Translations:ვიკიმედია საქართველო/წლიური სამოქმედო გეგმა/2024/10/ka

  • ვიკიკლუბები: ამჟამად, ქვეყნის მასშტაბით 7 ვიკიკლუბი მოქმედებს, რომლებიც საგანმანათლებლო დაწესებულებების წარმომადგენლებს ვიკიპედიისა და ვიკიმედიის სხვა პროექტების რედაქტირების საბაზისო კურსებს სთავაზობს. 2024 წელს, ჩვენ ვიკიკლუბების ქსელს გავაფართოებთ — საქართველოს სხვადასხვა რეგიონში რამდენიმე ახალ ვიკიკლუბს გავხსნით.
  • ვიკიბანაკები: გასული სამი წლის განმავლობაში, ვიკიბანაკებმა დაადასტურა ეფექტიანობა ვიკიმედიის პროექტებში ახალ მოსალისეთა მოზიდვის თვალსაზრისით და ამავე დროს, დახვეწა უკვე არსებულ მოხალისეთა უნარები. ვიკიბანაკის მონაწილეები საკმარის ცოდნას იღებენ, რომლის გაზიარებაც შემდეგ სხვებისთვისაც შეუძლიათ. 2023 წლიდან, ვიკიმედია საქართველო წელიწადში ორ ბანაკს ატარებს — ერთს მასწავლებლებისთვის, რომლებიც ვიკიმედიის პროექტების შესახებ მიღებულ ცოდნას შემდეგ საკუთარ მოსწავლეებს გადასცემენ. მეორე ბანაკი კი მოსწავლეებისთვის ტარდება. 2024 წელს, ასევე ორი ბანაკი ჩატარდება, ერთი მასწავლებლებითვის და მეორე მოსწავლეებისთვის.
  • ვორკშოპები: ვიკიმედია საქართველო ვორკშოპებს ყველა იმ დაინტერესებული მხარისთვის ჩაატარებს, რომლებსაც ვიკიმედიის პროექტების განვითარებაში წვლილის შეტანა სურთ. ამის მიზანი ახალ მოხალისეთა მოზიდვაა, რომლებიც ვიკიტექნოლოგიებს შეისწავლიან და უკვე არსებული რედაქტორები საკუთარ უნარებს გაიუმჯობესებენ.
  • ედიტ-ა-თონები: მთლი წლის მანძილზე, ვიკიმედია საქართველო თემატურ ედიტ-ა-თონთა სერიებს გამართავს; მათ შორის ერთი მიეძღვნება ვიკიმედიის პროექტებში გენდერული ნაკლოვანებების გამოსწორებას.
  • შეხვედრები: ორგანიზაცია სხვადასხვა ადგილას ჩაატარებს სხვადასხვა სახის შეხვედრას ვიკიმედიის საზოგადოების წევრთა შორის. ამის გარდა, თბილისში ჩატარდება ვიკიმედიის ყოველწლიური კონფერენციაც. ამ ყველაფრის მიზანი ვიკიმედიის მოხალისეებისა და დაინტერესებული მხარეების დაახლოებაა.
  • სტიპენდიები: ვიკიმედიის მომხმარებელთა საქართველოს ჯგუფი ვიკიმედიის საზოგადოების აქტიურ წევრებს ვიკიმანიაზე და რეგიონულ შეხვედრებზე დასასწრებად სტიპენდიებით უზრუნველყოფს.