მოხსენებები/ვმ საქართველო/2022/სამოქმედო/10

1-დან 31 ოქტომბრის ჩათვლით მიმდინარეობდა ვიკიმედიის მომხმარებელთა საქართველოს ჯგუფის და კავკასიელი ვიკიმედიელების ერთობლივი საერთაშორისო ვიკიმარათონი „ვიკის უყვარს კავკასია 2022“. კონკურსის მიზანია კავკასიურ ენებზე მოქმედ ვიკიპედიებში კავკასიის შესახებ ახალი სტატიების შექმნა. ქართულ ვიკიპედიაში მარათონის მიზანია კავკასიის ქვეყნების და რეგიონების შესახებ სტატიების რაოდენობისა და ხარისხის ზრდა. მარათონში მონაწილეობის მიღება შეუძლია ვიკიპედიის ნებისმიერი განყოფილების ნებისმიერ რეგისტირებულ მომხმარებელს.

იან
თებ
მარ
აპრ
მაი
ივნ
ივლ
აგვ
სექ
ოქტ
ნოე
დეკ
2022
ოქტომბერი


ღონისძიებები

კონკურსები

ვიკის უყვარს კავკასია

ვიკიმარათონის ორგანიზატორები არიან „ვიკიმედიის მომხმარებელთა საქართველოს ჯგუფი“, „ვიკიმედია რუსეთი“, „დონის ვიკიმედიელთა მომხმარებელთა ჯგუფი“, „აზერბაიჯანელ ვიკიმედიელთა მომხმარებელთა ჯგუფი“ და ჩრდილოეთ კავკასიელი ვიკიპედიელები“. კონკურსის ერთ-ერთი მთავარი მიზანია კავკასიელ ვიკიმედიელთა შორის თანამშრომლობის გაზრდა და კავკასიურ ენებზე არსებული ვიკიმედიის პროექტების მდგრადი განვითარების უზრუნველყოფა.

კონკურსში მონაწილეობა 4-მა მომხმარებელმა მიიღო. სულ შეიქმნა 59 ახალი სტატია. გამოვლინდა 3 გამარჯვებული ავტორი, რომლებსაც გადაეცათ კონკურსის შესაბამისად განსაზღვრული პრიზები.

საერთაშორისო კონფერენციები

საერთაშორისო კონფერენციები

CEE Meeting

14-16 ოქტომბერს, მაკედონიის ქალაქ ოჰრიდში გაიმართა „ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპის ვიკიმედიელების“ (CEE) ყოველწლიური შეხვედრა.

„ვიკიმედიის მომხმარებელთა საქართველოს ჯგუფს“ შეხვედრაზე წარმოადგენდნენ ორგანიზაციის თავმჯდომარე, მეჰმან იბრაგიმოვი და ვიკიკლუბების კოორდინატორი, ჯაბა ლაბაძე.

მეჰმან იბრაგიმოვმა შეხვედრაზე წარმოადგინა მოხსენება „ვიკიმედიის მომხმარებელთა საქართველოს ჯგუფსა“ და სახელმწიფო ინსტიტუტებს შორის არსებულ თანამშრომლობაზე, რომელიც ემსახურება ვიკიმედიის პროექტების და მოძრაობის განვითარებას საქართველოში.

ჯაბა ლაბაძემ წარმოადგინა მოხსენება საქართველოში „ვიკიკლუბების“ განვითარების ისტორიასა და სამომავლო პერსპექტივებზე, რაც დიდი ინტერესი გამოიწვია რეგიონალური ვიკიმედიური ორგანიზაციების წარმომადგენლებს შორის, რომლებიც აპირებენ ვიკიმედია საქართველოს პრაქტიკის ადგილობრივად დანერგვაზე.

მეჰმან იბრაგიმოვმა მონაწილეობა ასევე მიიღო „ფონდ ვიკიმედიის“ ვორქშოფში, რაც „პანორამის თავისუფლების“ ადვოკატირებას ეხებოდა, სადაც ის საქართველოში ვიკიმედია საქართველოს მიერ განხორციელებული აქტივობა მიმოიხილა.

„ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპის ვიკიმედიელების გაერთიანება“ (CEE) წარმოადგენს ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის ქვეყნების ვიკიმედიელების კავშირს, ხოლო CEE-ს შეხვედრა ყოველწლიურად, რეგიონის სხვადასხვა ქვეყანაში იმართება.

Wikidata Istanbul

21-23 ოქტომბერს, „ვიკიმედიის მომხმარებელთა საქართველოს ჯგუფის“ წევრებმა მონაწილეობას მიიღეს „ვიკიმედიის თურქულენოვან მომხმარებელთა ჯგუფის“ მიერ ორგანიზებულ ტრენინგებში, რომელიც ვიკიმონაცემებს (Wikidata) ეხებოდა.

ვიკიმონაცემები „ფონდ“ ვიკიმედიის პროექტია, რომელიც განახლებადი მონაცემებით უზრუნველყოფს ვიკიმედიის ყველა პროექტს, მათ შორის ვიკიპედიას.

ტრენინგებში მონაწილეობენ ვიკიმედიელები თურქეთიდან, ისრაელიდან, იტალიიდან, საქართველოდან, აზერბაიჯანიდან, ირანიდან, ყირგიზეთიდან, ყაზახეთიდან, ტაჯიკეთიდან, უზბეკეთიდან, ბაშკირეთიდან. ღონისძიება სტამბოლში, უსკუდარის უნივერსიტეტში გაიმართა. მონაწილეებმა სიღრმისეულად შეისწავლეს ვიკიმონაცემებში პროფესიონალურ დონეზე მუშაობა.

ღონისძიება თურქულენოვანი ვიკიმედიელებისთვის იყო გამიზნული, თუმცა, ასევე მიიწვიეს ვიკიმედიელები საქართველოდან.

ვიკიკლუბები

სურამის ვიკიკლუბი

ოქტომბერში, სურამის ვიკიკლუბის წევრებმა დაწერეს 10 სტატია, ყველა ვიკინგების თემატიკაზე.

სურამის ვიკიკლუბი ემსახურება სურამის და მიმდებარე დასახლებების ყველა დაინტერესებული პირის ჩართვას „ვიკიმედიის“ პროექტებში. ვიკიკლუბი ნებისმიერ მსურველს სთავაზობს ტრენინგს ვიკიტექნოლოგიების შესახებ, რომლის შემდეგაც, მათ უკვე დამოუკიდებლად შეუძლიათ მუშაობა ვიკიპედიასა და ვიკიმედიის სხვა პროექტებში.

არალის ვიკიკლუბი

ოქტომბერში, არალის ვიკიკლუბის წევრებმა დაწერეს 3 სტატია ვიკიპედიაში. ვიკიპედიის სტატიების თემატიკა იყო ბიოგრაფიები.

არალის ვიკიკლუბი ემსახურება სოფელ არალისა და მიმდებარე დასახლებების ყველა დაინტერესებული პირის ჩართვას „ვიკიმედიის“ პროექტებში. ვიკიკლუბი ნებისმიერ მსურველს სთავაზობს ტრენინგს ვიკიტექნოლოგიების შესახებ, რომლის შემდეგაც, მათ უკვე დამოუკიდებლად შეუძლიათ მუშაობა ვიკიპედიასა და ვიკიმედიის სხვა პროექტებში.

სენაკის ვიკიკლუბი

ოქტომბერში, სენაკის ვიკიკლუბის წევრებმა დაწერეს ერთი სტატია ვიკიპედიაში.

სენაკის ვიკიკლუბი ემსახურება ქალაქ სენაკისა და მიმდებარე დასახლებების ყველა დაინტერესებული პირის ჩართვას „ვიკიმედიის“ პროექტებში. ვიკიკლუბი ნებისმიერ მსურველს სთავაზობს ტრენინგს ვიკიტექნოლოგიების შესახებ, რომლის შემდეგაც, მათ უკვე დამოუკიდებლად შეუძლიათ მუშაობა ვიკიპედიასა და ვიკიმედიის სხვა პროექტებში.

ბაღდათის ვიკიკლუბი

ოქტომბერში, ბაღდათის ვიკიკლუბის წევრებს არ დაუწერათ არცერთი სტატია.

ვიკიკლუბი ემსახურება ქალაქ ბაღდათისა და მიმდებარე დასახლებების ყველა დაინტერესებული პირის ჩართვას „ვიკიმედიის“ პროექტებში. ვიკიკლუბი ნებისმიერ მსურველს სთავაზობს ტრენინგს ვიკიტექნოლოგიების შესახებ, რომლის შემდეგაც, მათ უკვე დამოუკიდებლად შეუძლიათ მუშაობა ვიკიპედიასა და ვიკიმედიის სხვა პროექტებში.

მარნეულის ვიკიკლუბი

ოქტომბერში, მარნეულის ვიკიკლუბის წევრებმა ქართულ ვიკიპედიაში ?, ხოლო აზერბაიჯანულ ვიკიპედიაში — ? სტატია დაწერეს.

ვიკიკლუბი ემსახურება ქალაქ მარნეულისა და მიმდებარე დასახლებების ყველა დაინტერესებული პირის ჩართვას „ვიკიმედიის“ პროექტებში. ვიკიკლუბი ნებისმიერ მსურველს სთავაზობს ტრენინგს ვიკიტექნოლოგიების შესახებ, რომლის შემდეგაც, მათ უკვე დამოუკიდებლად შეუძლიათ მუშაობა ვიკიპედიასა და ვიკიმედიის სხვა პროექტებში.


ვმ საქართველო