ვიკიმედია საქართველო/სტრატეგიული გეგმა/2024-2026/მიზნები

კონტენტის გაზრდა

ვიკიპედია, როგორც თანაშემოქმედებითი ენციკლოპედია, გამუდმებით იზრდება და ვითარდება. ზრდასთან ერთად, ვლინდება სფეროები, სადაც მაინც რჩება კონტენტის ნაკლებობა. ასეთი ნაკლებობები არსებობს როგორც თავად ვიკიპედიის კონტენტში, ისე ვიკიპედიის სხვადასხვა განყოფილებებს შორის.

კონტენტში ნაკლებობების აღმოფხვრა მნიშვნელოვანია ცოდნის ხელშეწყობის, დეზინფორმაციის შემცირებისა და საზოგადოების მხარდაჭერისათვის. ვიკიმედია საქართველო ქართულ ვიკიპედიაში და ვიკიმედიის სხვა პროექტების კონტენტში ასეთი ნაკლებობების ამოვსებაზე მუშაობს. ამას გარდა, ორგანიზაციის საქმიანობის ერთ-ერთი მთავარი მიმართულებაა ქართული კონენტის განვითარება ვიკიმედიის სხვა პროექტებში, როგორიცაა ვიკიმონაცემები, ვიკისაწყობი, ვიკიწყარო და ა. შ.

ვიკიმედიის პროექტებში კონტენტის ნაკლებობების ამოვსება გადამწყვეტი და მიმდინარე ძალისხმევაა იმის უზრუნველსაყოფად, რომ ცოდნა უფრო ინკლუზიური და წარმომადგენლობითი იყოს. კონტენტში არსებულ ნაპრალთა ამოსავსებად, ვიკიმედია საქართველო მომდევნო სამი წლის განმავლობაში შემდეგ ნაბიჯებს გადადგამს:

  • ვიკიმედიის პროექტებში სპეციფიკურ კონტენტში ნაპრალების გამოვლენა;
  • წვლილის შემტანთა უფრო მრავალფეროვანი ჯგუფის წახალისება ნაკლებად წარმოდგენილ სზოგადოებათა აქტიურად წახალისების გზით;
  • ედიტ-ა-ტონების, ვორკშოპების, ლექციების, შეხვედრების, ტრენინგებისა და სტატიათა კონკურსების ორგანიზება;
  • კონკრეტულ კამპანიათა ამოქმედება კონტენტის მიზანმიმართულად ამოვსების გზით;
  • საგანმანათლებლო დაწესებულებებთან, ბიბლიოთეკებთან, მუზეუმებთან და არქივებთან თანამშრომლობა, მათ რესურსებთან და გამოცდილებასთან წვდომის მიზნით;
  • ვიკიმედიის პროექტებში არსებული კონტენტის ხარისხის გაუმჯობესებაზე ზრუნვა;
  • მედიაკონკურსების ჩატარება ვიკიმედიის პროექტებში, საქართველოს შესახებ მედიაფაილების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით;
  • კონტენტის შექმნის ხელშეწყობა და ხარისხის გაუმჯობესების ძალისხმევა. არსებულ კონტრიბუტორთა წახალისება, რათა შექმნან ახალი კონტენტი, გააუმჯობესონ არსებული სტატიები და უზრუნველყონ სიზუსტე.

უკვე რამდენიმე წელია, ვიკიმედია საქართველო წარმატებით მუშაობს ამ პრობლემის აღმოფხვრაზე. წლების განმავლობაში, ამ პრობლემის აღმოსაფხვრელად, ორგანიზაციამ ჩაატარა მრავალი პროგრამა, კონკურსი და ღონისძიება. ორგანიზაცია ამ მიმართულებით მუშაობას გააგრძელებს.

საზოგადოების განვითარება

ვიკიმედიის ქართულ მოძრაობაში საზოგადოების განვითარება გადამწყვეტია ვიკიმედიის პროექტების მდგრადობისა და ზრდისთვის. ვიკიმედიის ადგილობრივი საზოგადოება შედგება საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ მცხოვრები მოხალისეებისა და კონტრიბუტორებისგან, რომლებიც ერთობლივად მუშაობენ, რათა შექმნან, აკონტროლონ და შეინარჩუნონ თავისუფალი ცოდნის რესურსები.

ვიკიმედია საქართველო ერთგულია ინკლუზიურობისა და საზოგადოების განვითარებისადმი მიმართული ძალისხმევისა, რომლის მიზანიც სხვადასხვა წარსულის მქონე, სხვადასხვა ენებზე მოსაუბრე კონტრიბუტორების მოზიდვაა, რაც თანხვედრაშია სტრატეგია 2030-თან. ინკლუზიურობა უზრუნველყოფს პერსპექტივებისა და ცოდნის უფრო ფართო სპექტრს.

მომდევნო სამი წლის განმავლობაში, ვიკიმედია საქართველოს მთავარი მიზანია ვიკიმედიის პროექტებში მეტი ახალი მოხალისე რედაქტორის ჩართვა, მოხალისეთა არსებული საზოგადოებების მხარდაჭერა და საქართველოში ვიკიმედიის მდგრადი მოძრაობის განვითარება. ამის მისაღწევად, ორგანიზაცია შემდეგ ნაბიჯებს გადადგამს:

  • საზოგადოების შიგნით ინკლუზიურობისა და მრავალფეროვნების წახალისება;
  • ყოვლისმომცველი მასალებისა და ტრენინგების რესურსების უზრუნველყოფა ახალბედებისთვის;
  • ადგილობრივი შეხვედრებისა და ღონისძიებების ორგანიზება;
  • ტრენინგების, ვორქშოპების და ედიტ-ა-ტონების ორგანიზება;
  • ადგილობრივი და რეგიონული ვიკიბანაკების ორგანიზება;
  • რეგიონული ვიკიკლუბების ქსელის განვითარება და არსებული კლუბების მხარდაჭერა;
  • მოხალისეებისა და საზოგადოებების წევრებისთვის სტიპენდიების გამოყოფა ვიკიმედიის გლობალურ და რეგიონულ ღონისძიებებში (ვიკიმანია, ცენტრალური და აღმოსავლეთი ევროპის ვიკიმედიის შეხვედრა და ა. შ.) მონაწილეობისთვის;
  • მკაფიო მექანიზმების შექმნა საზოგადოებაში გაჩენილი კონფლიქტების გადასაჭრელად, რათა აღმოიფხვრას დავები და შენარჩუნდეს დადებითი, თანამშრომლობითი გარემო;
  • საზოგადოების წევრთა ჩართვა მმართველ სტრუქტურებსა და ვიკიმედიის პროექტებთან დაკავშირებულ გადაწყვეტილების მიღების პროცესში.

როგორც ორგანიზაცია, ჩვენ ვაღიარებთ, რომ საზოგადოების განვითარება მიმდინარე პროცესია, რომელიც მოთმინებასა და თავდადებას საჭიროებს. ვიკიმედიის ძლიერი და სიცოცხლისუნარიანი საზოგადოების შექმნა საჭიროებს დროს და თავდადებული ინდივიდების ჩართულობას, რომლებიც თავისუფალი ცოდნის ერთგულები არიან.

ადვოკატირება

ადვოკატირების ეფექტიანი სტრატეგიის შემუშავება საჭიროებს ზუსტ დაგეგმვას, კვლევებს და იმპლემენტაციას. ჩვენს შემთხვევაში, ეს ფაქტორი უაღრესად მნიშვნელოვანია და საკანონმდებლო დონეზე ვეცდებით, რომ შეიცვალოს სახელმწიფო პოლიტიკა და საავტორო კანონმდებლობა.

სტრატეგია უმნიშვნელოვანესია ამ საკითხის ადვოკატირებისა და გადაწყვეტილების მიღებისათვის. ამისთვის, ჩვენ განვავითარებთ ადვოკატირების სტრატეგიას. ეს იქნება საგზაო რუკა და სამოქმედო გეგმა, რომელიც დაგვეხმარება ჩვენი სასურველი მიზნების ეფექტიანად და მიზნობრივად მიღწევაში. კარგად ჩამოყალიბებული ადგილობრივი ადვოკატირების სტრატეგიის შესაქმნელად და ადვოკატირების ადგილობრივად განსახორციელებლად, გადავდგამთ შემდეგ ნაბიჯებს:

  • მიზნის განსაზღვრა: ჩვენ მკაფიოდ განვსაზღვრავთ ადვოკატირების მიზანს. ეს გახლავთ საავტორო უფლებებთან მიმართებაში სახემწიფოს პოლიტიკის შეცვლა, რამაც თავისუფალ ინფორმაციაზე დაფუძნებული თავისუფალი ცოდნის განვითარების საშუალება უნდა მოგვცეს;
  • კვლევის ჩატარება: რელევანტური ინფორმაციის შეგროვება იმ იდეის შესახებ, რომლის ადვოკატირებასაც ვეწევით. მიმდინარე სიტუაციის, მთავარი დაინტერესებული პირების, არსებული პოლიტიკისა და ნებისმიერი მხარდამჭერი ინფორმაციისა თუ მტკციებულების გარკვევა;
  • აუდიტორიის შესწავლა: შევისწავლით ჩვენი სამიზნე აუდიტორიის მოტივაციას, შეშფოთებებსა და პრობლემისადმი მიდგომას. ეს ხელს შეუწყობს ჩვენი კომუნიკაციისა და მიდგომის მათთან მორგებას;
  • ადვოკატირების ტაქტიკის არჩევა: იმ ტაქტიკის შერჩევა, რომელსაც ჩვენი გზავნილის გადმოსაცემად და მიზნის მისაღწევად გამოვიყენებთ. ეს შეიძლება მოიცავდეს ლობირებას, საბაზო ორგანიზებას, სოციალურ მედიაში კამპანიებს, პეტიციებს, საჯარო დისკუსიებს, ვორკშოპებსა და თანამშრომლობებს;
  • სამოქმედო გეგმის შექმნა: იმ კონკრეტული ნაბიჯებისა და ქრონოლოგიის წარმოჩენა, რომელსაც თითოეული ტაქტიკისთვის გამოვიყენებთ;
  • პოპულარიზაციაში ჩართვა: ჩვენს სამიზნე აუდიტორიას სხვადასხვა არხებით მივწვდებით. ეს კი შეიძლება მოიცავდეს სოციალური მედიის, ღონისძიებების, ვორკშოპების, შეხვედრების, არაფორმალური ურთიერთობებისა და კავშირების გამოყენებას;
  • გაზომვა და შეფასება: შემოვიღებთ საზომებს, რომლითაც ჩვენი ადვოკატირების ძალისხმევის შედეგს შევაფასებთ. მივყვებით ცვლილებებს როგორც რაოდენობრივს (პოლიტიკის ცვლილება, მხარდამჭერთა რაოდენობა), ისე ხარისხობრივს (საზოგადოების აღქმის ცვლილება) და გავაანალიზებთ შედეგებს.

სტრატეგიის განვითარებისა და ადვოკატირების სამუშაოს ჩატარების პარალელურად, ვიკიმედია საქართველო მჭიდროდ იმუშავებს ფონდ ვიკიმედიის გლობალური ადვოკატირების ჯგუფთან. ვიკიმედია საქართველო მხედველობაში მიიღებს ფონდ ვიკიმედიის რეკომენდაციებსა და გამოცდილებას. ამის გარდა, ადვოკატირების საკითხებზე, ორგანიზაცია აქტიურად ითანამშრომლებს ვიკიმედია ევროპასთან, რომლის ერთ-ერთი დამფუძნებელი წევრიც თავად ორგანიზაციაა.

სტრატეგია 2030-ის რეკომენდაციებზე დაყრდნობით, ვიკიმედია საქართველო მოამზადებს ადვოკატირების რესურსებს სამომავლო გამოყენებისთვის, რომლებსაც ფართო საზოგადოებას გაუზიარებს.

თანამშრომლობა

ვიკიმედია საქართველო თანამშრომლობს კულტურულ დაწესებულებებთან, მუზეუმებთან, ბიბლიოთეკებთან და სხვა ორგანიზაციებთან, რათა მათი რესურსები გააციფრულოს და ვიკიმედიის პროექტებში ინტეგრირება მოახდინოს. ასეთი თანამშრომლობა ამდიდრებს ვიკიმედიის საზოგადოებისა და უფრო ფართო საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომ კონტენტს. ვიკიმედიის პროექტების განათლებაში გამოყენების წახალისების მიზნით, ვიკიმედია საქართველო თანამშრომლობს საგანმანათლებლო დაწესებულებებთან. მათ შორის არის მოსწაცლეების, სტუდენტებისა და განათლების სფეროში მოღვაწე პირების წამახალისებელი ინიციატივები, რათა სასწავლო კურსის ნაწილის სახით, მათ ვიკიპედიაში შეიტანონ წვლილი.

უკვე რამდენიმე წელია, ვიკიმედია საქართველო წარმატებით თანამშრომლობს რამდენიმე სახელმწიფო უწყებასთან, მათ შორის, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან, საქართველოს პარლამენტის კულტურის კომიტეტთან, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან, კულტურისა და სპორტის სამინისტროსთან. ამ თანამშრომლობამ ვიკიმედიის პროექტებში პროგრამებისა და პროექტების, ასევე ვიკიმედიის ადგილობრივი საზოგადოების განვითარებაში შეგვიწყო ხელი. ჩვენი პარტნიორების რესურსების გამოყენებით, პარლამენტის დონეზე შევძელით პანორამის თავისუფლებისთვის საჭირო პირველადი დაგეგმვისა და ადვოკატირების სამუშაოების ჩატარება.

ჩვენი მომდევნო წლების გეგმა მოიცავს სამთავრობო უწყებებს შორის პარტნიორების ქსელის შექმნას. ეს ახალი კავშირები შესაძლებლობას მოგვცემს პარტნიორთა ქსელის განვითარებას, რაც შეიძლება სასარგებლო იყოს გრძელვადიან პერსპექტივაში. ამას გარდა, განვავითარებთ და მივაღწევთ მდგრადობას უკვე არსებულ თანამშრომლობასთან დამყარებულ პარტნიორობაში.

ვიკიმედია საქართველო ასევე თანამშრომლობს არასამთავრობო ორგანიზაციებთან. ამ პარტნიორობის მიზანი საქართველოში ვიკიმედიის მისიის მხარდაჭერაა, რათა ხალხს თავისუფალი, უფასო და ღია წვდომა ჰქონდეს ცოდნაზე. წარმატებით ვთანამშრომლობთ მრავალ სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციასთან, რათა განვავითაროთ ვიკიმედიის ადგილობრივი პროექტები და მხარი დავუჭიროთ ვიკიმედიის ადგილობრივ საზოგადოებას. ორგანიზაციის მიზანია, მომავალ წლებში უფრო განავრცოს პარტნიორთა ქსელი და მიაღწიოს მათთან მდგრად თანამშრომლობას.

ვიკიმედია საქართველო აქტიურად აგრძელებს ვიკიმედიურ ორგანიზაციებთან თანამშრომლობას. 2022 წელს, ვიკიმედიის სხვა ევროპულ ორგანიზაციებთან ერთად, ვიკიმედია საქართველო გახდა ვიკიმედია ევროპის დამფუძნებელი წევრი. ჩვენ ასევე ვთანამშრომლობთ ცენტრალური და აღმოსავლეთი ევროპის ვიკიმედიის ჰაბთან (CEE Hub) და ვცდილობთ, წვლილი შევიტანოთ რეგიონში პირველი ჰაბის განვითარებაში. მომავალ წლებში, ვიკიმედია საქართველოს მთავარი მიზანი ურთიერთობების განვითარება და ამ კავშირების მდგრადობაა, როგორც უკვე არსებულ ვიკიმედიურ პარტნიორებთან, ისე სხვა რეგიონის ვიკიმედიურ ორგანიზაციებთან.

ორგანიზაციული განვითარება

ვიკიმედია საქართველოს ორგანიოზაციული განვითარება უმნიშვნელოვანესია სხვადასხვა მიზეზის გამო, რადგან ეს პირდაპირ გავლენას ახდენს ორგანიზაციის მიერ ვიკიმედიის პროექტებiს ხელშეწყობისა და მხარდაჭერისაკენ მიმართული ძალისხმევის ეფექტიანობასა და მდგრადობაზე. ეს კიდევ უფრო მნიშვნელოვანი ხდება, თუ გავითვალისწინებთ, რომ ორგანიზაცია ემზადება 2024 წელს ვიკიმედიურ „ჩაპტერად“ (Chapter) გადასაქცევად.

ორგანიზაციული განვითარება უზრუნველყოფს, რომ ვიკიმედია საქართველო განვითარდეს და საკუთარი მისია დიდი ხნით გააგრძელოს. კარგად სტრუქტურირებულ და მდგრად ორგანიზაციას შეუძლია უკეთესად გაუმკლავდეს გამოწვევებს და ცვლილებებს ხელმძღვანელობაში, დაფინანსებასა და გარე ფაქტორის გარემოებებში. ორგანიზაციული განვითარება მოიცავს გუნდისა და მოხალისეების უნარებისა და შესაძლებლობების გაძლიერებას. ეს ყველაფერი ვიკიმედია საქართველოს საკუთარი საზოგადოების უკეთესად მომსახურებისა და ვიკიმედიის პროექტებში წვლილის ეფექტიანად შეტანის საშუალებას მისცემს.

ორგანიზაციული განვითარების გზაზე, ვიკიმედია საქართველო მოამზადებს საუკეთესო პერსონალის გეგმას, რაც ორგანიზაციას ზრდის საშუალებას მისცემს, რათა დააკმაყოფილოს ვიკიმედიის ადგილობრივი მოძრაობის საჭიროებები.

ვიკიმედია საქართველო გააგრძელებს ამ სტრატეგიული გეგმის გადახედვას და მასში აუცილებელ ცვლილებებს განახორციელებს. სამომავლო მდგრადობისა და ადაპტაციისთვის, მიიღებს ყველა რელევანტურ ორგანიზაციულ გეგმას.