ვიკიმედია საქართველო/წლიური სამოქმედო გეგმა/2024

ვიკიმედია საქართველო


ვიკიმედია საქართველოს წლიური სამოქმედო გეგმა
2024





ჩვენ შესახებ

ვიკიმედიის მომხმარებელთა საქართველოს ჯგუფი (ვიკიმედია საქართველო; WMGE) არის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი, რომელიც წარმოადგენს „ფონდ ვიკიმედიის“ მომხმარებელთა ჯგუფს. მომხმარებელთა ჯგუფი შეიქმნა 2015 წელს, საქართველოში მცხოვრები ვიკიმედიის პროექტების აქტიური წევრების მიერ, რომლებიც დაინტერესებულნი არიან ეროვნულ დონეზე გამართული ღონისძიებების ორგანიზებითა და მონაწილეობით. წევრების მიზანია ხელი შეუწყონ და მონაწილეობა მიიღონ ფონდ ვიკიმედიის მიერ შემოთავაზებულ პროექტებში (ვიკიპედია, ვიკიმონაცემები, ვიკისაწყობი, ვიკიწყარო და ა.შ.) და ქართული ვიკისაზოგადოების მიერ ორგანიზებულ პროექტებში. ორგანიზაციის ერთ-ერთი ძირითადი მისიაა ხალხის დახმარება და წახალისება, საზოგადოებრივ დომენში ცოდნის და სხვა საგანმანათლებლო, კულტურული და ისტორიული შინაარსის მასალის შეგროვება, განვითარება და გავრცელება, ან სხვა ლიცენზიების საშუალებით, რაც საშუალებას აძლევს ყველას თავისუფლად გამოიყენოს ცოდნა, განათავსოს და შეცვალოს მისი შინაარსი უფასოდ.

პროგრამები

კონტენტის გაზრდა

ვიკიმედიის პროექტების კონტენტში არსებული ნაკლოვანებების გამოსწორება მნიშვნელოვანი ამოცანაა ორგანიზაციისთვის, რომლის მიზანიც პროექტში ამჟამად არასათანადოდ ან ცუდად წარმოჩენილი თემების გაუმჯობესებაა. „ვიკიმედიის მომხმარებელთა საქართველოს ჯგუფის“ მისიაა თავისუფალი, უფასო და საიმედო ინფორმაციის მიწოდება ყველასათვის, კონტენტში არსებულ ნაკლოვანებათა გამოსწორება კი გადამწყვეტია ამ მისიის შესასრულებლად.

„ვიკიმედიის მომხმარებელთა საქართველოს ჯგუფი“ ვიკიმედიის პროექტების კონტენტში არსებულ ასეთ ხარვეზებს შემდეგი აქტივობებით შეავსებს:

  • სტატიების კონკურსები: ორგანიზაცია გააგრძელებს თემატურ და საერთაშორისო კონკურსებს (ვიკიგაზაფხული, ვიკიპედიის აზიის თვე და ა.შ.), რომლებსაც უკვე ტრადიციული ხასიათი აქვს, მაგრამ მთავარი ფოკუსი იქნება მოხალისეთა წახალისება, რომ მათში მონაწილეობა მატერიალურად ნაკლებად დაინტერესებით მიიღონ.
  • მედიაფაილების კონკურსები: ფოტოგრაფიული კონკურსების ორგანიზება ვიკისაწყობისთვის, როგორიც არის „ვიკის უყვარს ძეგლები“ და „ვიკის უყვარს დედამიწა“. 2024 წელს ჩვენ „ვიკის უყვარს დედამიწის“ ჩატარებას ვგეგმავთ.
  • ტრენინგები: ვიკიმედიის პროექტების რედაქტირების ტრენინგების ჩატარება ეროვნული ბიბლიოთეკის თანამშრომლებისთვის. ეს ხელს შეუწყობს ბიბლიოთეკის რესურსების ვიკიპედიასა და ვიკისაწყობში ინტეგრირებას, მათ კონტენტში არსებულ ხარვეზთა აღმოფხვრის მიზნით.
  • ედიტ-ა-თონები: ედიტ-ა-თონების სერია გაიმართება სხვადასხვა თემებზე, მათ შორის „WikiGap“-ზე.
  • ვორქშოპები: ჩატარდება ვიკიმედიის პროექტების კონტენტის გასაუმჯობესებლად.

პროგრესთან ერთად, მიიღება გადაწყვეტილება კონკრეტულ ღონისძიებათა ორგანიზების პროცესის გაფართოების ან გაუმჯობესების თაობაზე. ზოგიერთი ღონისძიების ორგანიზება ჩვენს პარტნიორებთან თანამშრომლობით მოხდება.

საზოგადოების განვითარება

ვიკისაზოგადოების განვითარება, მხარდაჭერა და მისი მდგრადობის შენარჩუნება ვიკიმედია საქართველოს ერთ-ერთი მთავარი მიზანია. ამ მიზნით გვსურს მოვიზიდოთ მეტი ახალი მოსალისე, რედაქტორი და ადამიანები ვიკიმედიის მოძრაობისა და პროექტების გასაუმჯობესებლად. სტრატეგიული გეგმის შესაბამისად, საქართველოში ვიკიმედიის საზოგადოების მდგრადი განვითარებისთვის, ორგანიზაციას 2024 წლისთვის დაგეგმილი აქვს შემდეგი ღონისძიებები:

  • ვიკიკლუბები: ამჟამად, ქვეყნის მასშტაბით 7 ვიკიკლუბი მოქმედებს, რომლებიც საგანმანათლებლო დაწესებულებების წარმომადგენლებს ვიკიპედიისა და ვიკიმედიის სხვა პროექტების რედაქტირების საბაზისო კურსებს სთავაზობს. 2024 წელს, ჩვენ ვიკიკლუბების ქსელს გავაფართოებთ — საქართველოს სხვადასხვა რეგიონში რამდენიმე ახალ ვიკიკლუბს გავხსნით.
  • ვიკიბანაკები: გასული სამი წლის განმავლობაში, ვიკიბანაკებმა დაადასტურა ეფექტიანობა ვიკიმედიის პროექტებში ახალ მოსალისეთა მოზიდვის თვალსაზრისით და ამავე დროს, დახვეწა უკვე არსებულ მოხალისეთა უნარები. ვიკიბანაკის მონაწილეები საკმარის ცოდნას იღებენ, რომლის გაზიარებაც შემდეგ სხვებისთვისაც შეუძლიათ. 2023 წლიდან, ვიკიმედია საქართველო წელიწადში ორ ბანაკს ატარებს — ერთს მასწავლებლებისთვის, რომლებიც ვიკიმედიის პროექტების შესახებ მიღებულ ცოდნას შემდეგ საკუთარ მოსწავლეებს გადასცემენ. მეორე ბანაკი კი მოსწავლეებისთვის ტარდება. 2024 წელს, ასევე ორი ბანაკი ჩატარდება, ერთი მასწავლებლებითვის და მეორე მოსწავლეებისთვის.
  • ვორკშოპები: ვიკიმედია საქართველო ვორკშოპებს ყველა იმ დაინტერესებული მხარისთვის ჩაატარებს, რომლებსაც ვიკიმედიის პროექტების განვითარებაში წვლილის შეტანა სურთ. ამის მიზანი ახალ მოხალისეთა მოზიდვაა, რომლებიც ვიკიტექნოლოგიებს შეისწავლიან და უკვე არსებული რედაქტორები საკუთარ უნარებს გაიუმჯობესებენ.
  • ედიტ-ა-თონები: მთლი წლის მანძილზე, ვიკიმედია საქართველო თემატურ ედიტ-ა-თონთა სერიებს გამართავს; მათ შორის ერთი მიეძღვნება ვიკიმედიის პროექტებში გენდერული ნაკლოვანებების გამოსწორებას.
  • შეხვედრები: ორგანიზაცია სხვადასხვა ადგილას ჩაატარებს სხვადასხვა სახის შეხვედრას ვიკიმედიის საზოგადოების წევრთა შორის. ამის გარდა, თბილისში ჩატარდება ვიკიმედიის ყოველწლიური კონფერენციაც. ამ ყველაფრის მიზანი ვიკიმედიის მოხალისეებისა და დაინტერესებული მხარეების დაახლოებაა.
  • სტიპენდიები: ვიკიმედიის მომხმარებელთა საქართველოს ჯგუფი ვიკიმედიის საზოგადოების აქტიურ წევრებს ვიკიმანიაზე და რეგიონულ შეხვედრებზე დასასწრებად სტიპენდიებით უზრუნველყოფს.

ორგანიზაციის სტრატეგიული გეგმის შესაბამისად, ამ წლიური გეგმის პროგრესთან ერთად, საზოგადოების მდგრადი განვითარების მიზნით, შეგვიძლია მასში გარკვეული ცვლილებები შევიტანოთ.

ადვოკატირება

ვიკიმედია საქართველოს 2024 წლისთვის დაგეგმილი აქვს კვლევის ჩატარება საავტორო უფლებების შესახებ საქართველოს კანონმდებლობასთან მიმართებაში. ამას გარდა, კვლევა ასევე მოიცავს ევროპული კანონმდებლობისა და ევროკავშირის სახელმწიფოების კანონმდებლობას საავტორო უფლებათა შესახებ. შედეგად, ეს კვლევა შესაძლებლობას მოგვცემს განვავითაროთ ადვოკატირების სტრატეგია ვიკიმედია საქართველოსთვის.

ორგანიზაცია ასევე გააგრძელებს ადვოკატირებას საქართველოში პანორამის თავისუფლებისთვის. ამ საკითხში, ორგანიზაცია აქტიურად ითანამშრომლებს ფონდ ვიკიმედიის იურიდიულ დეპარტამენტთან, რათა აღმოფხვრას ვიკიმედიის პროექტებში არსებული ხარვეზები.

ადვოკატირების პროცესში, ვიკიმედია საქართველო ასევე აქტიურად ითანამშრომლებს ფონდ ვიკიმედიის გლობალური ადვოკატირების ჯგუფთან და ვიკიმედია ევროპასთან.

ორგანიზაციის მიერ შექმნილი ყველა რესურსი გაზიარებული იქნება პარტნიორებთან და ვიკიმედიის საზოგადოებებთან.

თანამშრომლობა

ვიკიმედია საქართველო გააგრძელებს თანამშრომლობის განმტკიცებას ყველა არსებულ პარტნიორთან, მათ შორის სახელმწიფო სტრუქტურებთან, საგანმანათლებლო და არასამთავრობო ორგანიზაციებთან. ამას გარდა, ორგანიზაცია გააგრძელებს პარტნიორთა ქსელის გაფართოებას ახალ ორგანიზაციებთან თანამშრომლობით.

წელს ჩვენ გავაგრძელებთ მუშაობას ჩვენს პარტნიორებთან — მათ შორის, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან, რათა ხელი შევუწყოთ პანორამის თავისუფლების პროექტს საკანონმდებლო დონეზე. გარდა ამისა, ვგეგმავთ ერთობლივ ედიტ-ა-თონებს სხვადასხვა თემაზე.

ვიკიმედია საქართველო აქტიურად თანამშრომლობს საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკასთან. ეროვნულ ბიბლიოთეკაში უკვე გვყავს აქტიური ვიკიპედიელი, რომელსაც ბიბლიოთეკის რესურსები ქართულ ვიკიპედიასა და ვიკიმონაცემებში შეაქვს. 2024 წელს ასევე დაგეგმილია ბიბლიოთეკის ფოტოარქივის განთავსება ვიკისაწყობში, რომლისთვისაც ვიკიმედია საქართველო უზრუნველყოფს ადამიანურ და ტექნიკურ რესურსებს ამ ერთობლივ პროექტში. ასევე გავაგრძელებთ ტრენინგებს ეროვნული ბიბლიოთეკის თანამშრომლებისთვის, რომლებსაც შევასწავლით ვიკიმედიის პროექტებში მუშაობას.

ვიკიმედია საქართველო ახალი თანამშრომლობის დაწყებას გეგმავს თბილისისა და სხვა რეგიონების სკოლებთან (საჯარო და კერძო). ეს, ამ სკოლების ბაზაზე ახალი ვიკიკლუბების გახსნის საშუალებას მოგვცემს. ამას გარდა, ვიკიმედიის პროექტებში მოიზიდავს ახალ მასწავლებლებსაც.

ორგანიზაციული განვითარება

„ვიკიმედიის მომხმარებელთა საქართველოს ჯგუფი“ 2024 წელს ვიკიმედიის ახალ „ჩაპტერად“ (Chapter) გარდაქმნას გეგმავს. ამ პროცესში, ორგანიზაცია შეცვლის საკუთარ წესდებას და მოამზადებს ოფიციალურ დოკუმენტებს რეგისტრაციის განახლებისთვის — დააკმაყოფილებს მთლიანად კანონმდებლობისა და ფონდ ვიკიმედიის მოთხოვნებს.

ვიკიმედია საქართველო შეიმუშავებს გეგმას და გამართავს შეხვედრებს ორგანიზაციის წევრებთან, რათა უკეთესად დაიგეგმოს მათი ჩართულობა ორგანიზაციის მუშაობაში და მოვიზიდავთ ახალ წევრებს.

ვიკიმედია საქართველო შეიმუშავებს ახალ გეგმას ორგანიზაციისა და მისი თანამშრომლების ზრდის მიზნით. ეს გეგმა შესაბამისობაში იქნება ორგანიზაციის პრიორიტეტებთან და სტრატეგიულ გეგმასთან. ეს გეგმა ორგანიზაციას დაეხმარება სტრატეგიული გეგმის მიზნების პრიორიტეტიზაციაში ადამიანური რესურსების განხრით.


ვიკიმედია საქართველო