Translations:ვიკიმედია საქართველო/წლიური სამოქმედო გეგმა/2025/10/ka

ორგანიზაცია ასევე გააგრძელებს პანორამის თავისუფლების ადვოკატირებას. ამ მიმართულებით, აქტიურად ვითანამშრომლებთ ფონდ ვიკიმედიის იურიდიულ დეპარტამენტთან. ადვოკატირების სტრატეგია შემუშავდება საქართველოს ხელისუფლების მიერ მიღებული ახალი, „უცხოური აგენტების“ კანონის გარშემო არსებული სიტუაციის შეფასების საფუძველზე. ეს კანონი შეეხო ვიკიმედია საქართველოსაც, რადგან ის დაფინანსებას უცხოური წყაროებისგან იღებს. ორგანიზაცია შეაფასებს ყველა რისკს და მოქმედებას და სტრატეგიასაც ამის შესაბამისად განახორციელებს.