მოხსენებები/ვიკიმედია საქართველო/2023/სამოქმედო/09

This page contains changes which are not marked for translation.

ცენტრალური და აღმოსავლეთი ევროპის ვიკიმედიელთა კონფერენცია არის ამ რეგიონში მოღვაწე ვიკიმედიელების და ვიკიპედიელების ყოველწლიური შეხვედრა. კონფერენციის მიზანია ვიკიპედიის აქტიური რედაქტორების შეხვედრის საფუძველზე უზრუნველყოს ვიკიპედიის მდგრადი განვითარება

იან
თებ
მარ
აპრ
მაი
ივნ
ივლ
აგვ
სექ
ოქტ
ნოე
დეკ
2023
სექტემბერი


ღონისძიებები

Wikimedia CEE Meeting

Wikimedia CEE Meeting 2023 Tbilisi

კონფერენცია 2012 წლიდან, ყოველწლიურად იმართება. ღონისძიება საქართველოში პირველად ჩატარდა და მასში ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების 150-ზე მეტი წარმომადგენელი მონაწილეობდა

კონფერენციები 15-17 სექტემბერს, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მიმდინარეობდა

ღონისძიების ორგანიზატორია „ვიკიმედია საქართველო“ იყო.

ქართული ვიკიპედიის წარმომადგენლები Wikimedia CEE Meeting-ში 2014 წლიდან (კიევი) ყოველწელს მონაწილეობენ.

ვიკიკლუბები

სურამის ვიკიკლუბი

სექტემბერში, სურამის ვიკიკლუბის წევრებმა ვიკიპედიაში დაწერეს 35 სტატია, ხოლო ვიკიწყაროში — 7 სტატია. სტატიების თემატიკა ვიკიპედიაში იყო ძირითადად ესპანეთის მუნიციპალიტეტები, გარდა ამისა 2 სტატია დაიწერა კავკასიური სახლისა და ვიკიკლუბის თანამშრომლობის ფარგლებში.

სურამის ვიკიკლუბი ემსახურება სურამის და მიმდებარე დასახლებების ყველა დაინტერესებული პირის ჩართვას „ვიკიმედიის“ პროექტებში. ვიკიკლუბი ნებისმიერ მსურველს სთავაზობს ტრენინგს ვიკიტექნოლოგიების შესახებ, რომლის შემდეგაც, მათ უკვე დამოუკიდებლად შეუძლიათ მუშაობა ვიკიპედიასა და ვიკიმედიის სხვა პროექტებში.

არალის ვიკიკლუბი

სექტემბერში, არალის ვიკიკლუბის წევრებმა ვიკიპედიაში დაწერეს 1 სტატია, ხოლო ვიკიწყაროში — 3 სტატია. ვიკიპედიის სტატიის თემატიკა იყო ბიოგრაფიები.

არალის ვიკიკლუბი ემსახურება სოფელ არალისა და მიმდებარე დასახლებების ყველა დაინტერესებული პირის ჩართვას „ვიკიმედიის“ პროექტებში. ვიკიკლუბი ნებისმიერ მსურველს სთავაზობს ტრენინგს ვიკიტექნოლოგიების შესახებ, რომლის შემდეგაც, მათ უკვე დამოუკიდებლად შეუძლიათ მუშაობა ვიკიპედიასა და ვიკიმედიის სხვა პროექტებში.

სენაკის ვიკიკლუბი

სექტემბერში, სენაკის ვიკიკლუბის წევრებმა ვიკიპედიაში დაწერეს 3 სტატია, აფხაზურ ვიკიპედიაში 18 სტატია, ხოლო ვიკიწყაროში — 3 სტატია. ვიკიპედიის სტატიების თემატიკა იყო მუნიციპალიტეტების გერბები და დროშები.

სენაკის ვიკიკლუბი ემსახურება ქალაქ სენაკისა და მიმდებარე დასახლებების ყველა დაინტერესებული პირის ჩართვას „ვიკიმედიის“ პროექტებში. ვიკიკლუბი ნებისმიერ მსურველს სთავაზობს ტრენინგს ვიკიტექნოლოგიების შესახებ, რომლის შემდეგაც, მათ უკვე დამოუკიდებლად შეუძლიათ მუშაობა ვიკიპედიასა და ვიკიმედიის სხვა პროექტებში.

ბაღდათის ვიკიკლუბი

სექტემბერში, ბაღდათის ვიკიკლუბის წევრებს არ დაუწერათ არცერთი სტატია.

ვიკიკლუბი ემსახურება ქალაქ ბაღდათისა და მიმდებარე დასახლებების ყველა დაინტერესებული პირის ჩართვას „ვიკიმედიის“ პროექტებში. ვიკიკლუბი ნებისმიერ მსურველს სთავაზობს ტრენინგს ვიკიტექნოლოგიების შესახებ, რომლის შემდეგაც, მათ უკვე დამოუკიდებლად შეუძლიათ მუშაობა ვიკიპედიასა და ვიკიმედიის სხვა პროექტებში.

მარნეულის ვიკიკლუბი

სექტემბერში, მარნეულის ვიკიკლუბის წევრებმა ქართულ ვიკიპედიაში ??, ხოლო აზერბაიჯანულ ვიკიპედიაში — ? სტატია დაწერეს.

ვიკიკლუბი ემსახურება ქალაქ მარნეულისა და მიმდებარე დასახლებების ყველა დაინტერესებული პირის ჩართვას „ვიკიმედიის“ პროექტებში. ვიკიკლუბი ნებისმიერ მსურველს სთავაზობს ტრენინგს ვიკიტექნოლოგიების შესახებ, რომლის შემდეგაც, მათ უკვე დამოუკიდებლად შეუძლიათ მუშაობა ვიკიპედიასა და ვიკიმედიის სხვა პროექტებში.

რუსთავის ვიკიკლუბი

სექტემბერში, რუსთავის ვიკიკლუბის წევრებმა ქართულ ვიკიპედიაში დაწერეს 3 სტატია, ხოლო ვიკიწყაროში — 9 სტატია.

ვიკიკლუბი ემსახურება ქალაქ რუსთავის ყველა დაინტერესებული პირის ჩართვას „ვიკიმედიის“ პროექტებში. ვიკიკლუბი ნებისმიერ მსურველს სთავაზობს ტრენინგს ვიკიტექნოლოგიების შესახებ, რომლის შემდეგაც, მათ უკვე დამოუკიდებლად შეუძლიათ მუშაობა ვიკიპედიასა და ვიკიმედიის სხვა პროექტებში.

სამტრედიის ვიკიკლუბი

სექტემბერში, სამტრედიის ვიკიკლუბის წევრებმა ქართულ ვიკიპედიაში დაწერეს 3 სტატია, ხოლო ვიკიწყაროში — 3 სტატია.

ვიკიკლუბი ემსახურება ქალაქ სამტრედიისა და მისი მუნიციპალიტეტის ყველა დაინტერესებული პირის ჩართვას „ვიკიმედიის“ პროექტებში. ვიკიკლუბი ნებისმიერ მსურველს სთავაზობს ტრენინგს ვიკიტექნოლოგიების შესახებ, რომლის შემდეგაც, მათ უკვე დამოუკიდებლად შეუძლიათ მუშაობა ვიკიპედიასა და ვიკიმედიის სხვა პროექტებში.

სხვა ამბები

  • 2023 წლის 9 სექტემბერს გაიმართა ქართული ვიკიწყაროს ონლაინ-ტრენინგი. ტრენინგს ესწრებოდნენ სურამის, არალის, რუსთავის, სენაკისა და სამტრედიის ვიკიკლუბების წარმომადგენლები. კლუბის წევრებმა შეისწავლეს ვიკიწყაროში მუშაობის ტექნოლოგიები და მიზნად დაისახეს ქართულ ვიკიწყაროში იმდენი რედაქტირების დაგროვება, რომ მოხდეს მისი ინკუბატორიდან გამოყვანა და დამოუკიდებელ ვებგვერდად გაშვება.
  • 2023 წლის 30 სექტემბერს სენაკის ვიკიკლუბსა და სტამბოლის ბილგის უნივერსიტეტის ვიკიკლუბს შორის საქმიანი ურთიერთობა დამყარდა. მხარეები შეთანხმდნენ თანამშრომლობაზე და ერთობლივი პროექტების განხორციელებაზე.

ვმ საქართველო