WikiGap 2021 საქართველო
ვიკიგეპი (ინგლისურად: WikiGap) არის პარტნიორობა ვიკიმედიის ორგანიზაციებსა და შვედეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს შორის, რომლის მთავარი მიზანია მონაწილეობის მრავალფეროვნობის უზრუნველყოფა და ვიკიმედიის პროექტების კონტენტში (შინაარსში) გენდერული უთანასწორობის აღმოფხვრა და მრავალფეროვნებაზე ზრუნვა. ვიკიგეპი ტარდება ქალთა საერთაშორისო დღეს, 8 მარტს. ვმ საქართველო უზრუნველყოფს ერთდღიან კონკურსს ქართულ ვიკიპედიაში, რომლის ფარგლებშიც სასურველია შეიქმნას რაც შეიძლება მეტი სტატიია ქალების შესახებ. როგორ დაიწყო?პირველად აღნიშნული ღონისძიება 2017 წლის მარტში გაიმართა, ქალთა საერთაშორისო დღეს, „edit-a-thon“-ის სახით ოთხენოვან ვიკიპედიაში, ნიუ-დელიში მდებარე შვედეთის საელჩოში და სტოკჰოლმში. მას შემდეგ ღონისძიებას შეუერთდნენ შვედეთის საელჩოები პრეტორიასა და ვაშინგტონში, ვიკიმედიის ფილიალების მონაწილეობით. ამის შემდეგ, შვედეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ შეიმუშავა ინსტრუმენტული ნაკრები, თუ როგორ უნდა ჩაატარონ საელჩოებმა ვიკიპედიაში edit-a-thon-ები მსოფლიოს უმსხვილეს ენციკლოპედიაში ქალთა ჩართულობის გაზრდის მიზნით, ვიკიმედიის ფილიალებთან და სხვა ადგილობრივ ორგანიზაციებთან პარტნიორობით. ჩვენი მიზანიაჩვენი მიზანია, რაც შეიძლება მეტი სტატიის შექმნა ქალებზე ერთი დღის განმავლობაში. ამიტომ, 8 მარტს, მთელი დღის განმავლობაში შევეცდებით მხოლოდ ქალებზე შევქმნათ რაც შეიძლება მეტი სტატია. გთხოვთ შემოგვიერთდეთ!
მონაწილეებიპრიზები
|
დრო და ადგილი2021 წლის 8 მარტი. ონლაინ შემაჯამებელი ღონისძიება ჩატარდება 20:00 საათზე, Zoom-ის პლატფორმაზე. დასასწრებად დააჭირეთ აქ
|
შედეგი
ერთდღიანი კონკურსის ფარგლებში, ქართულ ვიკიპედიაში ქალების შესახებ 17-მა რედაქტორმა შექმნა 28 ახალი სტატია, სულ განხორციელდა 499 რედაქტირება.
მონაწილე რედაქტორები
- ლილი ქიტიაშვილი
- Jaba1977
- გიო ოქრო
- Mehman97
- ჯეო
- DatoKeinashvili
- Anastasiaa13
- Shubitidze
- Melberg
- David1010
- Merabi2006
- MIKHEIL
- მარიამი24
- ნანუკა2005
- Mzia20
- GiorgiGrdzelishvili
სურათები ღონისძიებიდან
-
სქრინშოტი ღონისძიების შემდეგ პლატფორმა Zoom-ზე გამართული შეხვედრიდან.