020/2020-01-დან)
19.01.2020
ქ. თბილისი, საქართველო
ვიკიმედიის მომხმარებელთა საქართველოს ჯგუფის სამეურვეო საბჭოს კრების ოქმი №2020-01
(არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი „ვიკიმედიის მომხმარებელთა საქართველოს ჯგუფი“ [ს/ნ 400272110])
კრებას ესწრებოდნენ
- მეჰმან იბრაგიმოვი (პ/ნ: XXXX) სტატუსი კრებაზე – დამფუძნებელი წევრი; სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარე.
- მიხეილი ჭაბუკაშვილი (პ/ნ: XXXX) სტატუსი კრებაზე – დამფუძნებელი წევრი; სამეურვეო საბჭოს წევრი.
- ჯაბა ლაბაძე (პ/ნ: XXXX) სტატუსი კრებაზე – დამფუძნებელი წევრი; სამეურვეო საბჭოს წევრი.
- დავით ასრიაშვილი (პ/ნ: XXXX) სტატუსი კრებაზე – დამფუძნებელი წევრი; სამეურვეო საბჭოს წევრი.
- მიხეილ ჩხიკვაძე (პ/ნ: XXXX) სტატუსი კრებაზე – დამფუძნებელი წევრი; სამეურვეო საბჭოს წევრი.
- იაკობ მახარაძე (პ/ნ: XXXX) სტატუსი კრებაზე – სამეურვეო საბჭოს წევრი.
- მარიამ ქვარცხავა (პ/ნ: XXXX) სტატუსი კრებაზე – სამეურვეო საბჭოს წევრი.
- გიორგი მელაშვილი (პ/ნ: XXXX) სტატუსი კრებაზე – სამეურვეო საბჭოს წევრი.
განსახილველი საკითხი
- ააიპ „ვიკიმედიის მომხმარებელთა საქართველოს ჯგუფის“ საერთო ფორუმის მიერ „ორგანიზაციის“ სამეურვეო საბჭოში არჩეული სამი ახალი წევრის დამტკიცება; დანართის სახით მოცემულია საერთო ფორუმის ოქმი, კოდით: №2019-01.
- ააიპ „ვიკიმედიის მომხმარებელთა საქართველოს ჯგუფის“ 2019 წლის საფინანსო და სამოქმედო მოხსენებების დამტკიცება. დოკუმენტების კოდი:
- საფინანსო მოხსენება: UG-GE-FR №019-01.
- სამოქმედო მოხსენება: UG-GE-FR №019-02.
- ააიპ „ვიკიმედიის მომხმარებელთა საქართველოს ჯგუფის“ სამეურვეო საბჭოს მომავალი არჩევნების თარიღის განსაზღვრა.
- „რუსეთის ვიკიკონფერენცია 2020“-ზე მონაწილეობის დამტკიცება და დელეგატის განსაზღვრა.
- ააიპ „ვიკიმედიის მომხმარებელთა საქართველოს ჯგუფის“ სამეურვეო საბჭოს სხდომის მოადგილეს განსაზღვრა.
კრებამ დაადგინა
- ააიპ „ვიკიმედიის მომხმარებელთა საქართველოს ჯგუფის“ საერთო ფორუმის მიერ არჩეული სამი პირი (1. იაკობ მახარაძე/XXXX; 2. მარიამ ქვარცხავა/XXXX; 3. გიორგი მელაშვილი/XXXX) დამტკიცდეს „ორგანიზაციის“ სამეურვეო საბჭოს ახალ წევრებად. გადაწყვეტილება ააიპ „ვიკიმედიის მომხმარებელთა საქართველოს ჯგუფის“ დამფუძნებელი წევრების მიერ ერთხმად დამტკიცდა.
- ააიპ „ვიკიმედიის მომხმარებელთა საქართველოს ჯგუფის“ 2019 წლის საფინანსო და სამოქმედო მოხსენებება ერთხმად დამტკიცდა. დოკუმენტების კოდი:
- საფინანსო მოხსენება: UG-GE-FR №019-01.
- სამოქმედო მოხსენება: UG-GE-FR №019-02.
- ააიპ „ვიკიმედიის მომხმარებელთა საქართველოს ჯგუფის“ სამეურვეო საბჭოს მომავალი არჩევნების თარიღად განისაზღვრა 2021 წლის 18 დეკემბერი (შაბათი). გადაწყვეტილება ერთხმად დამტკიცდა.
- „რუსეთის ვიკიკონფერენცია 2020“-ზე მონაწილეობის დამტკიცება და დელეგატის განსაზღვრა გადაიდო 2020 წლის ივნისის თვის სამეურვეო საბჭოს სხდომამდე. გადაწყვეტილება ერთხმად დამტკიცდა.
- ააიპ „ვიკიმედიის მომხმარებელთა საქართველოს ჯგუფის“ სამეურვეო საბჭოს სხდომის მოადგილედ განისაზღვრა მარიამ ქვარცხავა (პ/ნ: XXXX). გადაწყვეტილება ერთხმად დამტკიცდა.
[ხელმოწერა] მეჰმან იბრაგიმოვი (სხდომის თავმჯდომარე) [ხელმოწერა] მარიამ ქვარცხავა (სხდომის მოადგილე) |