წესდების ცვლილება 2021-22

მიმდინარე რედაქცია

წითლად მოცემული ტექსტი უნდა შეიცვალოს.

შემოთავაზება

ყვითლად მოცემული ტექსტი უნდა დაემატოს.

მუხლი 1. ორგანიზაციის ზოგადი დებულებები მუხლი 1. ორგანიზაციის ზოგადი დებულებები
1.1. „ვიკიმედიის მომხმარებელთა საქართველოს ჯგუფი“ (შემდგომში „ორგანიზაცია“) წარმოადგენს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის შესაბამისად შექმნილ წევრობაზე დაფუძნებულ არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირს.

1.1. არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიული პირი „ვიკიმედიის მომხმარებელთა საქართველოს ჯგუფი“ (შემდგომში „ორგანიზაცია“) წარმოადგენს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის შესაბამისად შექმნილ წევრობაზე დაფუძნებულ იურიდიულ პირს.

1.2. არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიული პირის სრული სახელწოდება:

ა) ქართულ ენაზე: არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიული პირი „ვიკიმედიის მომხმარებელთა საქართველოს ჯგუფი“.

ბ) ინგლისურ ენაზე: Non-entrepreneurial (non-commercial) legal person “Wikimedia Community User Group Georgia”.

გ) შემოკლებული სახელწოდება ინგლისურ ენაზე: „Wikimedia UG Georgia“.

1.2. ორგანიზაცია წარმოშობილად ითვლება და იძენს იურიდიული პირის უფლებებს მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში რეგისტრაციის მომენტიდან.
1.3. იურიდიული მისამართი: საქართველო, ქალაქი თბილისი, ზღვისუბნის დასახლება, მიკრორაიონი XI, კვარტალი I, კორპუსი 7, ბინა N11. 1.3. ორგანიზაციის სამართლებრივი ფორმა არის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი. ორგანიზაციის იურიდიული მისამართი არის თემქის დასახლება, მიკრო/რაიონი XI, კვარტალი I, კორპუსი 7, ბინა N11, თბილისი, საქართველო.
1.4. ორგანიზაციის დამფუძნებლები არიან:

მეჰმან იბრაგიმოვი

მიხეილი ჭაბუკაშვილი

ჯაბა ლაბაძე

დავით ასრიაშვილი

მიხეილ ჩხიკვაძე

1.4. არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიული პირის სახელწოდება:

ა) ქართულ ენაზე: არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიული პირი „ვიკიმედიის მომხმარებელთა საქართველოს ჯგუფი“.

ბ) ინგლისურ ენაზე: Non-entrepreneurial (non-commercial) legal person “Wikimedia Community User Group Georgia”.

გ) შემოკლებული სახელწოდება ინგლისურ ენაზე: „Wikimedia UG Georgia“.

1.5. „ვიკიმედიის მომხმარებელთა საქართველოს ჯგუფი“ ელექტრონული ფოსტის მისამართია: kawikimedia@gmail.com. 1.5. ორგანიზაცია თავისი მიზნებიდან გამომდინარე, მოქმედებს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, ასევე მის ფარგლებს გარეთ.
1.6. „ვიკიმედიის მომხმარებელთა საქართველოს ჯგუფი“ ელექტრონული ფოსტის მისამართია: info@wikimedia.ge.
1.7. ორგანიზაცის გააჩნია საკუთარი ქონება, აგრეთვე ანგარიშები საქართველოს ტერიტორიაზე და მის ფარგლებს გარეთ საბანკო/საკრედიტო დაწესებულებებში როგორც ეროვნულ, ისე უცხოურ ვალუტაში. ორგანიზაცია უფლებამოსილია საკუთარი სახელით შეიძინოს ქონებრივი და პირადი არაქონებრივი უფლებები, დადოს ხელშეკრულებები, კანონმდებლობის შესაბამისად დააფუძნოს ფილიალები და წარმომადგენლობითი ოფისები, როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ. ფლობდეს, სარგებლობდეს და განკარგავდეს თავის აქტივებს, საქართველოს კანონმდებლობისა და ორგანიზაციის მიზნების შესაბამისად, მონაწილეობა მიიღოს სამეურნეო/ეკონომიკურ საქმიანობაში. ორგანიზაციის ამოცანების განხორციელების მიზნით, იყოს მოსარჩელე და მოპასუხე არბიტრაჟსა და სასამართლოში წარმოების ნებისმიერ სტადიაზე.
1.8. „ვიკიმედიის მომხმარებელთა საქართველოს ჯგუფი“-ს წევრების, აგრეთვე ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მქონე პირების მდგომარეობისაგან დამოუკიდებელია. ორგანიზაციის პასუხისმგებლობა შემოიფარგლება მისი ქონებით. „ვიკიმედიის მომხმარებელთა საქართველოს ჯგუფი“ ვალდებულებებისათვის მისი წევრები, აგრეთვე მისი ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მქონე პირები პასუხს არ აგებენ. ასევე „ვიკიმედიის მომხმარებელთა საქართველოს ჯგუფი“ არ აგებს პასუხს საკუთარი წევრების, აგრეთვე თავისი ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მქონე პირების ვალდებულებებისათვის.
მუხლი 2. ორგანიზაციის სამართლებრივი დებულებები მუხლი 2. ორგანიზაციის ზოგადი დებულებები
2.1. ორგანიზაცია იძენს იურიდიული პირის უფლებებს მისი სახელმწიფო რეგისტრაციის მომენტიდან. 2.1. „ვიკიმედიის მომხმარებელთა საქართველოს ჯგუფი“-ს საქმიანობის ძირითადი მიზანია საყოველთაოდ ხელმისაწვდომი და ნებადართული ნებისმიერი სახის ენციკლოპედიური, საგანმანათლებლო, სამეცნიერო, საცნობარო ინფორმაციისა და სხვა სახის ცოდნის შექმნის, დაგროვების, განვითარების (დახვეწა, სისტემატიზაცია, სტრუქტურიზაცია), გავრცელებისა და საერთაშორისო პროექტებში ასახვის ხელშეწყობა (შემდგომში „ცოდნა“).
2.2. თავისი მიზნების მისაღწევად, ორგანიზაციას თავისი სახელით აქვს უფლება, დადოს ხელშეკრულებები, შეიძინოს და განახორციელოს ქონებრივი და არაქონებრივი უფლებები, შეასრულოს ვალდებულებები, იყოს მოსარჩელე და ბრალდებული სასამართლოში. 2.2. ორგანიზაციის მიზნების მისაღწევად ორგანიზაციის საქმიანობას წარმოადგენს:

2.2.1. ქველმოქმედების გზით თანხების შეგროვება, ორგანიზაციის სამუშაოებისა და პროგრამების დასაფინანსებლად;

2.2.2. კანონშემოქმედებით პროცესში მონაწილეობის მიღება და თანამშრომლობა სახელმწიფო ორგანოებთან;

2.2.3. სხვადასხვა ავტორის ნამუშევრების გავრცელება და პოპულარიზაცია ავტორის ნებართვით ან შესაბამისი თავისუფალი ლიცენზიით, რომელიც საშუალებას აძლევს ნებისმიერ პირს კანონიერად გაავრცელოს, ავტორისთვის ჰონორარის გადახდის გარეშე, ნებისმიერი ავტორის ნამუშევრები, მათ შორის ციფრულ ან ბეჭდვით ფორმაში.

2.2.4. სხვადასხვა ავტორის ნამუშევრებზე უფლებების შეძენის ხელშეწყობა იმ პირობების შესაბამისად, რომელიც საშუალებას მისცემს ნებისმიერ პირს ლეგალურად, ავტორისთვის საფასურის გადახდის გარეშე, ეს ნამუშევრები ნებისმიერი გზით, მათ შორის ციფრული ფორმით, გაავრცელოს ვიკიმედიის პროექტებში.

2.2.5. საზოგადოების ინფორმირება ორგანიზაციის საქმიანობის შესახებ, საინფორმაციო ლიტერატურის, მასობრივი ინფორმაციის საშუალებების, სოციალური ქსელებისა და სხვა საჯარო ინფორმაციის წყაროს საშუალებებით.

2.2.6. აკადემიური ღონისძიებების ორგანიზება და ასევე სხვა ორგანიზაციების აკადემიურ ღონისძიებებში მონაწილეობა.

2.2.7. ცოდნის შექმნის, შეგროვების, განვითარებისა და გავრცელებისათვის ინტერნეტისა და სხვა სატელეკომუნიკაციო საშუალებებით ხელმისაწვდომი საქმიანობების უზრუნველყოფა.

2.2.8. თანამშრომლობა ადგილობრივ და უცხოურ ორგანიზაციებთან, რომლებსაც აქვთ ამ ორგანიზაციის მსგავსი მიზნები და ამოცანები.

2.2.9. საგამომცემლო საქმიანობის ხელშეწყობა, ფოტოგრაფიული და სხვა პროდუქტების წარმოებისა და გავრცელების ხელშეწყობა ორგანიზაციის მიზნების შესაბამისად.

2.2.10. პროგრამების შემუშავების გზით ორგანიზაციის საქმიანობასთან აფილირებული პირების ინტერესების დაცვა და წარმოდგენა შესაბამის ადმინისტრაციულ ორგანოებში, სასამართლოში და ადგილობრივ/საერთაშორისო ორგანიზაციებში.

2.2.11. ორგანიზაციის წევრებისთვის და ორგანიზაციის საქმიანობის სფეროსთან დაკავშირებული სხვა პირებისთვის, სოციალური და სხვა სახის დახმარების აღმოჩენა, მათი საქმიანობის განხორციელებისთვის.

2.2.12. ორგანიზაციის წევრობაში და მმართველობაში მრავალფეროვნებისა და ჩართულობის უზრუნველყოფა.

2.3. ორგანიზაციას გააჩნია საკუთარი ბალანსი და უფლება გახსნას ანგარიშები, მათ შორის სავალუტო ანგარიშები, ბანკებსა და სხვა საკრედიტო ორგანიზაციებში, საქართველოს ტერიტორიაზე და მისი ტერიტორიის ფარგლებს გარეთ.

2.4. ორგანიზაციას აქვს მრგვალი ბეჭედი, რომელიც შეიცავს სრულ სახელწოდებას ქართულ ენაზე და სახელწოდებას ინგლისურ ენაზე, მის ემბლემასა და ადგილმდებარეობას, აგრეთვე საიდენტიფიკაციო კოდს. ორგანიზაციას აქვს შტამპები, ფორმები თავისი სახელწოდებით, საკუთარი ემბლემით და ვიზუალური იდენტიფიკაციის სხვა საშუალებებით.

2.5. პარტნიორობას აქვს უფლება, შექმნას ფილიალები და გახსნა წარმომადგენლობითი ოფისები საქართველოს ტერიტორიაზე საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

2.6. ორგანიზაციის ფილიალები და წარმომადგენლობები არ წარმოადგენენ დამოუკიდებელ იურიდიულ პირებს. ისინი, მხოლოდ იყენებენ პარტნიორობის საკუთრებაში არსებულ ქონებასა და მოქმედებენ პარტნიორობის წესდებით. პარტნიორობის ფილიალებისა და წარმომადგენლობების ქონება აღირიცხება, როგორც ცალკე ისე პარტნიორობის ბალანსზე. ფილიალის და წარმომადგენლობითი ოფისების ხელმძღვანელებს ნიშნავს ორგანიზაციის თავმჯდომარე, სამეურვეო საბჭოს თანხმობით, და მოქმედებენ გაცემული უფლებამოსილების საფუძველზე.

2.7. ფილიალები და წარმომადგენლობითი ოფისები განახორციელებს საქმიანობას ორგანიზაციის სახელით. პასუხისმგებლობა მისი ფილიალების და წარმომადგენლობითი ოფისების საქმიანობაზე, ეკისრება ორგანიზაციას.

2.8. „ვიკიმედიის მომხმარებელთა საქართველოს ჯგუფი“ წევრების, აგრეთვე ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მქონე პირების მდგომარეობისაგან დამოუკიდებელია. ორგანიზაციის პასუხისმგებლობა შემოიფარგლება მისი ქონებით. „ვიკიმედიის მომხმარებელთა საქართველოს ჯგუფი“ ვალდებულებებისათვის მისი წევრები, აგრეთვე მისი ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მქონე პირები პასუხს არ აგებენ. ასევე „ვიკიმედიის მომხმარებელთა საქართველოს ჯგუფი“ არ აგებს პასუხს საკუთარი წევრების, აგრეთვე თავისი ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მქონე პირების ვალდებულებებისათვის.

2.9. მიმდინარე წესდებით გათვალისწინებული მიზნების მისაღწევად, ორგანიზაციას შეუძლია შექმნას სხვა არაკომერციული ორგანიზაციები და შეუერთდეს ასოციაციებსა და გაერთიანებებში. ორგანიზაციას აქვს უფლება მონაწილეობა მიიღოს საქმიანობაში და ითანამშრომლოს საერთაშორისო და უცხოური საზოგადოებრივ და არაკომერციულ ორგანიზაციებთან.

2.10. სახელმწიფო, საჯარო ან სხვა ორგანიზაციების „ვიკიმედიის მომხმარებელთა საქართველოს ჯგუფის“ საქმიანობაში ჩარევა, გარდა კანონით მინიჭებული უფლებამოსილი ორგანოს, არ არის ნებადართული.

2.11. ორგანიზაცია უფლებამოსილია ეწეოდეს დამხმარე ხასიათის სამეწარმეო საქმიანობას, რომლიდან მიღებული მოგებაც უნდა მოხმარდეს ამ წესდებით გათვალისწინებული მიზნების რეალიზებას.

2.12. „ვიკიმედიის მომხმარებელთა საქართველოს ჯგუფი“ საკუთრებაში არსებული ქონების გასხვისება შესაძლებელია, თუ გასხვისება ემსახურება ორგანიზაციის საქმიანობას, მის ორგანიზაციულ განვითარებას, ხელს უწყობს მისი მიზნების განხორციელებას.

მუხლი 3. ორგანიზაციის მიზნები მუხლი 3. ორგანიზაციის საქმიანობის ფორმა
3.1. „ვიკიმედიის მომხმარებელთა საქართველოს ჯგუფის“ საქმიანობის ძირითადი მიზნებია:

3.1.1. საყოველთაოდ ხელმისაწვდომი და ნებადართული ნებისმიერი სახის ენციკლოპედიური, საგანმანათლებლო, სამეცნიერო, საცნობარო ინფორმაციისა და სხვა ცოდნის შექმნის, დაგროვების (შეგროვება და შენახვა), განვითარების (დახვეწა, სისტემატიზაცია, სტრუქტურიზაცია) და გავრცელების ხელშეწყობა (შემდგომში „ცოდნა“).

3.1.2. ცოდნის ხელშეწყობა და წინ წამოწევა (ინიციაცია და სტიმულირება საზოგადოებრივი ინტერესის ცოდნის მიმართ და ცოდნის შემქნის, განვითარების და გავრცელების, ასევე ხელმისაწვდომობის მიმართ).

3.1.3. ყველა მოქალაქის ცოდნისა და განათლების ხელმისაწვდომობის ხელშეწყობა, მათი სოციალური ან სხვა სტატუსის მიუხედავად, ასეთი ხელმისაწვდომობის ორგანიზება.

3.1.4. დახმარება საქართველოს ხალხთა მიერ დაგროვილი ცოდნის ასახვაში საერთაშორისო პროექტებში, ამ ცოდნის შექმნის, დაგროვების, განვითარების და გავრცელების მხრივ.

3.1.5. ხელშეწყობა ცოდნის შექმნაში, დაგროვებაში, განვითარებისა და გავრცელებაში, ასევე ინფორმაციული და სხვა ტექნოლოგიების გამოყენებაში.

3.1.6. დახმარების გაწევა კანონებისა და სხვა ნორმატიული აქტების მომზადებაში, რომლებიც ხელს უწყობენ ცოდნის შექმნას, დაგროვებას, განვითარებას და გავრცელებას.

3.1. „ვიკიმედიის მომხმარებელთა საქართველოს ჯგუფი“ ახორციელებს ნებისმიერ საქმიანობას, რომელიც კანონით არ არის აკრძალული.
3.2. ორგანიზაციის მიზნების მისაღწევად, მოქმედი კანონმდებლობისა და ამ წესდების შესაბამისად, ორგანიზაციის საქმიანობა წარმოადგენს:

3.2.1. ქველმოქმედების ბაზაზე თანხების შეგროვება, ორგანიზაციი სამუშაოებისა და პროგრამების დასაფინანსებლად.

3.2.2. სხვადასხვა ავტორის ნამუშევრების გავრცელება, პოპულარიზაცია და ხელშეწყობა, ავტორის ნებართვით ან კანონის მიხედვით, შესაბამისი პირობებით, რომელიც საშუალებას აძლევს ნებისმიერ პირს კანონიერად გაავრცელოს, ავტორისთვის ჰონორარის გადახდის გარეშე, ნებისმიერი ავტორის ნამუშევრები, მათ შორის ციფრულ ან ბეჭდვით ფორმაში.

3.2.3. სხვადასხვა ავტორის ნამუშევრებზე უფლებების შეძენის ხელშეწყობა იმ პირობების შესაბამისად, რომელიც საშუალებას მისცემს ნებისმიერ პირს ლეგალურად, ავტორისთვის საფასურის გადახდის გარეშე, ეს ნამუშევრები ნებისმიერი გზით, მათ შორის ციფრული ან ბეჭდვითი ფორმით გაავრცელოს.

3.2.4. საზოგადოების ინფორმირება ორგანიზაციის საქმიანობის შესახებ, საინფორმაციო ლიტერატურის, მასობრივი ინფორმაციის საშუალებების, სოციალური ქსელებისა და სხვა საჯარო ინფორმაციის წყაროს საშუალებებით.

3.2.5. კონფერენციების, სემინარების, შეხვედრების, ბრიფინგების, ბანაკების, კონკურსების და სხვა ღონისძიებების ჩატარება (ორგანიზება), ასევე სხვა ორგანიზაციების მიერ ორგანიზებულ კონფერენციებზე, სემინარებზე, შეხვედრებზე, ბრიფინგებსა და ფორუმებზე ორგანიზაციის წარმომადგენლების (ორგანიზაციის წევრებისა და სხვა პირების) მონაწილეობის ორგანიზება (ხელშეწყობა).

3.2.6. ცოდნის შექმნის, შეგროვების, განვითარებისა და გავრცელებისათვის ინტერნეტისა და სხვა სატელეკომუნიკაციო სისტემების საშუალებით, ხელმისაწვდომი საქმიანობების უზრუნველყოფა.

3.2.7. თანამშრომლობა და ურთიერთდახმარების კოორდინირება სხვა ორგანიზაციებთან, მათ შორის უცხოურ ორგანიზაციებთან, რომლებსაც აქვთ ამ ორგანიზაციის მსგავსი მიზნები და შეხედულებები.

3.2.8. საგამომცემლო საქმიანობის ხელშეწყობა, ფოტოგრაფიული და სხვა პროდუქტების წარმოებისა და გავრცელების ხელშეწყობა, ორგანიზაციის მიზნების შესაბამისად.

3.2.9. საკუთარი პროგრამების შემუშავების გზით ცოდნის შემქმნელთა და მომხმარებელთა უფლებების და კანონიერი ინტერესების დაცვა, აგრეთვე, საკანონმდებლო და ადმინისტრაციულ ორგანოებში, საზოგადოებრივ ორგანიზაციებში და საერთაშორისო ორგანიზაციებში ამ ორგანიზაციის წევრების ინტერესების წარმოდგენა.

3.2.10. წინადადებების, შეთავაზებებისა და ინიციატივების წარდგენა სახელმწიფო და სხვა ორგანოებში, რათა მათ გააუმჯობესონ თავიანთი საქმიანობა ამ ორგანიზაციის მიზნებსა და მიზნებთან დაკავშირებულ საკითხებში.

3.2.11. მიმართვა სახელმწიფო და სხვა ორგანოებში და უშუალოდ ოფიციალური პირებისთვის, განცხადებებით, წინადადებებით და საჩივრებით, მათი ინფორმირების მიზნით, ორგანიზაციის და მისი წევრების საქმიანობის შესახებ კანონმდებლობის დარღვევის შემთხვევაში, ან ამგვარი დარღვევის წინაპირობის არსებობის შემთხვევაში.

3.2.12. ორგანიზაციის წევრებისთვის და ორგანიზაციის საქმიანობის სფეროსთან დაკავშირებული სხვა პირებისთვის, სოციალური და სხვა დახმარებას აღმოჩენა, მათი საქმიანობის განხორციელებისთვის.

3.2. „ვიკიმედიის მომხმარებელთა საქართველოს ჯგუფი“ უფლებამოსილია ეწეოდეს დამხმარე ხასიათის სამეწარმეო საქმიანობას, რომლიდან მიღებული მოგებაც უნდა მოხმარდეს ორგანიზაციის მიზნების რეალიზებას. ასეთი საქმიანობის შედეგად მიღებული მოგების განაწილება ორგანიზაციის დამფუძნებლებს, წევრებს, შემომწირველებს, აგრეთვე ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მქონე პირებს შორის დაუშვებელია.
3.3. ორგანიზაცია თავისი მიზნების მისაღწევად, უფლებამოსილია განახორციელოს სხვა სახის ღონისძიებები და სხვა სახის საქმიანობა, რომელიც არ არის აკრძალული საქართველოს ამჟამინდელი კანონმდებლობით და შესაბამისობაშია ორგანიზაციის მიზნებთან, როგორც ეს გათვალისწინებულია ამ წესდების 3.1 მუხლში. 3.3. ორგანიზაციის ფილიალები და წარმომადგენლობები არ წარმოადგენენ დამოუკიდებელ იურიდიულ პირებს. ისინი, მხოლოდ იყენებენ ორგანიზაციის ქონებას და მოქმედებენ ორგანიზაციის წესდებით. ორგანიზაციის ფილიალებისა და წარმომადგენლობების ქონება აღირიცხება, როგორც ცალკე ისე ორგანიზაციის ბალანსზე. ფილიალებისა და წარმომადგენლობითი ოფისების ხელმძღვანელებს ნიშნავს ორგანიზაციის აღმასრულებელი დირექტორი, რომლებიც მოქმედებენ მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში.
3.4. ფილიალები და წარმომადგენლობითი ოფისები საქმიანობას ორგანიზაციის სახელით განახორციელებენ. ორგანიზაციას ეკისრება პასუხისმგებლობა მისი ფილიალების და წარმომადგენლობითი ოფისების საქმიანობაზე.
3.5. წინამდებარე წესდებით გათვალისწინებული მიზნებისა და ამოცანების მისაღწევად, ორგანიზაციას შეუძლია შექმნას სხვა არაკომერციული ორგანიზაციები, შეუერთდეს სხვადასხვა ასოციაციებსა და გაერთიანებებს. ამასთან, ორგანიზაციას აქვს უფლება ითანამშრომლოს საერთაშორისო და უცხოურ საზოგადოებრივ თუ არაკომერციულ ორგანიზაციებთან.
მუხლი 4. ორგანიზაციის ქონება მუხლი 4. ორგანიზაციის ქონება
4.1. ორგანიზაციის ქონება იქმნება:

4.1.1. წევრთა (მათ შორის დამფუძნებლების) მიერ რეგულარული საწევრო შენატანებით.

4.1.2. ნებაყოფლობითი შემოწირულობებით.

4.1.3. ადგილობრივი, უცხოური და საერთაშორისო ორგანიზაციების გრანტებით.

4.1.4. შემოსავალით ორგანიზაციის ქონებიდან.

4.1.5. დამხმარე სამეწარმეო საქმიანობით მიღებული შემოსავლებისაგან.

4.1.6. შემოსავალით საქონლის, სამუშაოს, მომსახურების გაყიდვიდან.

4.1.7. სხვა კანონიერი გზით მიღებული შემოსავლებისაგან.

4.1. ორგანიზაციას შეიძლება საკუთრებაში ჰქონდეს უძრავ-მოძრავი ქონება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
4.2. ორგანიზაცია იყენებს, იძენს ან ქირაობს ქონებას სათანადო საქმიანობის ორგანიზებისა და ჩატარებისთვის. 4.2. ორგანიზაციის ქონების და ფინანსური სახსრების წყაროებს შეადგენს: წევრთა (მათ შორის დამფუძნებლების) მიერ რეგულარული საწევრო შენატანები, ფიზიკური და იურიდიული პირების შემოწირულებანი, გრანტები და სხვა სახის კანონიერი შემოსავლები, რასაც ორგანიზაცია მოიპოვებს თავისი ამოცანების შესრულების ხელშესაწყობად.
4.3. ორგანიზაციას ეკუთვნის ქონება, ფულადი სახსრები და სხვა სახის ქონებრივი სახსრები, რომელიც გადაეცა მას ფიზიკურ და იურიდიულ პირთა მიერ, როგორც საჩუქარი, შემოწირულობა, მემკვიდრეობა ან სხვა საშუალებებით. 4.3. დაუშვებელია ორგანიზაციის ქონების განაწილება დამფუძნებლებს, მმართველობითი ორგანოების წევრებს ან დონორებს შორის. ასევე, დაუშვებელია ორგანიზაციის რესურსების არაკანონიერად გამოყენება.
4.4. ორგანიზაციას შეუძლია ჰქონდეს საკუთრებაში შენობები, ნაგებობები, მოწყობილობები, ინვენტარი, ლარი და უცხოური ვალუტა, ფასიანი ქაღალდები, სხვა ქონება, ფიქსირებული აქტივები და საბრუნავი კაპიტალი, რომლის ღირებულება აისახება ორგანიზაციის დამოუკიდებელ ბალანსზე. 4.4. ორგანიზაციის ქონება შეიძლება მოხმარდეს მხოლოდ მისი საწესდებო მიზნების განხორციელებას.
4.5. ორგანიზაციის ქონება შეიძლება მოხმარდეს მისი საწესდებო მიზნების განხორციელებას. 4.5. ორგანიზაციის საკუთრებაში არსებული ქონების გასხვისება შესაძლებელია, თუ გასხვისება ემსახურება ორგანიზაციის საქმიანობას, მის ორგანიზაციულ განვითარებას, ხელს უწყობს მისი მიზნების განხორციელებას ან ემსახურება საქველმოქმედო მიზნებს.
მუხლი 5. წევრობა, წევრთა უფლებები და მოვალეობები მუხლი 5. წევრობა, წევრთა უფლებები და მოვალეობები
5.1. ორგანიზაციის წევრი შეიძლება იყოს საქართველოს სრულწლოვანი მოქალაქე და/ან იურიდიული პირი, ისევე როგორც უცხო ქვეყნის სრულწლოვანი მოქალაქე და/ან საქართველოს სრულფასოვანი მოქალაქეობის არმქონე სრულწლოვანი პირი, რომელიც საქართველოში კანონიერად ცხოვრობს, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ამას მოითხოვს საქართველოს კანონები. 5.1. ორგანიზაციის წევრი შეიძლება იყოს ნებისმიერი სრულწლოვანი ფიზიკური პირი ან იურიდიული პირი, რომელიც იზიარებს წესდებით გათვალისწინებულ მიზნებსა და ამოცანებს.
5.2. ორგანიზაციის წევრები არიან დამფუძნებლები, ასევე ორგანიზაციაში გაწევრიანებული სხვა საქართველოს სრულწლოვანი მოქალაქეები და/ან იურიდიული პირები, ისევე როგორც უცხო ქვეყნის სრულწლოვანი მოქალაქეები და/ან საქართველოს სრულფასოვანი მოქალაქეობის არმქონე სრულწლოვანი პირები, რომლებიც საქართველოში კანონიერად ცხოვრობენ, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ამას მოითხოვს საქართველოს კანონები, რომლებიც სრულიად იზიარებენ ამ წესდებით გათვალისწინებულ მოთხოვნებს. 5.2. ორგანიზაციის ყველა წევრს აქვს თანაბარი უფლებები და მოვალეობები. ორგანიზაციის წევრობის გასხვისება მესამე პირებზე არ შეიძლება.
5.3. ორგანიზაციის ყველა წევრს, მათ შორის დამფუძნებლებს, აქვთ თანაბარი უფლებები და მოვალეობები. 5.3. ორგანიზაციის წევრად მიღების წესი:

5.3.1. ორგანიზაციის ახალი წევრის მიღება ხდება ორგანიზაციის სამეურვეო საბჭოს წევრების მიერ, სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარის სახელზე წარდგენილი განცხადების საფუძველზე.

5.3.2. ორგანიზაციაში ახალი წევრის მიღება ხდება სამეურვეო საბჭოს უახლოეს სხდომაზე, საბჭოს წევრთა სრული რაოდენობის უმრავლესობის (3 წევრის) ხმით.

5.4. ამ წესდებაში განსაზღვრულია ორგანიზაციის წევრების მიღებისა და გასვლის (გარიცხვის) პროცედურა. 5.4. ორგანიზაციის წევრობიდან გარიცხვისა და გასვლის წესი:

5.4.1.ორგანიზაციის წევრობის შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს ორგანიზაციის სამეურვეო საბჭო უახლოეს სხდომაზე წევრთა სრული რაოდენობის უმრავლესობის (3 წევრის) ხმით.

5.4.2.წევრის გადაწყვეტილება ორგანიზაციის დატოვებასთან დაკავშირებით დაკმაყოფილდება სამეურვეო საბჭოს უახლოეს სხდომაზე.

5.4.3. ორგანიზაციის წევრობის შეწყვეტის საფუძვლებია:

  • პირადი წერილობითი განცხადება;
  • წესდების დარღვევა;
  • ორგანიზაციის საქმიანობისა და მიზნების განხორციელებაში ხელის შეშლა;
  • სასამართლოს გადაწყვეტილებით წევრის ქმედუუნაროდ, უგზო-უკვლოდ დაკარგულად ან გარდაცვლილად აღიარება;
  • გარდაცვალება.

5.4.4. წევრის მიერ ორგანიზაციის დატოვების შემთხვევაში მას უკან არ უბრუნდება ორგანიზაციისთვის ნებაყოფლობით გადაცემული ქონება და საწევრო გადასახადი.

5.5. ორგანიზაცია ღიაა ახალი წევრებისთვის. 5.5. ორგანიზაციის წევრების უფლება-მოვალეობები:

5.5.1. უფლება აქვთ მონაწილეობა მიიღონ ორგანიზაციის საქმიანობაში და იყვნენ ორგანიზაციის საერთო ფორუმის შემადგენლობაში;

5.5.2. უფლება აქვთ მიიღონ ინფორმაცია ორგანიზაციის საქმიანობის შესახებ ამ წესდებით დადგენილი წესით;

5.5.3. უფლება აქვთ შეწყვიტონ ორგანიზაციის წევრობა;

5.5.4. უფლება აქვთ მიმართონ ორგანიზაციის მმართველ ორგანოებს (საერთო ფორუმს, სამეურვეო საბჭოს და აღმასრულებელ დირექტორს) ნებისმიერ საკითხზე, რაც დაკავშირებულია ორგანიზაციის საქმიანობასთან;

5.5.5. უფლება აქვთ საერთო ფორუმზე წარადგინონ ინიციატივა;

5.5.6. უფლება აქვთ თავიანთი საკუთრება გადასცენ ორგანიზაციას;

5.5.7. უფლება აქვთ აირჩიონ მმართველი ორგანოების წევრები და თვითონაც დააყენონ თავიანთი კანდიდატურები მმართველი ორგანოების წევრობისთვის;

5.5.8. ვალდებულები არიან დაიცვან და შეასრულონ წინამდებარე წესდება, ორგანიზაციის მმართველი ორგანოების გადაწყვეტილებები და კანონი;

5.5.9. ვალდებულები არიან პროპაგანდა გაუწიონ ორგანიზაციის მიზნებს;

5.5.10. ვალდებულები არიან არ გაახმაურონ ორგანიზაციის საქმიანობასთან დაკავშირებული კონფიდენციალური ინფორმაცია;

5.5.11. ვალდებულები არიან დაიცვან ორგანიზაციის ავტორიტეტი;

5.5.12. ვალდებულები არიან გადაიხადონ საწევრო შესატანი დადგენილი წესითა და ოდენობით;

5.5.13. ვალდებულები არიან მიაწოდონ ორგანიზაციის მმართველ ორგანოებს ყველა საჭირო ინფორმაცია ორგანიზაციის საქმიანობასთან დაკავშირებულ საკითხებზე;

5.5.14. ვალდებულები არიან დაესწრონ საერთო ფორუმის სხდომებს.

5.6. ორგანიზაციის წევრები შეიძლება იყვნენ ის პირები, რომლებიც იზიარებენ ორგანიზაციის მიზნებს, მზად არიან ორგანიზაციის ფარგლებში აქტიურად იმუშაონ და აღიარონ მისი წესდება.

5.7. ორგანიზაციის ახალი წევრის მიღება სამეურვეო საბჭოს წევრების მიერ სამეურვეო საბჭოს სხდომაზე ხდება, სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარის სახელზე წარდგენილი განცხადების საფუძველზე, რომელიც განმცხადებელს წარმოადგენს განაცხადის წარდგენის თარიღიდან სამეურვეო საბჭოს უახლოეს სხდომაზე.

5.8. ორგანიზაციაში ახალი წევრის მიღება ხდება სამეურვეო საბჭოს წევრთა სრული რაოდენობის უმრავლესობის (50%+1) ხმით.

5.9. ორგანიზაციის წევრობა არ შეიძლება გასხვისებული იყოს მესამე პირებისათვის.

5.10. ორგანიზაციის წევრობიდან გასვლა ხორციელდება წერილობითი განცხადების წარდგენით, ორგანიზაციის სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარის სახელზე.

5.11. წევრის მიერ ორგანიზაციისთვის ნებაყოფლობით გადაცემული ქონება, მათ შორის ფულადი ქონება და საწევრო გადასახადი, წევრის მიერ ორგანიზაციის დატოვების შემთხვევაში მას უკან არ უბრუნდება.

5.12. ორგანიზაციიდან განმცხადებლის გასვლის გადაწყვეტილება მტკიცდება სამეურვეო საბჭოს უახლოეს სხდომაზე.

5.13. ორგანიზაციიდან წევრის გარიცხვის გადაწყვეტილებას იღებს სამეურვეო საბჭო წევრთა სრული რაოდენობის უმრავლესობის (50%+1) ხმით.

5.14. ორგანიზაციიდან წევრის გარიცხვა შეიძლება განხორციელდეს შემდეგ შემთხვევებში:

5.14.1. თუ ორგანიზაციის წევრი არღვევს ამ წესდებას.

5.14.2. თუ ორგანიზაციის წევრი თავისი მოქმედებებით ხელს უშლის ორგანიზაციას მისი მიზნების და საქმიანობის განხორციელებას.

5.14.3. თუ ორგანიზაციის წევრი არ ასრულებს თავის საქმიანობას ამ წესდებით გათვალისწინებული სახით.

5.15. ორგანიზაციის წევრებს აქვთ უფლება:

5.15.1. მონაწილეობა მიიღონ ორგანიზაციის საქმიანობის საკითხებში, ორგანიზაციის საერთო ფორუმის შემადგენლობაში.

5.15.2. მიიღონ ინფორმაცია ორგანიზაციის საქმიანობის შესახებ ამ წესდებით დადგენილი წესით.

5.15.3. მათი შეხედულებისამებრ, დატოვონ ორგანიზაციის წევრობა.

5.15.4. მიმართონ ორგანიზაციის მმართველ ორგანოებს (საერთო ფორუმს, სამეურვეო საბჭოს და თავმჯდომარეს) ნებისმიერ საკითხზე, რაც დაკავშირებულია ორგანიზაციის საქმიანობასთან.

5.15.5. ორგანიზაციის წევრთა საერთო ფორუმზე წინადადების წარდგენა.

5.15.6. საკუთრების გადაცემა ორგანიზაციის საკუთრებაში.

5.16. ორგანიზაციის წევრები ვალდებული არიან:

5.16.1. შეასრულონ და დაიცვან ამ წესდების დებულებები.

5.16.2. მონაწილეობა მიიღონ ორგანიზაციის საქმიანობაში.

5.16.3. მიაწოდოს ყველა საჭირო ინფორმაცია, რომელიც საჭიროა ორგანიზაციის საქმიანობასთან დაკავშირებულ საკითხებზე.

მუხლი 6. ორგანიზაციის მმართველი ორგანოები მუხლი 6. ორგანიზაციის მმართველობა, ხელმძღვანელობა და წარმომადგენლობა
6.1. „ვიკიმედიის მომხმარებელთა საქართველოს ჯგუფის“ მმართველი ორგანოებია:

6.1.1. „ვიკიმედიის მომხმარებელთა საქართველოს ჯგუფის წევრთა საერთო ფორუმი“ (შემდგომში „საერთო ფორუმი“).

6.1.2. „ვიკიმედიის მომხმარებელთა საქართველოს ჯგუფის სამეურვეო საბჭო“ (შემდგომში „სამეურვეო საბჭო“).

6.1. ორგანიზაციის მმართველობითი ორგანოა „ვიკიმედიის მომხმარებელთა საქართველოს ჯგუფის წევრთა საერთო ფორუმი“ (შემდგომში „საერთო ფორუმი“).
6.2. ორგანიზაციის ხელმძღვანელობითი ორგანოა „ვიკიმედიის მომხმარებელთა საქართველოს ჯგუფის სამეურვეო საბჭო“ (შემდგომში „სამეურვეო საბჭო“).
6.3. ორგანიზაციის ერთპიროვნული წარმომადგენლობის უფლებამოსილება მინიჭებული აქვს ორგანიზაციის აღმასრულებელ დირექტორს (შემდგომში „აღმასრულებელი დირექტორი“).
6.4.ორგანიზაციის მმართველობითი ორგანოების წევრების შესახებ დეტალური ინფორმაცია მოცემულია დანართ 1-ში.
მუხლი 7. საერთო ფორუმი მუხლი 7. საერთო ფორუმი
7.1. ორგანიზაციის ძირითადი მმართველი ორგანოა საერთო ფორუმი, რომლის წევრები ორგანიზაციაში რეგისტრირებული ყველა წევრია და რომელიც მოიწვევა წელიწადში ერთხელ მაინც. 7.1. ორგანიზაციის ძირითადი მმართველობითი ორგანოა საერთო ფორუმი, რომლის წევრები ორგანიზაციაში რეგისტრირებული ყველა წევრია. საერთო ფორუმის სხდომა იმართება საჭიროებისამებრ, მაგრამ არანაკლებ წელიწადში ერთხელ.
7.2. ორგანიზაციის საერთო ფორუმის ექსკლუზიურ კომპეტენციაში შედის:

7.2.1. ორგანიზაციის წესდებაში ცვლილებების შეტანა და მათი დამტკიცება (მათ შორის წესდების ახალი რედაქციის დამტკიცება და არსებულ რედაქციაში დამატებების დამტკიცება).

7.2.2. ორგანიზაციის მმართველი ორგანოების ფორმირება, მათი წევრების უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტა (ეხება მხოლოდ ორგანიზაციის სამეურვეოს საბჭოს ვადიან წევრებს).

7.2.3. გადაწყვეტილების მიღება ორგანიზაციის რეორგანიზაციის შესახებ.

7.2.4. გადაწყვეტილება მიღება ორგანიზაციის საქმიანობის შეწყვეტის შესახებ.

7.2. საერთო ფორუმის კომპეტენციაში შედის:

7.2.1. ორგანიზაციის წესდებაში ცვლილებების შეტანა და მათი დამტკიცება (მათ შორის წესდების ახალი რედაქციის დამტკიცება);

7.2.2. ორგანიზაციის მმართველობითი/ხელმძღვანელი ორგანოების ფორმირება და მათი წევრების უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტა;

7.2.3. გადაწყვეტილების მიღება ორგანიზაციის რეორგანიზაციის შესახებ.

7.2.4. გადაწყვეტილების მიღება ორგანიზაციის ლიკვიდაციის შესახებ.

7.3. ორგანიზაციის საერთო ფორუმის გადაწყვეტილებები მიიღება ღია კენჭისყრით. აგრეთვე, ყოველ წევრს აქვს ერთი ხმა. ხმის გადაცემა დაუშვებელია:

ა) 7.2.1. მუხლში გათვალისწინებულ საკითხებზე — კვალიფიციური უმრავლესობით (საერთო ფორუმის დამსწრე წევრთა რაოდენობის 3/4 ხმით).

ბ) 7.2.3. და 7.2.4. მუხლში გათვალისწინებულ საკითხებზე გადაწყვეტილება მიიღება საერთო ფორუმის დამსწრე წევრების მიერ ერთხმად.

გ) საერთო ფორუმის სხვა გადაწყვეტილებები მიიღება ხმების უბრალო უმრავლესობით (საერთო ფორუმის დამსწრე წევრთა რაოდენობის 1/2 ხმით).

7.3. საერთო ფორუმი უფლებამოსილია თუ მას ესწრება ორგანიზაციის წევრთა მინიმუმ ½. საერთო ფორუმის გადაწყვეტილებები მიიღება ფარული კენჭისყრით. ყოველ წევრს აქვს ერთი ხმის უფლება და ხმის გადაცემა სხვა პირისთვის დაუშვებელია.

7.3.1. საერთო ფორუმი გადაწყვეტილებას იღებს 8.2. მუხლში გათვალისწინებულ საკითხებზე — (საერთო ფორუმის დამსწრე წევრთა ¾-ით). ლიკვიდაციისა და რეორგანიზაციის შესახებ გადაწყვეტილება მიიღება დამსწრე წევრთა 80%-ით. სხვა საკითხებზე გადაწყვეტილებების მისაღებად საერთო ფორუმს სჭირდება ხმების უბრალო უმრავლესობა.

7.4. რიგგარეშე საერთო ფორუმი შეიძლება მოწვეულ იქნას – საერთო ფორუმის წევრთა 1/3-ის წერილობითი მოთხოვნით ან სამეურვეო საბჭოს ინიციატივით. 7.4. რიგგარეშე საერთო ფორუმის სხდომის მოწვევა შესაძლებელია საერთო ფორუმის წევრთა 1/3-ის წერილობითი მოთხოვნით ან სამეურვეო საბჭოს ინიციატივით.
7.5. ფორუმის მოწვევის შესახებ ყველა წევრს უნდა ეცნობოს წერილობით, მოკლეტექსტური შეტყობინებით, ელ-ფოსტით ან სხვა საკომუნიკაციო საშუალებით და უნდა იყოს ჩანაწერი ვიკიმედიის ოფიციალურ ბლოგზე, ფორუმამდე ერთი კვირით ადრე მაინც, დღის წესრიგისა და კრების ადგილის მითითებით. 7.5. საერთო ფორუმის მოწვევის შესახებ ყველა წევრს უნდა ეცნობოს წერილობით, მოკლეტექსტური შეტყობინებით, ელ-ფოსტით ან სხვა საკომუნიკაციო საშუალებით და უნდა იყოს ჩანაწერი ვიკიმედიის ოფიციალურ ბლოგზე, ფორუმამდე მინიმუმ ერთი კვირით ადრე, დღის წესრიგისა და კრების ადგილის მითითებით.
7.6. საერთო ფორუმი უფლებამოსილია თუ მას ესწრება ორგანიზაციის წევრთა 1/2.
მუხლი 8. ორგანიზაციის სამეურვეო საბჭო მუხლი 8. ორგანიზაციის სამეურვეო საბჭო
8.2. სამეურვეო საბჭო შედგება მუდმივი 5 წევრისაგან და ორი წლით არჩეული 3 წევრისაგან. 8.2. სამეურვეო საბჭო შედგება ორი წლით არჩეული 5 წევრისგან.
8.3. მუდმივი წევრები არიან ორგანიზაციის დამფუძნებლები და ასევე ის პირები, რომელთაც მოქმედი მუდმივი წევრების გადაწყვეტილებით (მუდმივი წევრების უმრავლესობის ხმებით 50%+1) მიენიჭათ მუდმივი წევრის სტატუსი. 8.3. სამეურვეო საბჭოს წევრები საერთო ფორუმის მიერ 2 წლის ვადით აირჩევიან. მათი არჩევა ხდება ამ წესდების 7.3. და 7.3.1. პუნქტებით გათვალისწინებული საერთო ფორუმის მიერ გადაწყვეტილების მიღების წესის მიხედვით.
8.4. თუ ორგანიზაციის სამეურვეო საბჭოს მუდმივმა წევრმა დატოვა სამეურვეო საბჭო და/ან ორგანიზაცია, მას უწყდება სამეურვეო საბჭოს მუდმივი წევრის სტატუსი და ხელახლად მისი სამეურვეო საბჭოს მუდმივ წევრად არჩევა შესაძლებელია მოქმედი მუდმივი წევრების გადაწყვეტილებით (მუდმივი წევრების უმრავლესობის ხმებით 50%+1), სხვა შემთხვევებში ის შეიძლება არჩეული იყოს, როგორც სამეურვეო საბჭოს არჩეული წევრი, 2 წლის ვადით. 8.4. სამეურვეო საბჭოს საქმიანობას განკარგავს სამეურვეო საბჭოს წევრებიდან, 2 წლის ვადით არჩეული თავმჯდომარე. თავმჯდომარის ასარჩევად საჭიროა სამეურვეო საბჭოს სრული წევრთა ხმების 60%.
8.5. სამეურვეო საბჭო არჩეული წევრები საერთო ფორუმის მიერ, 2 წლის ვადით აირჩევიან ფორუმის გადაწყვეტილების საფუძველზე. მათი არჩევა ხდება ამ წესდებით გათვალისწინებული საერთო ფორუმის მიერ გადაწყვეტილების მიღების წესის მიხედვით (7.3., 7.6.). 8.5. სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარის გადადგომის, ან უფლებამოსილების სხვაგვარად ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში სამეურვეო საბჭო დაუყოვნებლივ იწვევს რიგგარეშე სხდომას, რომელიც ირჩევს სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელს, ხოლო ვაკანტური ადგილის შესავსებად ინიშნება სამეურვეო საბჭოს რიგგარეშე არჩევნები. რიგგარეშე არჩევნების შემდეგ, ხელახლა ინიშნება სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარის არჩევნები.
8.6. სამეურვეო საბჭოს საქმიანობას განკარგავს „ვიკიმედიის მომხმარებელთა საქართველოს ჯგუფის“ თავმჯდომარე, რომელსაც სამეურვეო საბჭოს სხდომაზე სამეურვეო საბჭოს წევრების მიერ, სამეურვეო საბჭოს წევრებიდან ირჩევენ 3 წლის ვადით (გადაწყვეტილება მიიღება სრული წევრთა ხმების 50%+1). 8.6. სამეურვეო საბჭოს რომელიმე წევრის გადადგომის, ან უფლებამოსილების სხვაგვარად ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში, ვაკანტური ადგილის შესავსებად ინიშნება სამეურვეო საბჭოს რიგგარეშე არჩევნები.
8.7. ორგანიზაციის თავჯმდომარე, პარალელურად არის სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარეც და წევრიც. 8.7. სამეურვეო საბჭოს რიგგარეშე არჩევნების შედეგად არჩეული წევრების წევრობის ვადა განისაზღვრება მიმდინარე სამეურვეო საბჭოს მოწვევის ვადის შესაბამისად.
8.9. სამეურვეო საბჭოს დისტანციური (ინტერნეტ) კონფერენცია ტარდება თვეში ერთხელ. თარიღსა და ზუსტ დროს წევრები წინასწარ ადგენენ კოლეგიალურად. 8.9. სამეურვეო საბჭო უფლებამოსილია თუ მას ესწრება წევრთა ნახევარზე მეტი. სამეურვეო საბჭოს გადაწყვეტილება მიიღება კონსენსუსით. თუ კონსენსუსი არ შედგა, ტარდება კენჭისყრა. კენჭისყრის შემთხვევაში გადაწყვეტილება მიიღება ხმების უმრავლესობით.
8.10. სამეურვეო საბჭო უფლებამოსილია თუ მას ესწრება წევრთა ნახევარზე მეტი (50%+1). სამეურვეო საბჭოს გადაწყვეტილება მიიღება კონსენსუსით. თუ კონსენსუსი არ შედგა, ტარდება კენჭისყრა. კენჭისყრის შემთხვევაში გადაწყვეტილება მიიღება ხმების უმრავლესობით (50%+1). კენჭისყრაში ხმების გაყოფის შემთხვევაში გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარის აზრს. 8.10. სამეურვეო საბჭოს უფლებამოსილებას განეკუთვნება:

8.10.1. ორგანიზაციის სტრატეგიის, საქმიანობის ძირითადი მიმართულების, გეგმების, მიზნობრივი პროგრამების, ბიუჯეტის განსაზღვრა და დამტკიცება;

8.10.2. ხარჯთაღრიცხვისა და ორგანიზაციის ბალანსის დამტკიცება;

8.10.3. საჭიროების შემთხვევაში სამუშაო ჯგუფების შექმნა და მათი კოორდინატორის არჩევა, აგრეთვე მათი გათავისუფლება;

8.10.4. სამეურვეო საბჭოს მიერ არჩეულ და დანიშნულ პირთა ანგარიშების მოსმენა;

8.10.5. ორგანიზაციის წევრის მიღება და გარიცხვა;

8.10.6. ორგანიზაციის წესდებაში ცვლილებებისა და დამატებების პროექტის ფორუმზე წარდგენა დასამტკიცებლად;

8.10.7. ორგანიზაციის სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარის არჩევა 2 წლის ვადით;

8.10.8. ორგანიზაციის სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარის გადაყენება (სამეურვეო საბჭოს სრული წევრთა ხმების უმრავლესობით 80%);

8.10.9. ორგანიზაციის აღმასრულებელი დირექტორის დანიშვნა 3 წლის ვადით, სამეურვეო საბჭოს წევრების ხმათა უმრავლესობით და გადაყენება ვადაზე ადრე(სამეურვეო საბჭოს სრული წევრთა ხმების უმრავლესობით- 80%);

8.10.10. ფილიალებისა და წარმომადგენლობითი ოფისების გახსნა;

8.10.11. საწევრო შენატანის ოდენობის განსაზღვრა;

8.10.12. თანამშრომლობა საერთასორისო და ადგილობრივ ორგანიზაციებთან;

8.10.13. ადგილობრივ და საერთაშორისო ღონისძიებებზე, კონფერენციებსა და სხვა სახის შეხვედრებზე წარმომადგენლის დანიშვნა;

8.10.14. ორგანიზაციის საქმიანობის კონტროლი;

8.10.15. სხვა საკითხების გადაწყვეტა, რომლებიც ამ წესდებით არ განეკუთვნება ფორუმისა და აღმასრულებელი დირექტორის კომპეტენციას.

8.11. სამეურვეო საბჭოს კომპეტენციას განეკუთვნება:

8.11.1. ორგანიზაციის სტრატეგიის, საქმიანობის ძირითადი მიმართულების განსაზღვრა.

8.11.2. ხარჯთაღიცხვისა და ბალანსის დამტკიცება.

8.11.3. ორგანიზაციის საქმიანობის ძირითადი მიმართულებები, გეგმების, ბიუჯეტებისა და მიზნობრივი პროგრამების პროექტების შემუშავება და დამტკიცება.

8.11.4. საჭიროების შემთხვევაში სამუშაო ჯგუფების შექმნა და მათი კოორდინატორის არჩევა, აგრეთვე მათი გათავისუფლება.

8.11.5. სამეურვეო საბჭოს მიერ არჩეულ და დამტკიცებულ პირთა ანგარიშების მოსმენა.

8.11.6. ორგანიზაციის წევრის მიღება.

8.11.7. ორგანიზაციის წესდებაში ცვლილებებისა და დამატებების პროექტის ფორუმზე წარდგენა დასამტკიცებლად.

8.11.8. ორგანიზაციის სამეურვეო საბჭოს თავმჯდომრის არჩევა 3 წლის ვადით.

8.11.9. ორგანიზაციის სამეურვეო საბჭოს თავმჯდომრის გადაყენება (სამეურვეო საბჭოს სრული წევრთა ხმების უმრავლესობით 3/4).

8.11.10. ფილიალებისა და წარმომადგენლობითი ოფისების გახსნა.

8.11.11. საწევრო შენატანის ზომის განსაზღვრა.

8.11.12. მონაწილეობა სხვა ორგანიზაციებში.

8.11.13. ადგილობრივ და საერთაშორისო ღონისძიებებზე, კონფერენციებსა და სხვა სახის შეხვედრებზე წარმომადგენლის არჩევა.

8.11.14. სხვა საკითხების გადაწყვეტა, რომლებიც ამ წესდებით არ განეკუთვნება ფორუმისა და სხვა მმართველი ორგანოების კომპეტენციას.

8.11. ორგანიზაციის სამეურვეო საბჭოს წევრობა ნებაყოფლობითია და არ ექვემდებარება ანაზღაურებას.
8.12. საერთო ფორუმის მიერ სამეურვეო საბჭოს არჩეული წევრების არჩევამდე, სამეურვეო საბჭოს წევრები არიან მხოლოდ ორგანიზაციის დამფუძნებელი წევრები (იგივე სამეურვეო საბჭოს მუდმივი წევრები). 8.12. ორგანიზაციის სამეურვეო საბჭოს წევრს შეუძლია ორგანიზაციაში დაიკავოს სხვა ანაზღაურებადი თანამდებობა, გარდა ორგანიზაციის აღმასრულებელი დირექტორისა და მისი მოადგილის თანამდებობისა.
მუხლი 9. ორგანიზაციის თავმჯდომარე მუხლი 9. ორგანიზაციის აღმასრულებელი დირექტორი
9.1. ორგანიზაციის ერთპიროვნული წარმომადგენლობის უფლებამოსილება მინიჭებული აქვს ორგანიზაციის თავმჯდომარეს (შემდგომში „თავმჯდომარე“), რომელსაც ამ წესდებით დადგენილი წესით ირჩევს სამეურვეო საბჭო. 9.1. ორგანიზაციის ერთპიროვნული წარმომადგენლობის უფლებამოსილება მინიჭებული აქვს ორგანიზაციის აღმასრულებელ დირექტორს, რომელსაც ამ წესდებით დადგენილი წესით ნიშნავს სამეურვეო საბჭო. ის ვალდებულია საქმიანობას წარუძღვეს გულისხმიერებითა და კეთილსინდისიერებით, მოქმედი კანონმდებლობის და წინამდებარე წესდების საფუძველზე. საკუთარი მოვალეობების არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში, ის ვალდებულია აანაზღაუროს ორგანიზაციისათვის მიყენებული ზარალი.
9.2. თავმჯდომარე ანგარიშვალდებულია სამეურვეო საბჭოს წინაშე. 9.2. აღმასრულებელი დირექტორი ანგარიშვალდებულია სამეურვეო საბჭოს წინაშე.
9.3. თავმჯდომარე:

9.3.1. მოქმედებს ორგანიზაციის სახელით, წარმოადგენს მას, როგორც ქვეყნის შიგნით ისე მის ფარგლებს გარეთ, ყველა ინსტანციასა და ორგანოში. ორგანიზაციის სახელით დებს ხელშეკრულებებს.

9.3.2. ორგანიზაციის სახელით, უძრავი ქონების შეძენა, გასხვისება და ვალდებულებებით დატვირთვა საჭიროებს სამეურვეო საბჭოს თანხმობას.

9.3.3. განაგებს ორგანიზაციის ფულადი სახსრებით.

9.3.4. აძლევს უფლებამოსილებას შესაბამის პირს, ორგანიზაციის სამართლებრივი და ფაქტობრივი ქმედების განხორციელებისათვის.

9.3.5. აქვს უფლება ორგანიზაციის სახელით გახსნას ყველა სახის საბანკო ანგარიშები.

9.3.6. გასცემს ბრძანებებს და დირექტივებს, აძლევს ინსტრუქციებს ორგანიზაციის თანამშრომლებისთვის.

9.3.7. იღებს და ათავისუფლებს სამსახურიდან ორგანიზაციის თანამშრომლებს, განსაზღვრავს მათი შრომის ანაზღაურების ზომას, პირობებსა და საათობრივ დატვირთვას.

9.3.8. ფორუმს დასამტკიცებლად წარუდგენს კავშირის საქმიანობის ძირითად მიმართულებებს, გეგმებსა და მიზნობრივ პროგრამებს, წლიური საქმიანობის ანგარიშს.

9.3.9. ხელმძღვანელობს პროგრამებისა და პროექტების შედგენას და უზრუნველყოფს მათ რეალიზაციას.

9.3.10. ნიშნავს ფილიალებისა და წარმომადგენლობითი ოფისების ხელმძღვანელებს, სამეურვეო საბჭოს თანხმობით.

9.3.11. ნიშნავს კოორდინატორს და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის მენეჯერს.

9.3.12. უზრუნველყოფს საერთო ფორუმისა და სამეურვეო საბჭოს გადაწყვეტილებათა შესრულებას, ანაწილებს ფუნქციებს სამეურვეო საბჭოს წევრებს შორის.

9.3.13. უზრუნველყოფს ორგანიზაციის საფინანსო საქმიანობის კანონიერებას.

9.3.14. მოითხოვს ანგარიშვალდებულ პირთა ანგარიშს მათი საქმიანობის შესახებ.

9.3.15. ასრულებს ამ წესდებით დადგენილ სხვა ფუნქციებს.

9.3. აღმასრულებელი დირექტორი:

9.3.1. მოქმედებს ორგანიზაციის სახელით, წარმოადგენს მას მესამე პირებთან, როგორც ქვეყნის შიგნით ისე მის ფარგლებს გარეთ. ორგანიზაციის სახელით დებს ხელშეკრულებებს.

9.3.2. სამეურვეო საბჭოს თანხმობით, ორგანიზაციის სახელით იძენს, ასხვისებს და ვალდებულებებით ტვირთავს უძრავ ქონებას;

9.3.3. განკარგავს ორგანიზაციის ფინანსურ და მატერიალურ რესურსებს, პასუხისმგებელია მათ სწორ გამოყენებაზე, ხელს აწერს შესაბამის ოფიციალურ და საფინანსო დოკუმენტაციას;

9.3.4. ორგანიზაციის სახელით ხსნის და მართავს ყველა სახის საბანკო ანგარიშებს. ორგანიზაციის სახელით აწარმოებს კომუნიკაციას სხვადასხვა სახელმწიფო თუ ფინანსურ ინსტიტუტებთან, მათ შორის, საბანკო დაწესებულებებთან და ხელს აწერს შესაბამის დოკუმენტაციას. უზრუნველყოფს ორგანიზაციის საფინანსო საქმიანობის კანონიერებას.

9.3.5. გასცემს ბრძანებებს, დირექტივებს და აძლევს ინსტრუქციებს ორგანიზაციის თანამშრომლებს.

9.3.6. ნიშნავს და ათავისუფლებს ორგანიზაციის თანამშრომლებს. განსაზღვრავს მათი შრომის ანაზღაურების ოდენობას, პირობებსა და საათობრივ დატვირთვას.

9.3.7. ფორუმს დასამტკიცებლად წარუდგენს ორგანიზაციის საქმიანობის ძირითად მიმართულებებს, გეგმებს, მიზნობრივ პროგრამებს და წლიური საქმიანობის ანგარიშს.

9.3.8. საერთო კოორდინაციას უწევს ორგანიზაციის ადმინისტრაციულ და პროგრამულ საქმიანობას. ხელმძღვანელობს პროექტების შედგენას და უზრუნველყოფს მათ რეალიზაციას.

9.3.9. ნიშნავს ფილიალებისა და წარმომადგენლობითი ოფისების ხელმძღვანელებს.

9.3.10. უზრუნველყოფს საერთო ფორუმისა და სამეურვეო საბჭოს გადაწყვეტილებათა აღსრულებას.

9.3.11. ასრულებს ამ წესდებით დადგენილ სხვა ფუნქციებს.

9.4. თავმჯდომარის გადადგომის, ან უფლებამოსილების სხვაგვარად ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში სამეურვეო საბჭო დაუყოვნებლივ იწვევს რიგგარეშე სხდომას, რომელიც აირჩევს ახალ თავმჯდომარეს. 9.4. აღმასრულებელი დირექტორის გადადგომის, ან უფლებამოსილების სხვაგვარად ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში სამეურვეო საბჭო დაუყოვნებლივ იწვევს რიგგარეშე სხდომას, რომელიც ნიშნავს ახალ აღმასრულებელ დირექტორს.
9.5. აღმასრულებელი დირექტორის არყოფნის, გადადგომის, ან უფლებამოსილების სხვაგვარად ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში, ორგანიზაციის აღმასრულებელი დირექტორის მოვალეობას დროებით ასრულებს აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე.
მუხლი 10. ორგანიზაციის წესდებაში ცვლილებების შეტანა და მისი ძალაში შესვლა მუხლი 10. ორგანიზაციის წესდებაში ცვლილებების შეტანა და მისი ძალაში შესვლა
10.1. წინამდებარე წესდება ძალაში შედის ყველა დამფუძნებლის მიერ ხელმოწერის მომენტიდან. 10.1. ორგანიზაციის წესდებაში შეტანილი ცვლილებები ძალაში შედის მეწარმეთა და არასამეწარმეო იურიდიული პირების რეესტრში შესაბამისი ცვლილებების (ახალი რედაქციის ჩათვლით) რეგისტრაციის მომენტიდან.
10.2. ორგანიზაციის წესდებაში შეტანილი ცვლილებები (მათ შორის ორგანიზაციის წესდებაში დამატებების შეტანის ჩათვლით) ძალაში შედის სახელმწიფო ორგანოში შესაბამისი ცვლილებების (ახალი რედაქციის ჩათვლით) რეგისტრაციის მომენტიდან, მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული წესითა და ვადით. 10.2. ორგანიზაციის წესდებაში ცვლილებების და დამატებების შეტანა (ახალი რედაქციის ჩათვლით) შესაძლებელია მხოლოდ საერთო ფორუმის დამსწრე წევრთა ¾-ით, ამავე წესდების 8.3. მუხლის შესაბამისად.
10.3. ორგანიზაციის წესდებაში ცვლილებების შეტანა (ორგანიზაციის წესდებაში დამატებების შეტანის ჩათვლით) შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ შესაბამისი ცვლილებები მიიღო (ახალი რედაქციის ჩათვლით) ორგანიზაციის საერთო ფორუმის წევრებმა კვალიფიციური უმრავლესობით (საერთო ფორუმის დამსწრე წევრთა რაოდენობის 3/4 ხმით). ამავე წესდების „7.3.“ მუხლის „ა“ ქვე- მუხლის შესაბამისად.
მუხლი 11. ორგანიზაციის საქმიანობის კონტროლი მუხლი 11. ლიკვიდაცია და რეორგანიზაცია
11.1. ორგანიზაცია ახორციელებს საბუღალტრო და სტატისტიკურ აღრიცხვას, საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით. ორგანიზაცია აწვდის თავისი საქმიანობის შესახებ ინფორმაციას საქართველოს სახელმწიფო სტატისტიკისა და საგადასახადო ორგანოებს, ასევე ორგანიზაციის წევრებსა და სხვა პირებს, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. 11.1. ორგანიზაციის ლიკვიდაციისა და რეორგანიზაციის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს საერთო ფორუმი დამსწრე წევრთა 80% -ით.
11.2. ორგანიზაციის წევრთა საერთო ფორუმის გადაწყვეტილებით (საერთო ფორუმის დამსწრე წევრთა რაოდენობის 3/4 ხმით), შეიძლება განხორციელდეს ორგანიზაციის საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის აუდიტი, აუდიტორის (მოქალაქის ან აუდიტის ორგანიზაციის) მიერ, ვისთანაც ორგანიზაცია წანასწარ დადებს შესაბამის ხელშეკრულებას. 11.2. ლიკვიდაციას და რეორგანიზაციას ახორციელებს ორგანიზაციის სამეურვეო საბჭო კანონმდებლობის შესაბამისად.
11.3. ორგანიზაციის შემოსავლის ზომა და სტრუქტურა, ასევე ორგანიზაციის საკუთრების მოცულობის, მისი ხარჯების, თანამშრომლების რაოდენობის და შემადგენლობის, მათი ანაზღაურების და ორგანიზაციის საქმიანობაში მოქალაქეების უსასყიდლო შრომის შესახებ ინფორმაცია არ წარმოადგენს კომერციულ საიდუმლოებას და არის საჯარო. 11.3. ლიკვიდირებული ორგანიზაციის ქონება უნდა გამოიხატოს ფულში და დაკმაყოფილდნენ კრედიტორები. დარჩენილი ქონება სამეურვეო საბჭოს გადაწყვეტილების საფუძველზე გადაეცემა მსგავსი მიზნების სხვა არასამეწარმეო იურიდიულ პირს.
11.4. „11.3.“ მუხლში ჩამოთვლილი ნებისმიერი დოკუმენტი, ისევე როგორც ორგანიზაციის სხვა ოფიციალური დოკუმენტები, ექვემდებარება სავალდებულო გამოქვეყნებას ინტერნეტში, ორგანიზაციის ოფიციალური ვებ-გვერდზე. ამავდროულად, შეიძლება გასაიდუმლდეს სახელები, პირადობის (საპასპორტო) დეტალები, ანგარიშები, ხელმოწერები, ბეჭდები და სხვა მონაცემები და დეტალები, რომლებიც წარმოადგენს სავაჭრო საიდუმლოებას ან მოქალაქეთა პირად მონაცემებს.
მუხლი 12. ორგანიზაციის საქმიანობის შეწყვეტა მუხლი 12. დასკვნითი დებულებები
12.1. ორგანიზაციის საქმიანობის შეწყვეტა (გაუქმება) ხდება შემდეგ შემთხვევებში:

12.1.1. ორგანიზაციის წევრთა მიერ, საერთო ფორუმის გადაწყვეტილებით (საერთო ფორუმის წევრთა სრული შემადგენლობის ხმების 80%).

12.1.2. გაკოტრების საქმის წარმოების გახსნის ან რეგისტრაციის გაუქმების შემთხვევაში.

12.1.3. კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა შემთხვევებში.

12.1.4. ლიკვიდაციას ახორციელებს ორგანიზაციის სამეურვეო საბჭო.

12.1. ორგანიზაციის სამუშაო ენა არის ქართული ენა.
12.2. წინამდებარე წესდება (დამფუძნებელთა შეთანხმება) ძალაში შედის ყველა დამფუძნებლის მიერ ხელმოწერის მომენტიდან.
12.3. ლიკვიდაციის დროს უნდა დასრულდეს მიმდინარე საქმეები, დადგინდეს მოთხოვნები, დარჩენილი ქონება გამოიხატოს ფულში, დაკმაყოფილდნენ კრედიტორები და დარჩენილი ქონება გაუნაწილდეს უფლებამოსილ პირებს. 12.3. ამ წესდების რომელიმე ნორმის ძალადაკარგულად (ბათილად) აღიარება გავლენას ვერ იქონიებს მთლიანი წესდების იურიდულ ძალაზე.
12.4. გადაწყვეტილება საზოგადოების ლიკვიდაციის პროცესის დაწყების შესახებ უნდა დარეგისტრირდეს მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში. ლიკვიდაციის პროცესი დაწყებულად ითვლება მისი რეგისტრაციის მომენტიდან. 12.4. ამ წესდებასა და საქართველოს მოქმედ კანონმდებლობას შორის არსებული შეუსაბამობის შემთხვევაში მოქმედებს კანონი.
12.5. ლიკვიდაციის დამთავრების შემდეგ, დარჩენილი ქონება გადაეცემა იმავე ან მსგავსი მიზნების სხვა არასამეწარმეო იურიდიულ პირს ორგანიზაციის სამეურვეო საბჭოს გადაწყვეტილების საფუძველზე.
მუხლი 13 დასკვნითი დებულებები ამოღებულია
13.1. ორგანიზაციის სამუშაო ენა არის ქართული ენა.
13.2. თუ ამ წესდების რომელიმე დებულება ბათილად იქნა ცნობილი, ეს გავლენას არ მოახდენს წესდების სხვა დებულებების ნამდვილობაზე.
13.3. ამ წესდებასა და საქართველოს მოქმედ კანონმდებლობას შორის არსებული შეუსაბამობის შემთხვევაში მოქმედებს კანონი.