მოხსენებები/ვიკიმედია საქართველო/2024/სამოქმედო/07

This page contains changes which are not marked for translation.

ვიკიბანაკების მიზანი ვიკიმედიის პროექტების განვითარებაა სკოლის მოსწავლეების, სტუდენტების თუ სხვადასხვა სფეროს წარმომადგენელ პროფესიონალთა დახმარებით. ამავდროულად, მიზნად ისახავს, ხელი შეუწყოს მათ აქტიურ დასვენებას.

იან
თებ
მარ
აპრ
მაი
ივნ
ივლ
აგვ
სექ
ოქტ
ნოე
დეკ
2024
ივლისი


ღონისძიებები

ვიკიბანაკი

ვიკიბანაკი მოსწავლეებისთვის 2024 გუდაური

ბოლო წლებში, საქართველოში რამდენიმე ვიკიბანაკი გაიმართა. პროექტის მიზანი უცვლელია — ვიკიმედიის ქართულენოვანი პროექტების განვითარება-გამდიდრება საქართველოს სხვადასხვა რეგიონის წარმომადგენელი მოსწავლეების, სტუდენტებისა თუ პრპფესიონალების დახმარებით.

2024 წლის 18 - 21 ივლისს, „ვიკიმედიის მომხმარებელთა საქართველის ჯგუფმა“ გამართა „ვიკიბანაკი მოსწავლეებისთვის 20234 გუდაური“.

საქართველოს სხვადასხვა რეგიონის სკოლების 17-მა მოსწავლემ ოთხი დღის განმავლობაში უკეთესად შეისწავლა ვიკიპედიაში და ვიკიმედიის სხვა პროექტებში მუშაობის პრინციპები. ვიკიბანაკის მონაწილეებმა შეისწავლეს ვიკიტექნოლოგიები და ვიკიმედიის პროექტებში მუშაობა (ვიკიპედია, ვიკიციტატა, ვიკისაწყობი და ა.შ.). მთავარი აქცენტი გაკეთდა ვიკიპედიაში მუშაობაზე.

მონაწილეები ოთხი დღის განმავლობაში ცხოვრობდნენ კომფორტულ სასტუმროში, სამჯერადი კვებით. გამოცდილი ვიკიმედიელების დაკვირვების ქვეშ, მათ დამოუკიდებლად შექმნეს და თარგმნეს სტატიები ქართულ ვიკიპედიაში. სასტუმროში განთავსების, კვებისა და მგზავრობის ხარჯები „ვიკიმედიის მომხმარებელთა საქართველოს ჯგუფმა“ სრულად დაფარა.

ბანაკმა ვიკიპედიას, ვიკიციტატას, ვიკისაწყობს, ვიკიწყაროს და ვიკიდატას ახალი, გამორჩეულად მოტივირებული მოხალისეები შესძინა.

გუდაურის ვიკიბანაკში მონაწილეობენ:

  1. ნინო ნოზაძე — სურამის მეორე საჯარო სკოლა
  2. დარია მურადოვა — მარნეულის მეესვსე საჯარო სკოლა
  3. ანდრი ოთარაშვილი — თბილისის კერძო სკოლა „პეგასი“
  4. ცოტნე ქორიძე — სამტრედიის პირველი საჯარო სკოლა
  5. ლუკას კალაძე — რუსთავის მე-17 საჯარო სკოლა
  6. ნიკოლოზ ლალიაშვილი — რუსთავის მე-17 საჯარო სკოლა
  7. ანანო გოგინავა— სენაკის წმ. ალექსი შუშანიას სკოლა-გიმნაზია
  8. ანანო კვანტალიანი — სამტრედიის პირველი საჯარო სკოლა
  9. ნინი ბათმანაშვილი — ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ არალის საჯარო სკოლა
  10. ნინი დუდაური — ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ქისტაურის საჯარო სკოლა
  11. ანა ბარამაშვილი — გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიდისთავის საჯარო სკოლა
  12. ანანო ჩიხლაძე — გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიდისთავის საჯარო სკოლა
  13. ვაკო რამაზაშვილი — გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიდისთავის საჯარო სკოლა
  14. ლუკა ტერტერაშვილი — კასპის სკოლა-გიმნაზია
  15. ზურაბ ადამია — თბილისის 55-ე საჯარო სკოლა
  16. დავით გოგიჩაიშვილი — თბილისის 55-ე საჯარო სკოლა

ვიკიკლუბები

სურამის ვიკიკლუბი

ივლისში, სურამის ვიკიკლუბის წევრებმა ვიკიპედიაში დაწერეს 40 სტატია. სტატიების თემატიკა ვიკიპედიაში იყო ძირითადად ბიოგრაფიები და თურქეთის სოფლები.

სურამის ვიკიკლუბი ემსახურება სურამის და მიმდებარე დასახლებების ყველა დაინტერესებული პირის ჩართვას „ვიკიმედიის“ პროექტებში. ვიკიკლუბი ნებისმიერ მსურველს სთავაზობს ტრენინგს ვიკიტექნოლოგიების შესახებ, რომლის შემდეგაც, მათ უკვე დამოუკიდებლად შეუძლიათ მუშაობა ვიკიპედიასა და ვიკიმედიის სხვა პროექტებში.

არალის ვიკიკლუბი

ივლისში, არალის ვიკიკლუბის წევრებმა ვიკიპედიაში დაწერეს 50 სტატია. ვიკიპედიის სტატიების თემატიკა იყო თურქეთი და ბიოგრაფიები.

არალის ვიკიკლუბი ემსახურება სოფელ არალისა და მიმდებარე დასახლებების ყველა დაინტერესებული პირის ჩართვას „ვიკიმედიის“ პროექტებში. ვიკიკლუბი ნებისმიერ მსურველს სთავაზობს ტრენინგს ვიკიტექნოლოგიების შესახებ, რომლის შემდეგაც, მათ უკვე დამოუკიდებლად შეუძლიათ მუშაობა ვიკიპედიასა და ვიკიმედიის სხვა პროექტებში.

სენაკის ვიკიკლუბი

ივლისში, სენაკის ვიკიკლუბის წევრებმა ვიკიპედიაში დაწერეს 17 სტატია. ვიკიპედიის სტატიების თემატიკა იყო თურქეთი და ბიოგრაფიები.

სენაკის ვიკიკლუბი ემსახურება ქალაქ სენაკისა და მიმდებარე დასახლებების ყველა დაინტერესებული პირის ჩართვას „ვიკიმედიის“ პროექტებში. ვიკიკლუბი ნებისმიერ მსურველს სთავაზობს ტრენინგს ვიკიტექნოლოგიების შესახებ, რომლის შემდეგაც, მათ უკვე დამოუკიდებლად შეუძლიათ მუშაობა ვიკიპედიასა და ვიკიმედიის სხვა პროექტებში.

მარნეულის ვიკიკლუბი

ივლისში, მარნეულის ვიკიკლუბის წევრებმა ქართულ ვიკიპედიაში 8 სტატია. ვიკიპედიის სტატიების თემატიკა იყო თურქეთი და ბიოგრაფიები.

ვიკიკლუბი ემსახურება ქალაქ მარნეულისა და მიმდებარე დასახლებების ყველა დაინტერესებული პირის ჩართვას „ვიკიმედიის“ პროექტებში. ვიკიკლუბი ნებისმიერ მსურველს სთავაზობს ტრენინგს ვიკიტექნოლოგიების შესახებ, რომლის შემდეგაც, მათ უკვე დამოუკიდებლად შეუძლიათ მუშაობა ვიკიპედიასა და ვიკიმედიის სხვა პროექტებში.

რუსთავის ვიკიკლუბი

ივლისში, რუსთავის ვიკიკლუბის წევრებმა ქართულ ვიკიპედიაში დაწერეს 96 სტატია. ვიკიპედიის სტატიების თემატიკა იყო სპორტი, თურქეთი და ბიოგრაფიები.

ვიკიკლუბი ემსახურება ქალაქ რუსთავის ყველა დაინტერესებული პირის ჩართვას „ვიკიმედიის“ პროექტებში. ვიკიკლუბი ნებისმიერ მსურველს სთავაზობს ტრენინგს ვიკიტექნოლოგიების შესახებ, რომლის შემდეგაც, მათ უკვე დამოუკიდებლად შეუძლიათ მუშაობა ვიკიპედიასა და ვიკიმედიის სხვა პროექტებში.

სამტრედიის ვიკიკლუბი

ივლისში, სამტრედიის ვიკიკლუბის წევრებმა ქართულ ვიკიპედიაში დაწერეს 31 სტატია. ვიკიპედიის სტატიების თემატიკა იყო თურქეთი და ბიოგრაფიები.

ვიკიკლუბი ემსახურება ქალაქ სამტრედიისა და მისი მუნიციპალიტეტის ყველა დაინტერესებული პირის ჩართვას „ვიკიმედიის“ პროექტებში. ვიკიკლუბი ნებისმიერ მსურველს სთავაზობს ტრენინგს ვიკიტექნოლოგიების შესახებ, რომლის შემდეგაც, მათ უკვე დამოუკიდებლად შეუძლიათ მუშაობა ვიკიპედიასა და ვიკიმედიის სხვა პროექტებში.

თბილისის ვიკიკლუბი

ივლისში, თბილისის ვიკიკლუბის წევრებმა ქართულ ვიკიპედიაში დაწერეს 9 სტატია.

ვიკიკლუბი ემსახურება ქალაქ თბილისის ყველა დაინტერესებული პირის ჩართვას „ვიკიმედიის“ პროექტებში. ვიკიკლუბი ნებისმიერ მსურველს სთავაზობს ტრენინგს ვიკიტექნოლოგიების შესახებ, რომლის შემდეგაც, მათ უკვე დამოუკიდებლად შეუძლიათ მუშაობა ვიკიპედიასა და ვიკიმედიის სხვა პროექტებში.



ვმ საქართველო