ვიკიმედია საქართველო/სამეურვეო საბჭო/სხდომები/2020/19 იანვარი

ვიკიმედიის მომხმარებელთა საქართველოს ჯგუფი


ვიკიმედიის მომხმარებელთა საქართველოს ჯგუფი




სამეურვეო საბჭოს სხდომა




ადგილი

საქართველო, ქალაქი თბილისი, ი. ჭავჭავაძის გამზირი, №1 (თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი).

დრო

13:00 - 13:30 (თბილისის დროით; UTC+4)

სხდომას ესწრებოდნენ

დღის წესრიგი

  1. ააიპ „ვიკიმედიის მომხმარებელთა საქართველოს ჯგუფის“ საერთო ფორუმის მიერ „ორგანიზაციის“ სამეურვეო საბჭოში არჩეული სამი ახალი წევრის დამტკიცება.
  2. ააიპ „ვიკიმედიის მომხმარებელთა საქართველოს ჯგუფის“ 2019 წლის საფინანსო და სამოქმედო მოხსენებების დამტკიცება.
  3. ააიპ „ვიკიმედიის მომხმარებელთა საქართველოს ჯგუფის“ სამეურვეო საბჭოს მომავალი არჩევნების თარიღის განსაზღვრა.
  4. „რუსეთის ვიკიკონფერენცია 2020“-ზე მონაწილეობის დამტკიცება და დელეგატის განსაზღვრა.
  5. ააიპ „ვიკიმედიის მომხმარებელთა საქართველოს ჯგუფის“ სამეურვეო საბჭოს სხდომის მოადგილეს განსაზღვრა.

მსჯელობა

  1. დღის წესრიგით გათვალისწინებული I, II, V საკითხმა არ გამოიწვია აზრთა სხვადასხვაობა, სადაც I საკითხი „ორგანიზაციის“ დამფუძნებელი წევრების მიერ ერთხმად დამტკიცდა, II საკითხიც სამეურვეო საბჭოს ყველა წევრის მიერ ერთხმად დამტკიცდა, ხოლო V საკითხზე „ორგანიზაციის“ სამეურვეო საბჭოს სხდომის მოადგილედ მარიამ ქვარცხავა დამტკიცდა.
  2. ხანმოკლე აზრთა გაცვლის შემდეგ, სამეურვეო საბჭოს მომავალი არჩევნების თარიღად განისაზღვრა 2021 წლის 18 დეკემბერი (შაბათი) დღე.
  3. აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია „ვმ საქართველოს“ მონაწილეობის საკითხი „რუსეთის ვიკიკონფერენცია 2020“-ზე, თუმცა შემდეგ საბოლოოდ ყველა შეთანხმდა ამ საკითხის სამეურვეო საბჭოს ივლისის თვის სხდომამდე გადადებაზე.

მიღებული გადაწყვეტილებები

  1. ააიპ „ვიკიმედიის მომხმარებელთა საქართველოს ჯგუფის“ საერთო ფორუმის მიერ არჩეული სამი პირი (1. იაკობ მახარაძე/XXXX; 2. მარიამ ქვარცხავა/XXXX; 3. გიორგი მელაშვილი/XXXX), „ორგანიზაციის“ დამფუძნებელი წევრების მიერ ერთხმად დამტკიცდნენ „ორგანიზაციის“ სამეურვეო საბჭოს ახალ წევრებად.
  2. ააიპ „ვიკიმედიის მომხმარებელთა საქართველოს ჯგუფის“ 2019 წლის საფინანსო და სამოქმედო მოხსენებება ერთხმად დამტკიცდა.
  3. ააიპ „ვიკიმედიის მომხმარებელთა საქართველოს ჯგუფის“ სამეურვეო საბჭოს მომავალი არჩევნების თარიღად განისაზღვრა 2021 წლის 18 დეკემბერი (შაბათი).
  4. „რუსეთის ვიკიკონფერენცია 2020“-ზე მონაწილეობის დამტკიცება და დელეგატის განსაზღვრა გადაიდო 2020 წლის ივნისის თვის სამეურვეო საბჭოს სხდომამდე.
  5. ააიპ „ვიკიმედიის მომხმარებელთა საქართველოს ჯგუფის“ სამეურვეო საბჭოს სხდომის მოადგილედ განისაზღვრა მარიამ ქვარცხავა (პ/ნ: XXXX).

დასკვნა