ვიკიმედია საქართველო/სამეურვეო საბჭო/არჩევნები/2019
ვიკიმედიის მომხმარებელთა საქართველოს ჯგუფი
სამეურვეო საბჭოს არჩევნები
2019
შესავალი
ვიკიმედიის მომხმარებელთა საქართველოს ჯგუფის სამეურვეო საბჭოს არჩევნები, ორგანიზაციის წესდების თანახმად ტარდება ორ წელიწადში ერთხელ, სადაც ირჩევა საბჭოს 3 წევრი, 2 წლის ვადით.
2019 წლის სამეურვეო საბჭოს არჩევნები ჩატარდება 22 დეკემბერს, ხოლო არჩეული წევრების მანდატის ვადა აქტიური იქნება 2021 წლის 22 დეკემბრის ჩათვლით.
კანდიდატები
1
იაკობ მახარაძე | ვმ საქართველო |
ქართული ვიკიპედიის რედაქტორი 2016 წლიდან. გაიმარჯვა ვმ საქართველოს მიერ ორგანიზებულ რამდენიმე კონკურსში, არის ქართული ვიკი-საზოგადოების აქტიური წევრი. არის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტი. Email: infowikimedia.ge |
2
გიორგი მელაშვილი | ვმ საქართველო |
10 წელზე მეტია არის ქართული ვიკიპედიის რედაქტორი. ქართული ვიკისაზოგადოების აქტიური წევრი. თავისუფალი უნივერსიტეტის კურსდამთავრებული და ევროპულ-ქართული ინსტიტუტის ხელმძღვანელი. Email: infowikimedia.ge |
3
მარიამ ქვარცხავა | ვმ საქართველო |
სამ წელზე მეტია არის ქართული ვიკიპედიის რედაქტორი, 2016 წლის 18 ივნისიდან ეწევა მოხალისეობრივ საქმიანობას და ამ ეტაპისთვის დაწერილი აქვს 320 სტატიაზე მეტი. არის ვმ საქართველოს რამდენიმე კონკურსის გამარჯვებული. Email: infowikimedia.ge |
შედეგები
არჩევნების შედეგად ვმ საქართველოს სამეურვეო საბჭოს წევრებად აირჩიეს:
- იაკობ მახარაძე (15 მომხრე; 1 თავი შეიკავა).
- გიორგი მელაშვილი (16 მომხრე).
- მარიამ ქვარცხავა (16 მომხრე).