მოხსენებები/ვიკიმედია საქართველო/2023/სამოქმედო/11
„ვიკიმედიის მომხმარებელთა საქართველოს ჯგუფმა“ თბილისის კერძო სკოლა „პეგასში“ მორიგი ვიკიკლუბი გახსნა, რომელიც პირველია დედაქალაქში.
იან | |
თებ | |
მარ | |
აპრ | |
მაი | |
ივნ | |
ივლ | |
აგვ | |
სექ | |
ოქტ | |
ნოე | |
დეკ |
2023 | ||
ნოემბერი |
ღონისძიებები
ახალი ვიკიკლუბი
ახალი ვიკიკლუბი
„ვიკიმედიის მომხმარებელთა საქართველოს ჯგუფმა“ ვიკიკლუბს ორი ლეპტოპი გადასცა, რომლებსაც მხოლოდ ვიკიპედიაში მუშაობის სწავლისთვის გამოიყენებენ.
ვიკიკლუბები საუკეთესო გზაა დაინტერესებული პირებისთვის ვიკიპედიის პრინციპების შესასწავლად. ისინი ძირითადად სკოლის ბაზაზე იქმნება და მსურველ მოსწავლეებს გამოცდილი ვიკიპედიელები ასწავლიან, როგორ დაარედაქტირონ ვიკიპედია და ვიკიმედიის სხვა პროექტები, როგორ შექმნან ახალი სტატიები, ატვირთონ ფოტოები და ა. შ.
სკოლა „პეგასი“ და „ვიკიმედიის მომხმარებელთა საქართველოს ჯგუფი“ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმებაზეც შეთანხმდნენ.
საქართველოში რვა ვიკიკლუბი მოქმედებს: სურამში, მარნეულში, ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ არალში, ბაღდათში, სენაკში, რუსთავში, სამტრედიაში და უკვე თბილისის სკოლა „პეგასში“.
საერთაშორისო ღონისძიებები
ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ვიკიმედიელთა ახალგაზრდული ჯგუფის შეხვედრა
ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ვიკიმედიელთა ახალგაზრდული ჯგუფის შეხვედრა
24-25 ნოემბერს, პრაღაში ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ვიკიმედიელთა ახალგაზრდული ჯგუფის შეხვედრა (CEE Youth Group Meeting) გაიმართა. შეხვედრაში „ვიკიმედიის მომხმარებელთა საქართველოს ჯგუფის“ ორი წარმომადგენელიც მონაწილეობდა.
ინიციატივის მიზანი რეგიონის ახლაგაზრდა ვიკიმედიელთა ერთმანეთთან დაახლოებაა.
შეხვედრის ორგანიზატორია CEE Youth Group-ი.
კონკურსები
ვიკიპედიის აზიის თვე
ვიკიპედიის აზიის თვე
1-დან 30 ნოემბრის ჩათვლით, ქართულ ვიკიპედიაში მიმდინარეობდა ყოველწლიური ვიკიმარათონი „ვიკიპედიის აზიის თვე“. მარათონის მიზანი ქართულ ვიკიპედიაში აზიის ქვეყნების შესახებ სტატიების რაოდენობისა და ხარისხის ზრდაა. მარათონში მონაწილეობის მიღება შეუძლია ვიკიპედიის ნებისმიერი განყოფილების ნებისმიერ რეგისტირებულ მომხმარებელს.
ვიკიპედიის აზიურ საზოგადოებებს შორის მეგობრობის სიმბოლოდ, თითოეული მომხმარებელი, რომელიც კრიტერიუმების შესაბამისად სულ მცირე 4 სტატიას შექმნის, სხვა მონაწილე ქვეყნისგან მიიღებს თემატური დიზაინის საფოსტო ბარათს.
ყველაზე მეტი სტატიის შემქმნელი მომხმარებლები დაჯილდოვდებიან „ვიკიპედიის აზიის ელჩის“ წოდებით (ინგლ.: „Wikipedia Asian Ambassador“) და „ვიკიმედიის მომხმარებელთა საქართველოს ჯგუფის“ მიერ დაწესებული პრიზებით.
კონკურსში მონაწილეობა 6 მომხმარებელმა მიიღო, სულ შეიქმნა 229ახალი სტატია. გამოვლინდა 3 გამარჯვებული ავტორი, რომლებსაც გადაეცემათ კონკურსის შესაბამისად განსაზღვრული პრიზები.
ვიკიკლუბები
სურამის ვიკიკლუბი
სურამის ვიკიკლუბი
ნოემბერში, სურამის ვიკიკლუბის წევრებმა ვიკიპედიაში დაწერეს 8 სტატია, ხოლო ვიკიწყაროში — 24 სტატია. სტატიების თემატიკა ვიკიპედიაში იყო ძირითადად ვიკინგების ისტორია, გარდა ამისა 2 სტატია დაიწერა კავკასიური სახლისა და ვიკიკლუბის თანამშრომლობის ფარგლებში.
სურამის ვიკიკლუბი ემსახურება სურამის და მიმდებარე დასახლებების ყველა დაინტერესებული პირის ჩართვას „ვიკიმედიის“ პროექტებში. ვიკიკლუბი ნებისმიერ მსურველს სთავაზობს ტრენინგს ვიკიტექნოლოგიების შესახებ, რომლის შემდეგაც, მათ უკვე დამოუკიდებლად შეუძლიათ მუშაობა ვიკიპედიასა და ვიკიმედიის სხვა პროექტებში.
არალის ვიკიკლუბი
არალის ვიკიკლუბი
ნოემბერში, არალის ვიკიკლუბის წევრებმა ვიკიპედიაში დაწერეს 40 სტატია, ხოლო ვიკიწყაროში — 6 სტატია. ვიკიპედიის სტატიის თემატიკა იყო ბიოგრაფიები.
არალის ვიკიკლუბი ემსახურება სოფელ არალისა და მიმდებარე დასახლებების ყველა დაინტერესებული პირის ჩართვას „ვიკიმედიის“ პროექტებში. ვიკიკლუბი ნებისმიერ მსურველს სთავაზობს ტრენინგს ვიკიტექნოლოგიების შესახებ, რომლის შემდეგაც, მათ უკვე დამოუკიდებლად შეუძლიათ მუშაობა ვიკიპედიასა და ვიკიმედიის სხვა პროექტებში.
სენაკის ვიკიკლუბი
სენაკის ვიკიკლუბი
ნოემბერში, სენაკის ვიკიკლუბის წევრებმა ვიკიპედიაში დაწერეს 25 სტატია, ხოლო ვიკიწყაროში — 6 სტატია. ვიკიპედიის სტატიების თემატიკა იყო მუნიციპალიტეტების გერბები და დროშები.
სენაკის ვიკიკლუბი ემსახურება ქალაქ სენაკისა და მიმდებარე დასახლებების ყველა დაინტერესებული პირის ჩართვას „ვიკიმედიის“ პროექტებში. ვიკიკლუბი ნებისმიერ მსურველს სთავაზობს ტრენინგს ვიკიტექნოლოგიების შესახებ, რომლის შემდეგაც, მათ უკვე დამოუკიდებლად შეუძლიათ მუშაობა ვიკიპედიასა და ვიკიმედიის სხვა პროექტებში.
ბაღდათის ვიკიკლუბი
ბაღდათის ვიკიკლუბი
ნოემბერში, ბაღდათის ვიკიკლუბის წევრებს არ დაუწერათ არცერთი სტატია.
ვიკიკლუბი ემსახურება ქალაქ ბაღდათისა და მიმდებარე დასახლებების ყველა დაინტერესებული პირის ჩართვას „ვიკიმედიის“ პროექტებში. ვიკიკლუბი ნებისმიერ მსურველს სთავაზობს ტრენინგს ვიკიტექნოლოგიების შესახებ, რომლის შემდეგაც, მათ უკვე დამოუკიდებლად შეუძლიათ მუშაობა ვიკიპედიასა და ვიკიმედიის სხვა პროექტებში.
მარნეულის ვიკიკლუბი
მარნეულის ვიკიკლუბი
ნოემბერში, მარნეულის ვიკიკლუბის წევრებმა ქართულ ვიკიპედიაში ??, ხოლო აზერბაიჯანულ ვიკიპედიაში — ? სტატია დაწერეს.
ვიკიკლუბი ემსახურება ქალაქ მარნეულისა და მიმდებარე დასახლებების ყველა დაინტერესებული პირის ჩართვას „ვიკიმედიის“ პროექტებში. ვიკიკლუბი ნებისმიერ მსურველს სთავაზობს ტრენინგს ვიკიტექნოლოგიების შესახებ, რომლის შემდეგაც, მათ უკვე დამოუკიდებლად შეუძლიათ მუშაობა ვიკიპედიასა და ვიკიმედიის სხვა პროექტებში.
რუსთავის ვიკიკლუბი
რუსთავის ვიკიკლუბი
ნოემბერში, რუსთავის ვიკიკლუბის წევრებმა ქართულ ვიკიპედიაში დაწერეს 1 სტატია, ხოლო ვიკიწყაროში — 12 სტატია.
ვიკიკლუბი ემსახურება ქალაქ რუსთავის ყველა დაინტერესებული პირის ჩართვას „ვიკიმედიის“ პროექტებში. ვიკიკლუბი ნებისმიერ მსურველს სთავაზობს ტრენინგს ვიკიტექნოლოგიების შესახებ, რომლის შემდეგაც, მათ უკვე დამოუკიდებლად შეუძლიათ მუშაობა ვიკიპედიასა და ვიკიმედიის სხვა პროექტებში.
სამტრედიის ვიკიკლუბი
სამტრედიის ვიკიკლუბი
ნოემბერში, სამტრედიის ვიკიკლუბის წევრებმა ქართულ ვიკიპედიაში დაწერეს 30 სტატია, ხოლო ვიკიწყაროში — 20 სტატია.
ვიკიკლუბი ემსახურება ქალაქ სამტრედიისა და მისი მუნიციპალიტეტის ყველა დაინტერესებული პირის ჩართვას „ვიკიმედიის“ პროექტებში. ვიკიკლუბი ნებისმიერ მსურველს სთავაზობს ტრენინგს ვიკიტექნოლოგიების შესახებ, რომლის შემდეგაც, მათ უკვე დამოუკიდებლად შეუძლიათ მუშაობა ვიკიპედიასა და ვიკიმედიის სხვა პროექტებში.
თბილისის ვიკიკლუბი
თბილისის ვიკიკლუბი
ნოემბერში, თბილისის ვიკიკლუბის წევრებმა ქართულ ვიკიპედიაში დაწერეს 3 სტატია, ხოლო ვიკიწყაროში — 1 სტატია.
ვიკიკლუბი ემსახურება ქალაქ თბილისის ყველა დაინტერესებული პირის ჩართვას „ვიკიმედიის“ პროექტებში. ვიკიკლუბი ნებისმიერ მსურველს სთავაზობს ტრენინგს ვიკიტექნოლოგიების შესახებ, რომლის შემდეგაც, მათ უკვე დამოუკიდებლად შეუძლიათ მუშაობა ვიკიპედიასა და ვიკიმედიის სხვა პროექტებში.
სხვა ამბები
სხვა ამბები
- 2023 წლის 25 ნოემბერს სურამის ვიკიკლუბის ბაზაზე გაიმართა საქართველოს ვიკიკლუბების იმ მოსწავლეების შეხვედრა, რომლებიც მუშაობენ ვიკიწყაროში. შეხვედრაზე ვისაუბრეთ აუცილებელ, გადაუდებელ სამუშაოებზე, რომელიც დაგვეხმარება ქართული ვიკიწყაროს სრული დატვირთვით ამუშავებაში. ვისაუბრეთ სტატიების შექმნასა და რედაქტირებაზე.