ვმ საქართველო/სამეურვეო საბჭო/ოქმები/2024/2024-02
02.03.2024
ქ. თბილისი
ვიკიმედიის მომხმარებელთა საქართველოს ჯგუფის სამეურვეო საბჭოს კრების ოქმი №2024-01
(არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი „ვიკიმედიის მომხმარებელთა საქართველოს ჯგუფი“ [ს/ნ 400272110])
ა(ა)იპ „ვიკიმედიის მომხმარებელთა საქართველოს ჯგუფის“ (ს/ნ 400272110) სამეურვეო საბჭოს შეხვედრა შედგა 2024 წლის 2 მარტს, 12:00 საათზე. სხდომა ჩატარდა ქალაქ თბილისში, ი. აბაშიძის 34 („ტერმინალი“). სხდომას ესწრებოდა სამეურვეო საბჭოს ოთხი წევრი, შესაბამისად, სხდომა უფლებამოსილია.
სხდომის ჩატარების შესახებ ინფორმაცია წევრებს სხდომის ჩატარებიდან ერთი კვირით ადრე დაეგზავნათ, წესდებისა და კანონმდებლობის სრული დაცვით.
სხდომას თავმჯდომარეობდა დავით ასრიაშვილი, ხოლო სხდომის მდივანი იყო მარიამ ქვარცხავა.
კრებას ესწრებოდნენ
- დავით ასრიაშვილი;
- მარიამ ქვარცხავა;
- ბექა ბაიაშვილი;
- გიგა დოგუზოვი.
კრებას არ ესწრებოდნენ
- ეკატერინე მაისურაძე
სხვა დამსწრეები
- მეჰმან იბრაგიმოვი
დღის წესრიგი
- „ვიკიმედიის მომხმარებელთა საქართველოს ჯგუფის“ 2024-2026 წლის სტრატეგიული გეგმის დამტკიცება.
- „ვიკიმედიის მომხმარებელთა საქართველოს ჯგუფის“ 2024 წლის სამოქმედო გეგმის დამტკიცება.
- „ვიკიმედიის მომხმარებელთა საქართველოს ჯგუფის“ წევრის, ნიკოლოზ ზივზივაძის ორგანიზაციიდან გარიცხვა.
- „ვიკიმედიის მომხმარებელთა საქართველოს ჯგუფის“ მიერ „ვიკიმანია 2024-სთვის“ სტიპენდიის გამოყოფის საკითხი.
- ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ვიკიმედიელების სტამბოლის შეხვედრა.
კრებამ იმსჯელა / დაადგინა
- „ვიკიმედიის მომხმარებელთა საქართველოს ჯგუფის“ 2024-2026 წლის სტრატეგიული გეგმა სამეურვეო საბჭომ, ერთხმად, დაამტკიცა.
- „ვიკიმედიის მომხმარებელთა საქართველოს ჯგუფის“ 2024 წლის სამუშაო გეგმა სამეურვეო საბჭომ, ერთხმად, დაამტკიცა.
- „ვიკიმედიის მომხმარებელთა საქართველოს ჯგუფის“ სამეურვეო საბჭომ, ერთხმად, მიიღო გადაწყვეტილება, ორგანიზაციის წესდების 5.4.3 მუხლის მიხედვით, ორგანიზაციის წევრობიდან გარიცხოს ნიკოლოზ ზივზივაძე.
- „ვიკიმედიის მომხმარებელთა საქართველოს ჯგუფის“ სამეურვეო საბჭომ, ხმათა უმრავლესობით (სამი მომხრე, ერთი მოწინააღმდეგე) უარი თქვა „ვიკიმანია 2024-სთვის“ სტიპენდიის გამოყოფაზე და დელეგატის წარგზავნაზე.
- „ვიკიმედიის მომხმარებელთა საქართველოს ჯგუფის“ სამეურვეო საბჭომ, ერთხმად, დაადგინა ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ვიკიმედიელების სტამბოლის შეხვედრისთვის დელეგატის შერჩევის კრიტერიუმები. სტიპენდიის მიღების მსურველ „ვიკიმედიის მომხმარებელთა საქართველოს ჯგუფის“ წევრთა აპლიკაციების მიღების ვადად განისაზღვრა ა/წ 1-10 აპრილი.
[ხელმოწერა] დავით ასრიაშვილი (სხდომის თავმჯდომარე)
[ხელმოწერა] მარიამ ქვარცხავა (სხდომის მდივანი)