ვმ საქართველო:News/არქივი/2021

01

საქართველოს ვიკიკონფერენცია 2020

2020 წლის 26 დეკემბერს, ონლაინ რეჟიმში გაიმართა „საქართველოს ვიკიკონფერენცია“! კონფერენციის ფარგლებში, მონაწილეებს ინფორმაცია მიეწოდა „ვიკიმედიის მომხმარებელთა საქართველოს ჯგუფის“ 2020 წლის საქმიანობის შედეგებზე, ასევე 2021 წლის სამოქმედო გეგმაზე. დისკუსია გაიმართა ქართულ ვიკიპედიაში არსებულ სიტუაციაზე, კონკურსებზე და მათი ფორმატის გაუმჯობესებაზე. საუბარი შეეხო აფხაზურენოვან ვიკიპედიას და მის განვითარებას. ასევე ვიკიკლუბების პერსპექტივას. მადლობა ყველას მონაწილეობისთვის!


On December 26, 2020, the Georgian WikiConference was held online! Within the framework of the conference, the participants were informed about the results of the 2020 activities of the Wikimedia UG Georgia, as well as the 2021 Action Plan. Discussion was held on the situation in Georgian Wikipedia, contests and improving their format. Also, the conversation focused on the Abkhazian Wikipedia and its development, and the perspective of Wikiclubs.

02

ფოტო ბანაკიდან

2021 წლის 22 ივლისიდან 26 ივლისამდე, ვიკიმედიის მომხმარებელთა საქართველოს ჯგუფმა ბორჯომში ვიკიტრენინგები ჩაატარა. ტრენინგში მონაწილეობდა 14-28 წლამდე 16 ახალგაზრდა საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან, რომლებმაც შეიძინეს ვიკიპედიასა და ვიკიმედიის პროექტებში მუშაობის უნარები. ტრენინგების დროს, ახალგაზრდებმა გამოცდილი ვიკიმედიელების დაკვირვების ქვეშ, დამოუკიდებლად შექმნეს და თარგმნეს სტატიები ქართულ ვიკიპედიაში. ტრენინგის მთავარი მიზანი იყო უფრო მეტი ახალგაზრდის ჩართვა ქართულ ვიკიპედიასა და ვიკიმედიის სხვა პროექტებში.


From July 22 to July 26, 2021, the Wikimedia UG Georgia conducted Wikipedia Workshop in Borjomi. The workshop was attended by 16 young people aged 14-28 from different regions of Georgia, who acquired skills in working on Wikipedia and Wikimedia projects. During the workshop, the young people, under the supervision of experienced Wikimedians, independently created and translated articles into Georgian Wikipedia. The main goal of the workshop was to involve more young people in Georgian Wikipedia and other Wikimedia projects.