ვიკიმედია საქართველო/სამეურვეო საბჭო/ოქმები/2023/2023-01
(გადმომისამართდა ვმ საქართველო/სამეურვეო საბჭო/ოქმები/2023/2023-01-დან)
28.04.2023
დისტანციურად
ვიკიმედიის მომხმარებელთა საქართველოს ჯგუფის სამეურვეო საბჭოს კრების ოქმი №2023-01
(არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი „ვიკიმედიის მომხმარებელთა საქართველოს ჯგუფი“ [ს/ნ 400272110])
კრებას ესწრებოდნენ
- მეჰმან იბრაგიმოვი // სტატუსი კრებაზე – დამფუძნებელი წევრი; სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარე.
- დავით ასრიაშვილი // სტატუსი კრებაზე – დამფუძნებელი წევრი; სამეურვეო საბჭოს წევრი.
- მიხეილ ჩხიკვაძე // სტატუსი კრებაზე – დამფუძნებელი წევრი; სამეურვეო საბჭოს წევრი.
- იაკობ მახარაძე // სტატუსი კრებაზე – სამეურვეო საბჭოს წევრი.
- გიორგი მელაშვილი // სტატუსი კრებაზე – სამეურვეო საბჭოს წევრი.
დღის წესრიგი
- „ვიკიმედიის მომხმარებელთა საქართველოს ჯგუფში“ 3 ახალი წევრის მიღება/წევრობის აღიარება.
- „ვიკიმედიის მომხმარებელთა საქართველოს ჯგუფიდან“ 1 წევრის გარიცხვა.
- პანორამის თავისუფლების ინიციატივის შესახებ სიახლეების გაცნობა.
- „ვიკიმედიის მომხმარებელთა საქართველოს ჯგუფის“ ჩაპტერის სტატუსზე სამუშაოების და სიახლეების გაცნობა.
- ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ვიკიმედიელების თბილისის კონფერენციის მოსამზადებელი სამუშაოების გაცნობა.
- მასწავლებელთა მარტის ბანაკი და მომავალი მოხალისეთა საზაფხულო ბანაკის მსვლელობის საკითხი.
- „ვიკიმედიის მომხმარებელთა საქართველოს ჯგუფის“ და საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის თანამშრომლობა.
- ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ვიკიმედიელების თბილისის კონფერენციისთვის „ვიკიმედიის მომხმარებელთა საქართველოს ჯგუფის“ დელეგატების შერჩევა.
- „ვიკიმედიის მომხმარებელთა საქართველოს ჯგუფის“ ღონისძიებებზე არასასურველი პირების მონაწილეობის აკრძალვის მიზნით, ორგანიზაციის არასასურველთა სიის (ე.წ. შავი სია) შექმნის საკითხი.
კრებამ იმსჯელა / დაადგინა
- „ვიკიმედიის მომხმარებელთა საქართველოს ჯგუფის“ სამეურვეო საბჭომ ერთხმად მიიღო გადაწყვეტილება ორგანიზაციაში ახალ წევრებად მიიღოს შემდეგი პირები:
- მარიამ ამილახვარი
- ზურაბი ლებანიძე
- გიგა დოგუზოვი
- „ვიკიმედიის მომხმარებელთა საქართველოს ჯგუფის“ სამეურვეო საბჭომ ერთხმად მიიღო გადაწყვეტილება, ორგანიზაციის წესდების 5.14.3 მუხლის მიხედვით, ორგანიზაციის წევრობიდან გარიცხოს შემდეგი 1 პირი:
- ანასტასია ჯღარკავა
- ამა წლის მარტში პარლამენტში გაიმართა „ვიკიმედიის მომხმარებელთა საქართველოს ჯგუფის“, საქპატენტისა და პარლამენტის წევრ მიხეილ სარჯველაძის შორის შეხვედრა პანორამის თავისუფლების თაობაზე. შეხვედრის დროს აღენიშნა პანორამის თავისუფლების არსი და შედგა შეთანხმება ცვლილებების შეტანის ჩარჩოზე. ველოდებით ცვლილებების დაინიცირებას და შემდგომ ნაბიჯებს.
- ადმინისტრაციული გუნდის მიერ ჩაპტერის სტატუსზე კრიტერიუმების განაცხადის შევსების პროცესი გრძელდება, განაცხადის 80% უკვე შევსებულია. განაცხადი წარედგინება აფილიაციის კომიტეტს (AffCom), რომელიც განხილვის შემდეგ, განაცხადს „ფონდ ვიკიმედიის“ თანამშრომლებს გადასცემს განსახილველად და მათი შემოწმების შემდეგ დაიწერება რეკომენდაცია და შემდეგ უკვე საბოლოო გადაწყვეტილებას ფონდ ვიკიმედიის სამეურვეო საბჭო მიიღებს. თუ პროცესი სწრაფად წარიმართება, შესაძლებელია, რომ „ფონდ ვიკიმედიის“ სამეურვეო საბჭომ ორგანიზაციის განაცხადი „ვიკიმანია 2023“ დროს გასამართ შეხვედრაზე განიხილოს და დაამტკიცოს, ანუ 2023 წლის აგვისტოში.
- გრძელდება ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ვიკიმედიელების თბილისის კონფერენციის მოსამზადებელი სამუშაოები. ფონდმა ვიკიმედიამ დაამტკიცა ორგანიზაციის საბიუჯეტო წინადადება და დააფინანსა სრულად კონფერენციის ხარჯები. ამჟამად მიმდინარეობს განაცხადების მიღება კონფერენციის პროგრამაზე, ასევე დელეგატების რეგისტრაციის პროცესი.
- 9-12 მარტს, ვიკიმედია საქართველომ ქალაქ ბორჯომში ჩაატარა მასწავლებლებისთვის ვიკიპედიის ბანაკი, სადაც მათ მენტორებმა შეასწავლეს ვიკიპედიაში და ვიკიმედიის სხვა პროექტებში მუშაობა. ბანაკით ყველა კმაყოფილი დარჩა. ამავე დროს, ვიკიბანაკის ერთ-ერთი მონაწილის და ვიკიმედია საქართველოს ეგიდით გაიხსნა ახალი ვიკიკლუბი ქალაქ სამტრედიაში, სადაც კლუბის საქმიანობას ჩვენი ბანაკის მონაწილე გაუძღვება. ბანაკში ასევე მონაწილეობა მიიღეს საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის ორი თანამშრომელი. ასევე, ამა წლის ზაფხულს, დაახლოებით ივლისის თვეში, იგეგმება მოსწავლეთა ვიკიბანაკის მოწყობა, ადმინისტრაცია აქტიურად მუშაობს ამ საკითხზე.
- „ვიკიმედიის მომხმარებელთა საქართველოს ჯგუფმა“ თანამშრომლობა დაიწყო საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკასთან, რომლის ფარგლებშიც ვიკიმედია საქართველო ჩაუტარებს ტრენინგებს და დაეხმარება ბიბლიოთეკის თანამშრომლებს მუშაობაში ვიკიმედიის პროექტებში, ხოლო ბიბლიოთეკა გამოყოფს რესურსებს ვიკიმედიის პროექტებში მათი თანამშრომლების ჩართულობისთვის. იგეგმება ბიბლიოთეკის ბაზების ინტეგრირება ვიკიმედიის პროექტებში. ამავე დროს, მარტის ბანაკის ფარგლებში, ბიბლიოთეკის ორ თანამშრომელს ჩაუტარდა ტრენინგი ვიკიმედიის პროექტებში მუშაობის მხრივ. იგეგმე ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ხელმოწერა.
- ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ვიკიმედიელების თბილისის კონფერენციაზე „ვიკიმედიის მომხმარებელთა საქართველოს ჯგუფი“ წარმოდგენილი იქნება 5 დელეგატით. ორგანიზაციის სამეურვეო საბჭომ ერთხმად დაამტკიცა შემდეგი პირები ორგანიზაციის დელეგატებად კონფერენციაზე:
- ნინო თურმანიძე (ორგანიზაციის წევრი)
- მანანა შეყილაძე (ორგანიზაციის წევრი)
- მარიამ ამილახვარი (ორგანიზაციის წევრი)
- ეკატერინე სამხარაძე (ვიკიპედიის რედაქტორი)
- ბექა ბაიაშვილი (ორგანიზაციის წევრი)
- „ვიკიმედიის მომხმარებელთა საქართველოს ჯგუფის“ სამეურვეო საბჭომ იმსჯელა „ვიკიმედიის მომხმარებელთა საქართველოს ჯგუფის“ პროგრამებში, პროექტებსა და ღონისძიებებში არასასურველი პირების მონაწილეობის შეზღუდვის საკითხზე და ერთხმად მიიღო გადაწყვეტილება შესაბამისი შემზღუდავი პოლიტიკის და შემდგომში, შესაბამისი რეესტრის შექმნის თაობაზე. ეს მისცემს ორგანიზაციას უფლებას და შესაძლებლობას გახადოს ვიკიმედიური სივრცე და ორგანიზაციის ღონისძიებები უფრო უსაფრთხო და ინკლუზიური. ეს პოლიტიკა, ასევე შესაბამისობაში იქნება „ფონდ ვიკიმედიის“ ანალოგიური პოლიტიკის „გლობალური დაბლოკვის პოლიტიკასთან“ (Global Ban Policy) შესაბამისობაში. პოლიტიკის ტექსტის მომზადება დაევალა ორგანიზაციის თავმჯდომარეს, მეჰმან იბრაგიმოვს. მომზადებული ტექსტის წარდგენა სამეურვეო საბჭოსთვის და მისი დამტკიცება მოხდება საბჭოს შემდეგ ყრილობაზე.
[ხელმოწერა] მეჰმან იბრაგიმოვი (სხდომის თავმჯდომარე) |