ვიკიგეპი (ინგლისურად: WikiGap) არის პარტნიორობა ვიკიმედიის ორგანიზაციებსა და შვედეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს შორის, რომლის მთავარი მიზანია მონაწილეობის მრავალფეროვნობის უზრუნველყოფა და ვიკიმედიის პროექტების კონტენტში (შინაარსში) გენდერული უთანასწორობის აღმოფხვრა და მრავალფეროვნებაზე ზრუნვა.

ვიკიგეპი ტარდება ქალთა საერთაშორისო დღეს, 8 მარტს ან მარტის რომელიმე სხვა დღეს. ვმ საქართველო უზრუნველყოფს ერთდღიან კონკურსს ქართულ ვიკიპედიაში, რომლის ფარგლებშიც სასურველია შეიქმნას რაც შეიძლება მეტი სტატიია ქალების შესახებ.

როგორ დაიწყო?

პირველად აღნიშნული ღონისძიება 2017 წლის მარტში გაიმართა, ქალთა საერთაშორისო დღეს, „edit-a-thon“-ის სახით ოთხენოვან ვიკიპედიაში, ნიუ-დელიში მდებარე შვედეთის საელჩოში და სტოკჰოლმში. მას შემდეგ ღონისძიებას შეუერთდნენ შვედეთის საელჩოები პრეტორიასა და ვაშინგტონში, ვიკიმედიის ფილიალების მონაწილეობით. ამის შემდეგ, შვედეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ შეიმუშავა ინსტრუმენტული ნაკრები, თუ როგორ უნდა ჩაატარონ საელჩოებმა ვიკიპედიაში edit-a-thon-ები მსოფლიოს უმსხვილეს ენციკლოპედიაში ქალთა ჩართულობის გაზრდის მიზნით, ვიკიმედიის ფილიალებთან და სხვა ადგილობრივ ორგანიზაციებთან პარტნიორობით.

ჩვენი მიზანია

ჩვენი მიზანია, რაც შეიძლება მეტი სტატიის შექმნა ქალებზე ერთი დღის განმავლობაში. ამიტომ, 18 მარტს, ორი საათის განმავლობაში შევეცდებით, მხოლოდ ქალებზე შევქმნათ რაც შეიძლება მეტი სტატია. გთხოვთ შემოგვიერთდეთ!

ახალი სტატიის შესაქმნელად გადადით


დრო და ადგილი

დრო: 18 მარტი, 12:00
ადგილი: საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის მე-3 კორპუსი,
გუდიაშვილის 7, თბილისი, საქართველო

info-at-wikimedia.ge

როგორ მივიდე ღონისძიების ადგილამდე

შედეგი