მოხსენებები/ვმ საქართველო/2021/სამოქმედო/04/ka

გამოვლინდა ქართულ ვიკიპედიაში მარტში დასრულებული კონკურსის, „ქალები ვიკიპედიაში“ გამარჯვებულები. კონკურსი ვმ საქართველოს მიერ იყო ორგანიზებული და 15 თებერვლიდან 15 მარტამდე მიმდინარეობდა. კონკურსში მონაწილეობა 22-მა მომხმარებელმა მიიღო, სულ შეიქმნა 535 ახალი სტატია. ჟიურის მიერ მინიჭებული ქულების მიხედვით გამოვლინდა ხუთი გამარჯვებული, რომლებსაც „ვიკიმედია მომხმარებელთა საქართველოს ჯგუფმა“ კუთვნილი პრიზები მითითებულ მისამართებზე გაუგზავნა.

იან
თებ
მარ
აპრ
მაი
ივნ
ივლ
აგვ
სექ
ოქტ
ნოე
დეკ
2021
აპრილი


ღონისძიებები

კონკურსები

ქალები ვიკიპედიაში

მემორანდუმები

ვმ საქართველო & საქართველოს გასტრონომიის ასოციაცია

2021 წლის 8 აპრილს, „ვიკიმედიის მომხმარებელთა საქართველოს ჯგუფსა“ და „საქართველოს გასტრონომიის ასოციაციას“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

მემორანდუმის მიზანია ხელი შეუწყოს მხარეთა ურთიერთთანამშრომლობას საინფორმაციო და საგანმანათლებლო სფეროებთან დაკავშირებული ყველა მიმართულებით, ვიკიმედიის პროექტების ფარგლებში.

მხარეები თანხმდებიან, რომ გასტრონომიის ასოციაცია ვმ საქართველოს მიაწვდის ყველა საჭირო მასალას, რომელიც შექმნილია ან/და დამუშავებულია გასტრონომიის ასოციაციის მიერ და დაცულია გასტრონომიის ასოციაციაში ან/და მის ელექტრონულ რესურსებზე „ფონდ ვიკიმედიის“ სალიცენზიო პოლიტიკის შესაბამისად, ხოლო ვიკიმედია უზრუნველყოფს მათ განთავსებას და დამუშავებას ვიკიმედიის პროექტებში.

მხარეები ასევე უზრუნველყოფენ ტრენინგებისა და საინფორმაციო ხასიათის შეხვედრების ორგანიზებას და ჩატარებას.

გასტრონომიის ასოციაცია მზადყოფნას აცხადებს, რომ მონაწილეობა მიიღოს ვიკიმედიის საგანმანათლებლო პროგრამების შემუშავებაში, გასტრონომიის ასოციაციასა და ვიკიმედიის რეგულაციების/აქტების და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

მხარეები თანხმდებიან, რომ უზრუნველყოფენ ერთობლივ პროექტებს ონლაინ ენციკლოპედია ვიკიპედიის პლატფორმაზე.

ვმ საქართველო & განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო

2021 წლის 14 აორილს, „ვიკიმედიის მომხმარებელთა საქართველოს ჯგუფსა“ და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

მემორანდუმის მიზანია თანამშრომლობა ვიკიმედიის ქართულენოვანი პროექტების, ძირითადად ვიკიპედიის პოპულარიზაციისა და განვითარების მიმართულებით.

მემორანდუმის ფარგლებში, ქართულ ვიკიპედიაში ჩატარდება რამდენიმე პროექტი სხვადასხვა თემაზე; მათ შორის იქნება ქართველოლოგია, ქართველი მეცნიერები და ა. შ.

ვმ საქართველო უზრუნველყოფს შესაბამის ტრენინგებს, რომლის ფარგლებშიც, პროექტებში მონაწილეობის მსურველები გაეცნობიან ვიკიპედიის სტატიების სპეციფიკას, შეისწავლიან ვიკიპედიაში მუშაობას.

კონკურსების გამარჯვებულებისთვის შესაბამის პრიზებს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო უზრუნველყოფს.

„ვიკიმედიის მომხმარებელთა საქართველოს ჯგუფი“ მიესალმება ვიკიპედიითა და მისი გამდიდრებით სამინისტროს დაინტერესებას და აქვს იმედი, რომ მემორანდუმი სათანადოდ აისახება საქართველოში ვიკიმედიის პროექტების განვითარებასა და ხარისხზე.

სურათები ღონისძიებიდან

ვიკიკლუბები

სურამის ვიკიკლუბი

მარტში სურამის ვიკიკლუბის ბაზაზე გაიმართა ერთი პირისპირ და ერთი ონლაინშეხვედრა. პირისპირ შეხვედრის დროს ვიკიკლუბის წევრებმა შეისწავლეს ვიკიმონაცემებში მუშაობის ელემენტარული უნარჩვევები, ონლაინშეხვედრისას კი სტატიების წერის სპეციფიკა.

1-ლი მარტიდან 31 მარტის ჩათვლით, სურამის ვიკიკლუბის წევრებმა ქართულ ვიკიპედიაში სულ 1037 ახალი სტატია შექმნეს; ყველა სტატია ესპანეთის მუნიციპალიტეტებს ეხება.

გარდა ამისა, აპრილში კლუბს შეუერთდა სურამის ახლომდებარე სოფლის ერთი მოსწავლე, რომელთანაც ინდივიდუალური კონსულტაცია გახდა საჭირო.

სურამის ვიკიკლუბი ემსახურება სურამის და მიმდებარე დასახლებების ყველა დაინტერესებული პირის ჩართვას „ვიკიმედიის“ პროექტებში. ვიკიკლუბი ნებისმიერ მსურველს სთავაზობს ტრენინგს ვიკიტექნოლოგიების შესახებ, რომლის შემდეგაც, მათ უკვე დამოუკიდებლად შეუძლიათ მუშაობა ვიკიპედიასა და ვიკიმედიის სხვა პროექტებში.


ვმ საქართველო