მოხსენებები/ვმ საქართველო/2021/სამოქმედო/12

This page contains changes which are not marked for translation.

10 ნოემბრიდან 10 დეკემბრის ჩათვლით მიმდინარეობდა კონკურსი „საქართველოს მეცნიერება უცხოურ ვიკიპედიაში“, რომელიც საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და ვიკიმედიის მომხმარებელთა საქართველოს ჯგუფს შორის გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში ჩატარდა. კონკურსის მიზანია, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მეცნიერების პოპულარიზაციის პროგრამის ფარგლებში განხორციელებული ვიკიკონკურსების შედეგად შექმნილი, სანდო წყაროებზე დაფუძნებული მასალების თარგმნის გზით, ხელი შეუწყოს საქართველოს სამეცნიერო დარგების, სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებათა, მათი მიღწევებისა და საქართველოს მეცნიერების თვალსაჩინო წარმომადგენელთა შესახებ ინფორმაციის ხელმისაწვდომობას ინგლისურ ენაზე და საქართველოს მეცნიერების შესახებ საერთაშორისო საზოგადოებაში ცნობიერების ამაღლებას.

იან
თებ
მარ
აპრ
მაი
ივნ
ივლ
აგვ
სექ
ოქტ
ნოე
დეკ
2021
დეკემბერი


ღონისძიებები

კონკურსები

საქართველოს მეცნიერება უცხოურ ვიკიპედიაში

ტრენინგები/კონფერენციები

ვიკიმონაცემების ტრენინგი 2021

2021 წლის 4-5 დეკემბერს, „ვმ საქართველოს“ ორგანიზებით გაიმართა ვიკიმონაცემების ტრენინგ-დღეები ვიკიპედიის რედაქტორებისთვის. ტრენინგი გათვლილი იყო ვიკიმედიის როგორც ახალბედა, ისე გამოცდილი რედაქტორებისთვის, რომლებსაც ცოდნა ვიკიმონაცემებში მუშაობის ცოდნის გაუმჯობესება სურთ. ტრენინგს უძღვებოდნენ ვიკიმონაცემების ადგილობრივი ენთუზიასტები და ვიკიმონაცემების ადმინისტრატორი თურქეთიდან. ტრენინგები შერეულ ფორმატში ჩატარდა, რაც გულისხმობს, როგორც in-person მონაწილეობას, ისე ონლაინ დასწრებას.

ვიკიმედიის პროექტებში კონტენტის გაუმჯობესება, განსაკუთრებით ვიკიპედიაში, ვიკიმონაცემებსა და ვიკისაწყობში, „ვმ საქართველოს“ სტრატეგიული ამოცანა და გამოწვევაა. კონტენტის ხარისხის გაუმჯობესებას ისეთ პროექტებში, როგორიც არის ვიკიმონაცემები, ესაჭიროება შესაბამისი ცოდნა. სწორედ ამ მიზნით ტარდება ამ სახის ღონისძიებები ყველა დაინტერესებული პირისთვის.

ღონისძიება კოვიდპანდემიის გამო დაწესებული ყველა რეგულაციის დაცვით ჩატარდა. მონაწილეობდნენ მხოლოდ სრულად ვაქცინირებული ან შესაბამის ვადებში გატესტილი პირები. ტრენინგებში მონაწილეობა სულ 14-მა ადამიანმა მიიღო.

ვიკიკონფერენცია 2021

26 დეკემბერს, თბილისში ვიკიკონფერენცია 2021 გაიმართა — ყოველწლიური ფორუმი, რომელიც ეძღვნება ვიკიმედიის პროექტების განვითარებას საქართველოში, ქართულ ენაზე. ღონისძიებაზე განხილულ იქნა ცოდნის შექმნასთან და გავრცელებასთან დაკავშირებული პრობლემები.

ვიკიკონფერენციის მიზანია ხელი შეუწყოს ვიკიმედიის პროექტების (მათ შორის ქართულენოვანი) განვითარებას საქართველოში, ქართულ ენაზე, მდგრადი სადისკუსიო პლატფორმის შექმნით; ასევე, „ვიკიმედიის მომხმარებელთა საქართველოს ჯგუფის“ საქმიანობის გაცნობა ფართო საზოგადოებისთვის და სამომავლო გეგმების დასახვა დაინტერესებულ პირებთან ერთად; „ფონდ ვიკიმედიის“ და ვიკიმედიის საერთაშორისო მოძრაობის შესახებ სიახლეების გაცნობა და მათზე საუბარი.

კონფერენციის ორგანიზატორია „ვიკიმედიის მომხმარებელთა საქართველოს ჯგუფი“, რომელიც ამ ღონისძიებას 2018 წლიდან ატარებს.

ღონისძიება კოვიდპანდემიის გამო დაწესებული ყველა რეგულაციის დაცვით ჩატარდა. მონაწილეობდნენ მხოლოდ სრულად ვაქცინირებული ან შესაბამის ვადებში გატესტილი პირები. კონფერენციაში მონაწილეობა 14-მდე ადამიანმა მიიღო.

ვიკიკლუბები

ბაღდათის ვიკიკლუბი

დეკემბერში, ბაღდათის ვიკიკლუბის წევრებმა ქართულ ვიკიპედიაში 5 სტატია გააუმჯობესეს.

ვიკიკლუბი ემსახურება სოფელ ალისმერეთისა და მიმდებარე დასახლებების ყველა დაინტერესებული პირის ჩართვას „ვიკიმედიის“ პროექტებში. ვიკიკლუბი ნებისმიერ მსურველს სთავაზობს ტრენინგს ვიკიტექნოლოგიების შესახებ, რომლის შემდეგაც, მათ უკვე დამოუკიდებლად შეუძლიათ მუშაობა ვიკიპედიასა და ვიკიმედიის სხვა პროექტებში.

სურამის ვიკიკლუბი

დეკემბერში, სურამის ვიკიკლუბში გაიმართა შეხვედრა ახლა წევრებთან. საუბარი შეეხო ვიკიპედიის მნიშვნელობას განათლებაში და ზოგადად თანამედროვე ეპოქაში.

სულ დაიწერა 3 სტატია, აქედან ერთი ბორჯომის მუნიციპალიტეტის ძეგლთან დაკავშირებით, ხოლო ორი „კავკასიურ სახლთან“ თანამშრომლობის ფარგლებში.

სურამის ვიკიკლუბი ემსახურება სურამის და მიმდებარე დასახლებების ყველა დაინტერესებული პირის ჩართვას „ვიკიმედიის“ პროექტებში. ვიკიკლუბი ნებისმიერ მსურველს სთავაზობს ტრენინგს ვიკიტექნოლოგიების შესახებ, რომლის შემდეგაც, მათ უკვე დამოუკიდებლად შეუძლიათ მუშაობა ვიკიპედიასა და ვიკიმედიის სხვა პროექტებში.

არალის ვიკიკლუბი

არალის ვიკიკლუბის წევრებისთვის გაიმართა ონლაინშეხვედრა, რომლის მონაწილეებიც გაეცნენ ჩანაწერებს ვიკიმონაცემებში ახალი ელემენტის შექმნისა და განაცხადის დამატების შესახებ.

დაიწერა სამი სტატია ვიკიპედიაში და განხორციელდა 400 ცვლილება ვიკიმონაცემებში. ვიკიპედიის სტატიების თემატიკა იყო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები, ამავე თემატიკაზე შეიქმნა ახალი ელემენტები ვიკიმონაცემებშიც.

არალის ვიკიკლუბი ემსახურება სოფელ არალისა და მიმდებარე დასახლებების ყველა დაინტერესებული პირის ჩართვას „ვიკიმედიის“ პროექტებში. ვიკიკლუბი ნებისმიერ მსურველს სთავაზობს ტრენინგს ვიკიტექნოლოგიების შესახებ, რომლის შემდეგაც, მათ უკვე დამოუკიდებლად შეუძლიათ მუშაობა ვიკიპედიასა და ვიკიმედიის სხვა პროექტებში.


ვმ საქართველო