Translations:მოხსენებები/ვმ საქართველო/2021/სამოქმედო/03/10/ka

21 მარტს, ქართულ ვიკიპედიაში დაიწყო და 31 მაისამდე გაგრძელდება ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ვიკიმედიის (WMCEE) მიერ ორგანიზებული საერთაშორისო კონკურსი, რომლის ფარგლებშიც მონაწილეებმა ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის რეგიონში შემავალი ქვეყნების შესახებ უნდა შექმნან სტატიები. კონკურსის ადგილობრივი ორგანიზატორია ვმ საქართველო.