მოხსენებები/ვმ საქართველო/2021/სამოქმედო/08
15 აგვისტოს დასრულდა კონკურსი „ქართველოლოგია ვიკიპედიაში“, რომელიც საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და ვიკიმედიის მომხმარებელთა საქართველოს ჯგუფს შორის გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში ტარდებოდა. მისი მიზანი იყო ვიკიპედიის გამდიდრება სანდო წყაროებზე დაფუძნებული მასალებით, ქართველოლოგიის, ქართველოლოგ მეცნიერთა და ქართულ ხელნაწერთა შესახებ ინფორმაციის ხელმისაწვდომობის ხელშეწყობა. კონკურსში მონაწილეობა 16-მა მომხმარებელმა მიიღო, სულ შეიქმნა 58 ახალი სტატია და გაუმჯობესდა 18 არსებული სტატია.
იან | |
თებ | |
მარ | |
აპრ | |
მაი | |
ივნ | |
ივლ | |
აგვ | |
სექ | |
ოქტ | |
ნოე | |
დეკ |
2021 | ||
აგვისტო |
ღონისძიებები
კონკურსები
ქართველოლოგია ვიკიპედიაში
ქართველოლოგია ვიკიპედიაში
ტრენინგები
ონლაინ-ტრენინგები
ონლაინ-ტრენინგები
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და ვიკიმედიის მომხმარებელთა საქართველოს ჯგუფს შორის გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში, სამი დღის განმავლობაში ონლაინ-ტრენინგები ჩაუტარდათ საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის თანამშრომლებს. შედეგად, მათ ვიკიპედიაში მუშაობის საბაზისო პრინციპები შეისწავლეს. ტრენინგებს ქართული ვიკიპედიის აქტიური რედაქტორები, Jaba1977 და MIKHEIL ატარებდნენ. ჯამში, ვიკიპედიის მუშაობის საბაზისო პრინციპები 8 ადამიანმმა შეისწავლა.
ვიკიკლუბები
სურამის ვიკიკლუბი
სურამის ვიკიკლუბი
აგვისტოში, სურამის ვიკიკლუბის წევრებმა 193 ახალი სტატია შექმნეს ესპანეთის მუნიციპალიტეტების შესახებ.
სურამის ვიკიკლუბი ემსახურება სურამის და მიმდებარე დასახლებების ყველა დაინტერესებული პირის ჩართვას „ვიკიმედიის“ პროექტებში. ვიკიკლუბი ნებისმიერ მსურველს სთავაზობს ტრენინგს ვიკიტექნოლოგიების შესახებ, რომლის შემდეგაც, მათ უკვე დამოუკიდებლად შეუძლიათ მუშაობა ვიკიპედიასა და ვიკიმედიის სხვა პროექტებში.
არალის ვიკიკლუბი
არალის ვიკიკლუბი
აგვისტოში არალის ვიკი-კლუბში სამი სამუშაო შეხვედრა გაიმართა. პირველ შეხვედრაზე კლუბის წევრებს საზაფხულო ვიკიტრენინგების შესახებ შთაბეჭდილებები გაუზიარა ვიკიპედიელმა მარი ხინგავამ, ასევე გააცნო ის სიახლეები, რაც ტრენინგების ფარგლებში ისწავლეს. კლუბის წევრებმა ერთობლივად დაამუშავეს და ვიკიპედიის ფორმატში მოამზადეს რამდენიმე სტატია, რომლებიც მალე გამოქვეყნდება. კლუბის ხელმძღვანელმა, მარიკა პიტიურიშვილმა ჩაატარა ტრენინგი „როგორ მოვამზადოთ ვიკი სტატია წიგნიდან“.
მეორე შეხვედრაზე მიმოიხილეს მუშაობისას შექმნილი სირთულეები და იმსჯელეს მათი გადაჭრის გზებზე. ისაუბრეს სტატიის რედაქტირებაზე და ლიტერატურით მის გამდიდრებაზე.
მესამე შეხვერდრაზე კლუბის წევრებმა კიდევ ერთელ გაიარეს შემდეგი საკითხები: სტატიის ატვირთვა, ვიკიფიცირება, სათაურის გადატანა, ვიკისაწყობში ფაილის ატვირთვა და სტატიაში ჩასმა.
აგვისტოში არალის ვიკიკლუბში სულ 7 სტატია დაიწერა ადიგენის მუნიციპალიტეტის კულტურულ მემკვიდრეობაზე.
არალის ვიკიკლუბი ემსახურება სოფელ არალისა და მიმდებარე დასახლებების ყველა დაინტერესებული პირის ჩართვას „ვიკიმედიის“ პროექტებში. ვიკიკლუბი ნებისმიერ მსურველს სთავაზობს ტრენინგს ვიკიტექნოლოგიების შესახებ, რომლის შემდეგაც, მათ უკვე დამოუკიდებლად შეუძლიათ მუშაობა ვიკიპედიასა და ვიკიმედიის სხვა პროექტებში.