Translations:მოხსენებები/ვმ საქართველო/2021/სამოქმედო/04/4/ka

გამოვლინდა ქართულ ვიკიპედიაში მარტში დასრულებული კონკურსის, „ქალები ვიკიპედიაში“ გამარჯვებულები. კონკურსი ვმ საქართველოს მიერ იყო ორგანიზებული და 15 თებერვლიდან 15 მარტამდე მიმდინარეობდა. კონკურსში მონაწილეობა 22-მა მომხმარებელმა მიიღო, სულ შეიქმნა 535 ახალი სტატია. ჟიურის მიერ მინიჭებული ქულების მიხედვით გამოვლინდა ხუთი გამარჯვებული, რომლებსაც „ვიკიმედია მომხმარებელთა საქართველოს ჯგუფმა“ კუთვნილი პრიზები მითითებულ მისამართებზე გაუგზავნა.