Translations:ვიკიმედია საქართველო/წლიური სამოქმედო გეგმა/2025/8/ka

  • ვიკიკლუბები: ამჟამად, მთელი ქვეყნის მასშტაბით მოქმედებს 7 ვიკიკლუბი, რომლებიც საგანმანათლებლო დაწესებულებებში უზრუნველყოფენ ვიკიპედიისა და ვიკიმედიის სხვა პროექტების რედაქტირების კურსებს. 2025 წელს, ჩვენ ვიკიკლუბთა ქსელს გავაფართოებთ და საქართველოს სხვადასხვა რეგიონში 2-3 ახალ ვიკიკლუბს გავხსნით.
  • ვიკიბანაკები: გასული წლების განმავლობაში, ვიკიბანაკებმა დაადასტურა, რომ ეფექტიანია ვიკიმედიის პროექტებში ახალ მოხალისეთა მოზიდვაში და უკვე არსებულ რედაქტორთა უნარების განვითარებაში. ვიკიბანაკის მონაწილეები საკმარის ცოდნას იღებენ, რომელსაც შემდეგ ისინი სხვებს უზიარებენ და ეფექტიანად იყენებენ პროექტებში ყოველდღიურ მუშაობაში. 2023 წლიდან, ვიკიმედია საქართველო წელიწადში ორ ბანაკს ატარებს — ერთს მასწავლებელთათვის, რომლებიც მიღებულ ცოდნას შემდეგ მოსწავლეებს გადასცემენ. მოსწავლეები ჩვენი ვიკიბანაკების პოტენციური წევრები არიან. მეორე ბანაკი სწორედ მოსწავლეებისაა. 2025 წელს, ვიკიმედია საქართველო კვლავ ორ ბანაკს ჩაატარებს — ერთს მასწავლებლების და მეორეს მოსწავლეებისთვის.
  • ვორკშოპები: ვიკიმედია საქართველო რამდენიმე ვორკშოპს ჩაატარებს ვიკიმედიის პროექტებში წვლილის შეტანით დაინტერესებული მხარეებისთვის. ეს ვორკშოპები გათვალისწინებულია როგორც ახალბედებისთვის, ისე უკვე არსებულ რედაქტორთათვის, რომლებიც ვიკიმედიის პროექტებში მუშაობის უნარებს გაიუმჯობესებენ.
  • ედიტ-ა-თონები: ვიკიმედია საქართველო მთელი წლის განმავლობაში გამართავს თემატურ ედიტ-ა-თონთა სერიებს, რომელთაგან ერთი, მიეძღვნება ვიკიმედიის პროექტებში გენდერული ხარვეზის გამოსწორებას.
  • სტიპენდიები: ვიკიმედია საქართველო ვიკიმედიის ქართული საზოგადოების აქტიურ წევრებს ვიკიმანიასა და რეგიონულ შეხვედრებში („Wikimedia CEE Meeting“ და ა. შ.) მონაწილეობისთვის სტიპენდიებს გასცემს.