მოხსენებები/ვიკიმედია საქართველო/2024/სამოქმედო/04

This page contains changes which are not marked for translation.

6 აპრილს, „ვიკიმედიის მომხმარებელთა საქართველოს ჯგუფმა“ სტატიების ერთდღიანი მარათონი WikiGap 2024 ჩაატარა. ღონისძიება საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში გაიმართა.

იან
თებ
მარ
აპრ
მაი
ივნ
ივლ
აგვ
სექ
ოქტ
ნოე
დეკ
2024
აპრილი


ღონისძიებები

WikiGap 2024 საქართველო

ვიკიგეპი (WikiGap) არის პარტნიორობა ვიკიმედიის ორგანიზაციებსა და შვედეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს შორის, რომლის მთავარი მიზანია მონაწილეობის მრავალფეროვნობის უზრუნველყოფა, ვიკიმედიის პროექტების კონტენტში გენდერული უთანასწორობის აღმოფხვრა და მრავალფეროვნებაზე ზრუნვა.

მარათონის მონაწილეებმა ქართულ ვიკიპედიაში რამდენიმე ახალი სტატია შექმნეს ქალების შესახებ.

ახალი ნაკადი მარნეულის ვიკიკლუბში

20 აპრილს მარნეულის ვიკიკლუბმა მოსწავლეების ახალი ნაკადი მიიღო.

ქალაქში მოქმედი ორგანიზაცია „განვითარებისა და განათლების ცენტრის“ ორგანიზებითა და ხელშეწყობით, კლუბის ახალ წევრებს ვიკიპედიის პირველი ტრენინგი ჩაუტარდათ.

ახალგაზრდები თანდათანობით შეისწავლიან და სრულყოფილად დაეუფლებიან ვიკიპედიაში მუშაობის პრინციპებს.

მარნეულის ვიკიკლუბი ღიაა მუნიციპალიტეტის მასშტაბით ყველა დაინტერესებულ პირისთვის, რათა შეასწავლოს, როგორ დაარედაქტირონ ვიკიპედია

შეხვედრები/პოპულარიზაცია

ვიკიმედიის სამიტი

19-21 აპრილს, გერმანიის დედაქალაქ ბერლინში გაიმართა „ვიკიმედიის სამიტი“, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს ვიკიმედიური ორგანიზაციების წარმომადგენლებმა.

ვიკიმედიის სამიტი წარმოადგენს ვიკიმედიის პროექტების განვითარების განხილვისა და მომავალი გეგმების განსაზღვრის პლატფორმას. სამიტი ვიკიმედიის მოძრაობის წესდების შემუშავებას მიეძღვნა.

„ვიკიმედია საქართველოს“ სამიტზე წარმოადგენდა ორგანიზაციის აღმასრულებელი დირექტორი — მეჰმან იბრაგიმოვი

ვიკიკლუბები

სურამის ვიკიკლუბი

აპრილში, სურამის ვიკიკლუბის წევრებმა ვიკიპედიაში დაწერეს 8 სტატია, ხოლო ვიკიწყაროში — 16 სტატია. სტატიების თემატიკა ვიკიპედიაში იყო ძირითადად ალბანეთი, გარდა ამისა 2 სტატია დაიწერა კავკასიური სახლისა და ვიკიკლუბის თანამშრომლობის ფარგლებში.

სურამის ვიკიკლუბი ემსახურება სურამის და მიმდებარე დასახლებების ყველა დაინტერესებული პირის ჩართვას „ვიკიმედიის“ პროექტებში. ვიკიკლუბი ნებისმიერ მსურველს სთავაზობს ტრენინგს ვიკიტექნოლოგიების შესახებ, რომლის შემდეგაც, მათ უკვე დამოუკიდებლად შეუძლიათ მუშაობა ვიკიპედიასა და ვიკიმედიის სხვა პროექტებში.

არალის ვიკიკლუბი

აპრილში, არალის ვიკიკლუბის წევრებმა ვიკიპედიაში დაწერეს 5 სტატია, ხოლო ვიკიწყაროში — 8 სტატია. ვიკიპედიის სტატიების თემატიკა იყო ბიოგრაფიები და საქართველოს მუნიციპალიტეტის სოფლების სიები.

არალის ვიკიკლუბი ემსახურება სოფელ არალისა და მიმდებარე დასახლებების ყველა დაინტერესებული პირის ჩართვას „ვიკიმედიის“ პროექტებში. ვიკიკლუბი ნებისმიერ მსურველს სთავაზობს ტრენინგს ვიკიტექნოლოგიების შესახებ, რომლის შემდეგაც, მათ უკვე დამოუკიდებლად შეუძლიათ მუშაობა ვიკიპედიასა და ვიკიმედიის სხვა პროექტებში.

სენაკის ვიკიკლუბი

აპრილში, სენაკის ვიკიკლუბის წევრებმა ვიკიპედიაში დაწერეს 2 სტატია, ხოლო ვიკიწყაროში — 8 სტატია.

სენაკის ვიკიკლუბი ემსახურება ქალაქ სენაკისა და მიმდებარე დასახლებების ყველა დაინტერესებული პირის ჩართვას „ვიკიმედიის“ პროექტებში. ვიკიკლუბი ნებისმიერ მსურველს სთავაზობს ტრენინგს ვიკიტექნოლოგიების შესახებ, რომლის შემდეგაც, მათ უკვე დამოუკიდებლად შეუძლიათ მუშაობა ვიკიპედიასა და ვიკიმედიის სხვა პროექტებში.

მარნეულის ვიკიკლუბი

აპრილში, მარნეულის ვიკიკლუბის წევრებმა ქართულ ვიკიპედიაში 3 სტატია.

ვიკიკლუბი ემსახურება ქალაქ მარნეულისა და მიმდებარე დასახლებების ყველა დაინტერესებული პირის ჩართვას „ვიკიმედიის“ პროექტებში. ვიკიკლუბი ნებისმიერ მსურველს სთავაზობს ტრენინგს ვიკიტექნოლოგიების შესახებ, რომლის შემდეგაც, მათ უკვე დამოუკიდებლად შეუძლიათ მუშაობა ვიკიპედიასა და ვიკიმედიის სხვა პროექტებში.

რუსთავის ვიკიკლუბი

აპრილში, რუსთავის ვიკიკლუბის წევრებმა ქართულ ვიკიპედიაში დაწერეს 0 სტატია, ხოლო ვიკიწყაროში — 16 სტატია.

ვიკიკლუბი ემსახურება ქალაქ რუსთავის ყველა დაინტერესებული პირის ჩართვას „ვიკიმედიის“ პროექტებში. ვიკიკლუბი ნებისმიერ მსურველს სთავაზობს ტრენინგს ვიკიტექნოლოგიების შესახებ, რომლის შემდეგაც, მათ უკვე დამოუკიდებლად შეუძლიათ მუშაობა ვიკიპედიასა და ვიკიმედიის სხვა პროექტებში.

სამტრედიის ვიკიკლუბი

აპრილში, სამტრედიის ვიკიკლუბის წევრებმა ქართულ ვიკიპედიაში დაწერეს 2 სტატია, ხოლო ვიკიწყაროში — 8 სტატია.

ვიკიკლუბი ემსახურება ქალაქ სამტრედიისა და მისი მუნიციპალიტეტის ყველა დაინტერესებული პირის ჩართვას „ვიკიმედიის“ პროექტებში. ვიკიკლუბი ნებისმიერ მსურველს სთავაზობს ტრენინგს ვიკიტექნოლოგიების შესახებ, რომლის შემდეგაც, მათ უკვე დამოუკიდებლად შეუძლიათ მუშაობა ვიკიპედიასა და ვიკიმედიის სხვა პროექტებში.

თბილისის ვიკიკლუბი

აპრილში, თბილისის ვიკიკლუბის წევრებმა ქართულ ვიკიპედიაში დაწერეს 23 სტატია, ხოლო ვიკიწყაროში — 14 სტატია. ვიკიპედიის სტატიების თემატიკა იყო ძირითადად თბილისის ქუჩები და კულტურული მემკვიდრეობა.

ვიკიკლუბი ემსახურება ქალაქ თბილისის ყველა დაინტერესებული პირის ჩართვას „ვიკიმედიის“ პროექტებში. ვიკიკლუბი ნებისმიერ მსურველს სთავაზობს ტრენინგს ვიკიტექნოლოგიების შესახებ, რომლის შემდეგაც, მათ უკვე დამოუკიდებლად შეუძლიათ მუშაობა ვიკიპედიასა და ვიკიმედიის სხვა პროექტებში.

სიახლეები

2024 წლის 24 აპრილს ვიკიკლუბების მოსწავლეების აქტიურობის შედეგად ინკუბატორიდან გამოვიდა და პირველი ცვლილებები შევიდა ქართულ ვიკიწყაროში. ეს დღე ითვლება ქართული ვიკიწყაროს დაარსების დღედ.


ვმ საქართველო